"სმა-ჭამა დიდად შესარგი" კუჭის ტკივილად რომ არ გექცეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"სმა-ჭამა დიდად შესარგი" კუჭის ტკივილად რომ არ გექცეთ

. სხვა საქმეა, ”სმა-ჭამა დიდად შესარგი” ვის როგორ ერგება და რა სიამოვნებას ჰგვრის საბოლოოდ.

რამდენიმედღიანი გადაბმული საახალწლო სუფრის შემდეგ კუჭის არეში მუდმივი სიმძიმის შეგრძნება ჩვეულებრივი მოვლენაა. დღესასწაულის შემდგომი გამწვავებებით ახალი წელი რეკორდსმენია. მთავარი მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადაძღომაა. გახსოვდეთ, ამ დღეებში კუჭსა და ღვიძლს ყველაზე მეტად უჭირთ, განსაკუთრებით _ იმ ადამიანების კუჭსა და ღვიძლს, ვინც სხვა დღეებში მაინც და მაინც მრავალფეროვან საკვებს არ მიირთმევს და კვების რაციონალური რეჟიმითაც არ გამოირჩევა, ახალი წლის დღეებში კი, არიქა, სანამ სუფრაზე ყველაფერი უხვადაა, მოვასწრო და მივრთვაო, უკლებლივ ყველაფერს ჭამს და თანაც უზომო რაოდენობით. ამის გამო მხოლოდ ქრონიკული დაავადებები კი არ მწვავდება, არამედ ზოგიერთი ისეთი პათოლოგიაც კი იჩენს თავს, რომელთა არსებობა ადამიანს მანამდე აზრადაც არ მოსდიოდა.

ახალი წლის დღეებში ცხიმიანი საკვებისა და ალკოჰოლის სიჭარბის გამო პანკრეატიტის გამწვავება პიკს აღწევს. საერთოდ, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, "მშიერ წლებში" პანკრეატიტი იშვიათობა იყო, დღეს კი მეტად გავრცელებული პათოლოგიაა.

როგორ მოვიქცეთ

• . ნუ მიეძალებით ცხიმიან ხორცს, მით უფრო _ თუ თქვენი ჩვეული რაციონი ხორცით ღარიბია. ხორცეულს და, საზოგადოდ, ცხიმიან კერძებს უხვად მიაყოლეთ მწვანილი და ბოსტნეული _ ისინი ანეიტრალებს ცხიმს, აადვილებს მონელებასა და შეწოვას.

• . საკვები საგულდაგულოდ დაღეჭეთ და ნელა მიირთვით _ დანაყრებასაც თავის დროზე იგრძნობთ და უკეთაც მოინელებთ. თუ ბევრი მოგივიდათ, კუჭ-ნაწლავს ფერმენტული პრეპარატები (მეზიმი, კრეონი, პანზინორმი) მიაშველეთ, ოღონდ მაშინვე, ნუ დაელოდებით მეორე დღეს (ბევრი დამძიმებული კუჭის შესამსუბუქებლად შეცდომით მეორე დღეს იწყებს ამ პრეპარატების მიღებას).

ავტორი თინათინ გოცაძე