სადღესასწაულო სამზადისი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სადღესასწაულო სამზადისი

სულაც არ არის აუცილებელი, ამისთვის უკანასკნელი კაპიკები დავხარჯოთ სპა-სალონებში - ჩვენმა წინაპრებმა უკეთესი რამ, აბანო იცოდნენ. აბანოს პროცედურები არა მარტო სილამაზის ელექსირია, არამედ ეფექტური საშუალებაც არის სტრესის, დაღლილობის მოსახსნელად. თუ აბანოში წასვლა ვერ მოახერხეთ, შეგიძლიათ, საკუთარ აბაზანაში მოიწყოთ აბანოს შესანიშნავი ფილიალი. დამლბალი კანი დაიმუშავეთ შინ მომზადებული გემრიელი და ეკოლოგიურად სუფთა პილინგით. შეგიძლიათ მიიღოთ ზღვის მარილის აბაზანაც ციტრუსის ან ჟასმინის ზეთით. პილინგის წინ აბაზანა მიიღეთ, ხოლო მის შემდეგ - კონტრასტული შხაპი. ეს კანს სიმკვრივეს, ელასტიკურობას შემატებს.

  • არაჟნის პილინგი: აიღეთ 3 სუფრის კოვზი მარილი და ამდენივე არაჟანი, აურიეთ ერთმანეთში და ამ ნარევით დაიზილეთ ტანი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით თაფლი. 5 წუთის შემდეგ ისიც ჩამოიბანეთ.
  • ხაჭოს პილინგი: აიღეთ 3 სუფრის კოვზი დაფქული ბრინჯი, 3 სუფრის კოვზი ხაჭო და 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. აურიეთ ერთმანეთში, წაისვით სახესა და ტანზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  • თუ ცელულიტი გაწუხებთ, მოამზადეთ ანტიცელულიტური სქრაბი: აიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა დაფქული ყავა, 3/4 ჩაის ჭიქა შაქარი, 1 ჩაის ჭიქა ნუშის ზეთი, აურიეთ ერთმანეთში და სხეული დაიმუშავეთ. არ შეიძლება ამ სქრაბის გამოყენება დაზიანებულ კანზე.

დამაგვირგვინებელი აკორდი იქნება ტანის ლოსიონი ან კრემი.

მივხედოთ სახეს

ზამთრის რეალობა იდეალურისგან შორს არის, ამიტომ პროცედურები მიმართული უნდა იყოს კანის დანოტივებისკენ, აუცილებლობის შემთხვევაში - ფორების შევიწროებისკენ, კანისთვის ტონუსისა და ჯანსაღი იერის მინიჭებისკენ. კანს, უპირველესად, უნდა მოვაშოროთ მკვდარი უჯრედები, რასაც უფრო იოლად მოვახერხებთ, თუ კანს ცხელი წყლით ან ორთქლით დავირბილებთ. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს პილინგი. თუ კანი გაღიზიანებულია ან გამონაყარიანი, პილინგის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის. და აი, დადგა ნიღბის დროც.

  • ლიმონის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის, რომელიც ავიწროებს ფორებს და ახალისებს კანს: აიღეთ 1 კვერცხის ცილა, ნახევარი ლიმონის წვენი, აურიეთ ერთმანეთში, წაისვით სახეზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით 15-20 წუთის შემდეგ.
  • მკვებავი და გამაახალგაზრდავებელი მანდარინის ნიღაბი მშრალი კანისთვის: აიღეთ მანდარინი, კანიანად გათქვიფეთ ბლენდერში, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი, წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
  • ფორთოხლის ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის, რომელიც არბილებს, მატებს ტონუსს და ხსნის დაღლილობას: აიღეთ ნახევარი ფორთოხლის წვენი, 1 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი, 1 სუფრის კოვზი რძე. აურიეთ ერთანეთში, წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  • შვრიის ნიღაბი: 2 სუფრის კოვზ შვრიის ფქვილს შეურიეთ 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, წაისვით სახეზე და ჩამოიბანეთ 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით.

დღესასწაულის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ან მაკიაჟის წასმის წინ კანს შეიძლება შევმატოთ ტონუსი და დავუბრუნოთ ჯანსაღი ფერი ყინულის კომპრესის მეშვეობით: გაახვიეთ ყინულის ნაჭერი ხელსახოცში და ისვით სახესა და ყელზე წრიული მოძრაობით. სახის კანის მოწესრიგების შემდეგ უნდა მივხედოთ შესივებულ და ამოღამებულ თვალებს.

  • აიღეთ გაგრილებულ ჩაიში დასველებული ბამბის ტამპონი, თვალებზე დაიდეთ და 10 წუთით წამოწექით.

შეშუპებულ ქუთუთოებს აცხრობს კიტრის ნაჭრებიც.

ვიზრუნოთ ხელებზეც

გამომშრალ კანზე წაისვით მკვებავი კრემი, ჩაიცვით ნაჭრის ხელთათმანები და მთელი ღამით დაიტოვეთ.

  • ხელებზე შეიძლება გავიკეთოთ მცენარეული აბაზანა: ერთმანეთში ავურიოთ გვირილა, სალბი, პიტნა, კამა, ცაცხვის ყვავილი; 2 სუფრის კოვზ ნარევის დავასხათ 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დავაყენოთ 15 წუთით, როცა შეგრილდება, რამდენიმე წუთით ჩავყოთ ხელები.

თუ დრო საერთოდ არ გაქვთ, წაისვით ხელებზე იოგურტი და 2-3 წუთი გაიჩერეთ. ფრჩხილებსაც სჭირდება მოვლა. თუ გათეთრება გინდათ, მაგრამ სალონში წასასვლელი დრო და ფული არ გაქვთ, შინ მინის ან პლასტმასის ჭურჭელში აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი და 2 სუფრის კოვზი სოდა. ეს ნარევი ბამბის ტამპონით წაისვით ფრჩხილებზე და მათ ქვეშ. 2-3 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ისევე როგორც სხვა მათეთრებელმა საშუალებებმა, წყალბადის ზეჟანგმაც შეიძლება გააღიზიანოს კანი, ამიტომ 2-3 წუთზე მეტხანს ნუ გაიჩერებთ.

  • ქალის საუკეთესო სამკაულებია მოვლილი სახე, ხელები, ფეხები და... თმა. თუ დრო გაქვთ, შეგიძლიათ, ასეთი ნიღაბი გაიკეთოთ: შავ პურს დაასხით რძის შრატი, დაამატეთ კვერცხის გული, აურიეთ და წაისვით თმაზე, ნახევარი საათის შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
  • თუ შრატი არ გაქვთ, გაიკეთეთ კიტრის ნიღაბი: 1 ცალი კიტრი გახეხეთ წვრილად, გამოწურეთ წვენი, დაუმატეთ 1 კვერცხი და 2 სუფრის კოვზი მარილი. კარგად აურიეთ, წაისვით თმაზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
  • მშრალ და დაზიანებულ თმას უხდება სტაფილოს ნიღაბი: 1 ცალი სტაფილო და 1 ცალი ლიმონი ქერქიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, წაისვით თმაზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.