რუბრიკები
საახალწლო განწყობა
საახალწლო განწყობა
აი, მოახლოვდა ახალი წელიც. განწყობა? - ეს სიტყვა მომართვას, აწყობას უკავშირდება. განსაზღვრულ დონემდე ჩვენ საკუთარი ფიქრების, აზრებისა და ცხოვრებისეული გარემოებების ბატონ-პატრონები ვართ, ამიტომ გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე პრაქტიკული და ნაცადი რჩევა, რომლებიც სადღესასწაულო განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად გვესმის ნაცნობებისა თუ უცნობებისგან, რომ საახალწლო განწყობა არ აქვთ.


რუტინა, ყოფითი პრობლემები ადამიანს ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაში ძლიერ უშლის ხელს, სადღესასწაულო განწყობა სუსტდება და ბოლოს სულ მთლად ქრება. თუ თქვენც ასე ხართ, ხელს ნუ ჩაიქნევთ, რადგან თქვენს მდგომარეობაში ბევრია. ვეცდებით, დაკარგული სადღესასწაულო განწყობის დაბრუნებაში დაგეხმაროთ.

დაალაგეთ და მოაწესრიგეთ სახლი
თუ ირგვლივ უწესრიგოდ ყრია ნივთები, მტვერი ბატონობს და სისუფთავით გამოწვეული კომფორტი არ იგრძნობა, ეს უკვე 50%-ით ამცირებს სადღესასწაულო განწყობის ვოლტაჟს. ტყუილად როდი დამკვიდრდა ახალი წლის წინ სახლის საფუძვლიანი დალაგების ტრადიცია - ამ გზით ადამიანები საცხოვრებელს მთელი წლის განმავლობ­აში დაგროვილი მტვრის, მოძველებული ნივთებისა და უარყოფითი ენერგიისგან ათავისუფლებენ.

სადღესასწაულო ატრიბუტები

დაწკრიალებული სახლიც კი ვერ გაგიჩენთ საზეიმო განწყობას, თუ მას საგანგებოდ არ მორთავთ და გაალამაზებთ. არ არის აუცილებელი, ყველგან გირლანდები და წვიმები ეკიდოს - რამდენიმე მარჯვედ და გემოვნებით შერჩეული შტრიხიც საკმარისია, რომ სახლმა სადღესასწაულო იერი მიიღოს.

საქმეები
საქმეები რამდენიმე დღით უნდა დაივიწყოთ. ნუ იდარდებთ იმაზე, რომ მეტისმეტად იხარჯებით - ახალი წელი ხომ მართლაც გამორჩეული დღესასწაულია.

მუსიკა და ფილმები
ეცადეთ, ამ დღეებში სასიამოვნო მელოდიებს უსმინოთ, ისეთებს, რომლებიც მოგადუნებთ კიდეც და განწყობასაც აგიმაღლებთ. უყურეთ ფილმებს, რომლებიც სადღესასწაულო ატმოსფეროს უხდება და შეეფერება.

ურთიერთობა ახლობლებთან
ნუ გამოხატავთ პესიმიზმს ახლობლებთან ურთიერთობისას, ეცადეთ, გარშემო მყოფებს მხიარული ეჩვენოთ და შეამჩნევთ, რომ თავისთავად დაგეუფლებათ სასიამოვნო განწყობა და დიდხანს აღარ მიგატოვებთ.

გამონახეთ დრო საჩუქრებისთვის
საახალწლო ფასდაკლებები, ნაძვის ხის მოსართავებით სავსე სტელაჟები, არომატული სანთლების სურნელი - ეს ყველაფერი წინასაახალწლო სასაჩუქრე ქაოსია, რომელიც ყველა მსურველს ენერგიითა და სადღესასწაულო განწყობით ავსებს. თუ ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევა გსურთ და არჩევანი ჯერ არ გაგიკეთებიათ, შეერიეთ ხალხის ტალღას, ისეირნეთ ვიტრინებს შორის - რამეს მოსაწონს აუცილებლად წააწყდებით და განწყობაც გამოგიკეთდებათ.

გარეგნობა
დღესასწაულისთვის უნდა მოამზადოთ არა მხოლოდ სახლი, არამედ საკუთარი თავიც. მოწესრიგდით, წინასწარ შეარჩიეთ სამოსი. სულაც არ არის საჭირო, ძვირფასი და ცნობილი ბრენდისა იყოს, მთავარია სილამაზე. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ტანსაცმელი მაშინაც კი გამოვიცვალოთ, თუ ახალ წელს მარტო ვხვდებით.

გაიხსენეთ საახალწლო ტრადიციები
შობა-ახალ წელთან დაკავშირებული ტრადიციები მრავალრიცხოვანია. შეგიძლიათ, გემოვნებისამებრ ამოარჩიოთ რამდენიმე მათგანი. თუნდაც მისალოცი ბარათების გაგზავნა. იქნებ საკუთარი ტრადიციებიც გაქვთ? სწორედ მათი გახსენების დროა!

შეიყვარეთ!
ალბათ გვეტყვით, რომ ასეთი რამ შეკვეთით არ ხდება და მართალიც იქნებით, მაგრამ ჩვენ ხომ ზღაპრული უფლისწულის ან ულამაზესი მეფის ასულის შეყვარებას არ გთავაზობთ - შეიყვარეთ თუნდაც მსახიობი, რომელიც საახალწლო კომედიაში მთავარ როლს ასრულებს, ცხადია, ნახევრად სერიოზულად. გაიხსენეთ სასიამოვნო ადამიანები, რომლებმაც თქვენს ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. სიყვარული ადამიანს ენდორფინებით ავსებს, მაშინაც კი, როცა სიყვარულის ობიექტი გამოგონილია. შეიყვარეთ ის, ვინც თქვენ გვერდითაა, ვისაც თქვენიანად მიიჩნევთ, შეიყვარეთ საკუთარი თავი და, რაც
You must have Flash Player installed in order to see this player.
მთავარია, იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის სურვილი გექნებათ!

ირწმუნეთ, რომ სასწაულები ხდება!
ეს ყველაზე ძნელია. რაც უფრო გვემატება წლები, მით უფრო გვიჭირს იმის დაჯერება, რომ სასწაულები ხდება და შესაძლოა, ასეთი რამ ჩვენც გადაგვხდეს თავს. უნდა გვახსოვდეს, რომ თოვლის ბაბუა დიდების წერილებსაც კითხულობს, რომ სასწაულებს ადამიანი თავად ახდენს და ეს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის და ძვირფასი ადამიანებისთვის უნდა გავაკეთოთ. საახალწლო განწყობა თავისთავად არის პატარა სასწაული, რომელსაც აშკარად თუ მალულად ყველა ველით, ამიტომ თუ გსურთ, აგიხდეთ ოცნება, სასწაულის გჯეროდეთ!



2015-46-02/21/15
სახალწლო განწყობა
ა აი, მოახლოვდა ახალი წელიც. განწყობა? - ეს სიტყვა მომართვას, აწყობას უკავშირდება. განსაზღვრულ დონემდე ჩვენ საკუთარი ფიქრების, აზრებისა და ცხოვრებისეული გარემოებების ბატონ-პატრონები ვართ, ამიტომ გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე პრაქტიკული და ნაცადი რჩევა, რომლებიც სადღესასწაულო განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად გვესმის ნაცნობებისა თუ უცნობებისგან, რომ საახალწლო განწყობა არ აქვთ. რუტინა, ყოფითი პრობლემები ადამიანს ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაში ძლიერ უშლის ხელს, სადღესასწაულო განწყობა სუსტდება და ბოლოს სულ მთლად ქრება. თუ თქვენც ასე ხართ, ხელს ნუ ჩაიქნევთ, რადგან თქვენს მდგომარეობაში ბევრია. ვეცდებით, დაკარგული სადღესასწაულო განწყობის დაბრუნებაში დაგეხმაროთ. დაალაგეთ და მოაწესრიგეთ სახლი თუ ირგვლივ უწესრიგოდ ყრია ნივთები, მტვერი ბატონობს და სისუფთავით გამოწვეული კომფორტი არ იგრძნობა, ეს უკვე 50%-ით ამცირებს სადღესასწაულო განწყობის ვოლტაჟს. ტყუილად როდი დამკვიდრდა ახალი წლის წინ სახლის საფუძვლიანი დალაგების ტრადიცია - ამ გზით ადამიანები საცხოვრებელს მთელი წლის განმავლობ­აში დაგროვილი მტვრის, მოძველებული ნივთებისა და უარყოფითი ენერგიისგან ათავისუფლებენ. სადღესასწაულო ატრიბუტები დაწკრიალებული სახლიც კი ვერ გაგიჩენთ საზეიმო განწყობას, თუ მას საგანგებოდ არ მორთავთ და გაალამაზებთ. არ არის აუცილებელი, ყველგან გირლანდები და წვიმები ეკიდოს - რამდენიმე მარჯვედ და გემოვნებით შერჩეული შტრიხიც საკმარისია, რომ სახლმა სადღესასწაულო იერი მიიღოს. საქმეები საქმეები რამდენიმე დღით უნდა დაივიწყოთ. ნუ იდარდებთ იმაზე, რომ მეტისმეტად იხარჯებით - ახალი წელი ხომ მართლაც გამორჩეული დღესასწაულია. მუსიკა და ფილმები ეცადეთ, ამ დღეებში სასიამოვნო მელოდიებს უსმინოთ, ისეთებს, რომლებიც მოგადუნებთ კიდეც და განწყობასაც აგიმაღლებთ. უყურეთ ფილმებს, რომლებიც სადღესასწაულო ატმოსფეროს უხდება და შეეფერება. ურთიერთობა ახლობლებთან ნუ გამოხატავთ პესიმიზმს ახლობლებთან ურთიერთობისას, ეცადეთ, გარშემო მყოფებს მხიარული ეჩვენოთ და შეამჩნევთ, რომ თავისთავად დაგეუფლებათ სასიამოვნო განწყობა და დიდხანს აღარ მიგატოვებთ. გამონახეთ დრო საჩუქრებისთვის საახალწლო ფასდაკლებები, ნაძვის ხის მოსართავებით სავსე სტელაჟები, არომატული სანთლების სურნელი - ეს ყველაფერი წინასაახალწლო სასაჩუქრე ქაოსია, რომელიც ყველა მსურველს ენერგიითა და სადღესასწაულო განწყობით ავსებს. თუ ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევა გსურთ და არჩევანი ჯერ არ გაგიკეთებიათ, შეერიეთ ხალხის ტალღას, ისეირნეთ ვიტრინებს შორის - რამეს მოსაწონს აუცილებლად წააწყდებით და განწყობაც გამოგიკეთდებათ. გარეგნობა დღესასწაულისთვის უნდა მოამზადოთ არა მხოლოდ სახლი, არამედ საკუთარი თავიც. მოწესრიგდით, წინასწარ შეარჩიეთ სამოსი. სულაც არ არის საჭირო, ძვირფასი და ცნობილი ბრენდისა იყოს, მთავარია სილამაზე. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ტანსაცმელი მაშინაც კი გამოვიცვალოთ, თუ ახალ წელს მარტო ვხვდებით. გაიხსენეთ საახალწლო ტრადიციები შობა-ახალ წელთან დაკავშირებული ტრადიციები მრავალრიცხოვანია. შეგიძლიათ, გემოვნებისამებრ ამოარჩიოთ რამდენიმე მათგანი. თუნდაც მისალოცი ბარათების გაგზავნა. იქნებ საკუთარი ტრადიციებიც გაქვთ? სწორედ მათი გახსენების დროა! შეიყვარეთ! ალბათ გვეტყვით, რომ ასეთი რამ შეკვეთით არ ხდება და მართალიც იქნებით, მაგრამ ჩვენ ხომ ზღაპრული უფლისწულის ან ულამაზესი მეფის ასულის შეყვარებას არ გთავაზობთ - შეიყვარეთ თუნდაც მსახიობი, რომელიც საახალწლო კომედიაში მთავარ როლს ასრულებს, ცხადია, ნახევრად სერიოზულად. გაიხსენეთ სასიამოვნო ადამიანები, რომლებმაც თქვენს ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. სიყვარული ადამიანს ენდორფინებით ავსებს, მაშინაც კი, როცა სიყვარულის ობიექტი გამოგონილია. შეიყვარეთ ის, ვინც თქვენ გვერდითაა, ვისაც თქვენიანად მიიჩნევთ, შეიყვარეთ საკუთარი თავი და, რაც მთავარია, იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის სურვილი გექნებათ! ირწმუნეთ, რომ სასწაულები ხდება! ეს ყველაზე ძნელია. რაც უფრო გვემატება წლები, მით უფრო გვიჭირს იმის დაჯერება, რომ სასწაულები ხდება და შესაძლოა, ასეთი რამ ჩვენც გადაგვხდეს თავს. უნდა გვახსოვდეს, რომ თოვლის ბაბუა დიდების წერილებსაც კითხულობს, რომ სასწაულებს ადამიანი თავად ახდენს და ეს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის და ძვირფასი ადამიანებისთვის უნდა გავაკეთოთ. საახალწლო განწყობა თავისთავად არის პატარა სასწაული, რომელსაც აშკარად თუ მალულად ყველა ველით, ამიტომ თუ გსურთ, აგიხდეთ ოცნება, სასწაულის გჯეროდეთ!
2015-20-02/13/15
tovlis bebia
Gjerodet sastsaulebis DA sibere gverds agiqtsevt!
ამ კატეგორიის სხვა სტატიები