მკურნალობის 20 უცნაური მეთოდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მკურნალობის 20 უცნაური მეთოდი

11. ენის მოკვეთა

მე-18 და მე-19 საუკუნეებში ენაბლუობის მკურნალობას ექიმები ენის ნახევრის მოკვეთით ცდილობდნენ. სადღეისოდ ამ მეთოდს პირის ღრუს კიბოს დროს მიმართავენ. ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით ტარდება, რაც წინათ წარმოუდგენელი გახლდათ, ამიტომ ენის მოკვეთა, გარდა იმისა, რომ უსარგებლო იყო, აუტანელ ტკივილსაც იწვევდა, ხოლო ზოგიერთი პაციენტი სისხლდენით იღუპებოდა.

12. ელექტროშოკი

ელექტროშოკი მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი, მაგრამ, ამასთანავე, საკამათო მეთოდია. ის 1930 წელს გამოიგონეს ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ და ჯერ კიდევ იყენებენ დეპრესიის მძიმე ფორმების მკურნალობისას.

13. კეტჩუპი

1830 წელს დოქტორმა არჩიბალ მაილსმა განაცხადა, რომ პომიდორში აღმოაჩინა ნივთიერება, რომელიც დიარეას, გულისრევასა და საკვების მოუნელებლობას შველოდა და გამოუშვა კიდეც პომიდვრის ექსტრაქტი, თუმცა მისი მეთოდი მოგვიანებით ყალთაბანდობად აღიარეს. სადღეისოდ ცნობილია, რომ პომიდორში მართლაც არის სასარგებლო ნივთიერებები - ლიკოპენი და ანტიოქსიდანტები, თუმცა პომიდვრის თანამედროვე პროდუქტები, მაგალითად, კეტჩუპი, მათ გარდა მარილს, შაქარსა და კონსერვანტებსაც უხვად შეიცავს.

14. ძაღლის ექსკრემენტები

ძაღლის გამომშრალი ექსკრემენტები ოდესღაც ყელის ტკივილის შემამსუბუქებელ საშუალებად ითვლებოდა. მათ თაფლში ურევდნენ და ყელის გასაწმენდად და ანთების ჩასაქრობად იყენებდნენ. სხვათა შორის, ამ ნარევის პლასტირი ჭრილობების შესახორცებლადაც გამოიყენებოდა.

15. ზვიგენის ხრტილი

კიბოს სამკურნალოდ ზვიგენის ხრტილის გამოყენების იდეა მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დაიბადა, მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ზვიგენებს კიბო არ ემართებათ, თუმცა თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ, თუმცაღა ზვიგენის ხრტილისგან დამზადებული პრეპარატები ძლიერი იმუნომასტიმულირებელი თვისებებით გამოირჩევა, სიმსივნურ პროცესებზე განსაკუთრებულ გავლენას არ ახდენს.

16. ტალახი

ტალახი ფარმაცევტულ წარმოებაში ფართოდ გამოიყენება, მათ შორის - ტაბლეტების შემოგარსვისთვისაც. ის ნასამაც (აშშ-ის კოსმოსური კვლევის სააგენტომ) გამოიყენა ძვლებზე უწონადობის დეგენერაციული ზემოქმედების საწინააღმდეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ ტალახით მკურნალობას ხანგრძლივი ისტორია აქვს, მისი ეფექტურობის დამადასტურებელი სამეცნიერო ნაშრომები დღემდე არ არსებობს.

17. სიგარეტი

მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ანუ თამბაქოსთან ბრძოლის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე მსოფლიოში მოწევის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო. იმხანად თამბაქოს კვამლის შესუნთქვა ასთმისა და კიბოს მკურნალობის ეფექტურ საშუალებად მიაჩნდათ.

18. ჰეროინი

დიაცეტილმორფინი, რომელსაც უფრო ჰეროინის სახელით ვიცნობთ, ოდესღაც ხველის, გაციებისა და ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნეოდა, მაგრამ როდესაც გაირკვა, რომ ეს “წამალი” დამოკიდებულებას იწვევდა, სამედიცინო მიზნით მისი გამოყენება მთელ მსოფლიოში აიკრძალა.

19. ექსტაზი

ექსტაზი, იგივე მდმა, მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ამავე საუკუნის სამოცდაათიან წლებში ზოგიერთი ფსიქიატრი ფსიქოთერაპიის სეანსების დროს კოლეგებს მის გამოყენებას ურჩევდა.

20. ვერცხლისწყალი

ეს მომწამვლელი ქიმიური ნივთიერება მე-20 საუკუნის დასაწყისამდე სიფილისის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ამგვარი მკურნალობის გვერდითი მოვლენების ნუსხა კბილების დაკარგვას, წყლულების გაჩენას, ნევროლოგიურ დაზიანებებს და სიკვდილსაც კი მოიცავდა.