როგორ ავიმაღლოთ გუნება-განწყობა საახალწლოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიმაღლოთ გუნება-განწყობა საახალწლოდ

უმრავლესობა სიხარულით ეგებება მას. იმედი იმისა, რომ დამდეგი წელი გასულზე უკეთესი იქნება, ადამიანს ამაღლებულ განწყობას ჰგვრის. უკეთეს მომავალზე ფიქრი, პოზიტიური აზროვნება, ახალსა და ახლებურზე ორიენტაცია სიხარულის განცდასა და ენერგიის მატებას იწვევს. იმისათვის, რომ დადებითი ემოციით აივსოთ და ახალ წელს ბედნიერად შეხვდეთ, ცუდსა და უკვე ჩავლილ ნეგატიურზე ნუ იფიქრებთ. პირიქით, პოზიტიური და ყველაფერი სასიამოვნო მოიგონეთ!

ტკბილი მოგონებების ქილა

იმისათვის, რომ განვლილმა წელმა ბევრი დადებითი ემოცია დაგიტოვოთ და ნაკლები იფიქროთ უსიამოვნო მოვლენებზე, ტკბილი მოგონებების ქილა შექმენით. გაიხსენეთ ყველა სასიხარულო ამბავი თუ ბედნიერი წუთი, პატარა ფერად ფურცლებზე დაწერეთ და ქილაში ჩაყარეთ. გვერწმუნეთ, თუ მეხსიერებას დაძაბავთ და ყველაფერს გაიხსენებთ, თქვენი ქილა პირამდე აივსება, ეს კი ძალიან გაგახარებთ, დადებითი ემოციებით აგავსებთ, მიგახვედრებთ, რომ გასული წელი არც ისე ცუდი ყოფილა _ ბევრი სიკეთე და სიხარული მოუტანია თქვენთვის.

ტკბილი მოგონებების ქილა ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ბევრი მას გარდასულ დღეთა მოსაგონებლად სამუდამოდ ინახავს.

სახალისო ჩარჩო

ფოტოსურათების გადაღების მოყვარულებს შეგიძლიათ, წინასაახალწლო გალერეაც მოაწყოთ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში გადაღებული სურათებით, რომელთა თვალიერებაც სიამოვნებას გგვრით. ამისთვის წინასწარ მოამზადეთ საყვარელი ფერის ჩარჩო, მასში რამდენიმე რიგად გაჭიმეთ თოკი, ზედ კი სურათები ჩამოკიდეთ. ამ ჩარჩოს შეხედვისას ერთად მოიგონებთ ყველა ბედნიერ წუთს, რომელიც კი იმ წელს განიცადეთ და დადებითი ემოციებისა და ტკბილი მოგონებების მოზღვავებას იგრძნობთ.

ავტორი თინათინ გოცაძე