უდიდესი "ტვინები", რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უდიდესი "ტვინები", რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

მისმა კანონებმა და ფარდობითობის თეორიამ მეცნიერებაში გადატრიალება მოახდინა. ფარდობითობის თეორიას ის ხუმრობით ასე განმარტავდა: "თუ ხელს რამდენიმე წუთით გააჩერებთ ანთებული გაზქურის თავზე, ეს დრო მთელ საათად მოგეჩვენებათ, ხოლო საყვარელ გოგონასთან გატარებული საათი - წუთებად". მეცნიერულ აღმოჩენებსაც პარადოქსულად ხსნიდა: "ყველა დარწმუნებულია, რომ რაღაცის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ შემთხვევით გამოჩნდება ვიღაც უბირი, რომელმაც ეს არ იცის - სწორედ ის აკეთებს აღმოჩენას".

ალფრედ ჰიჩკოკი

ცნობილი ინგლისელი და ამერიკელი რეჟისორი მსოფლიო კინოს ისტორიაში საშინელებათა ფილმების განუმეორებელ ოსტატად დარჩა. ის მწვავესიუჟეტიან ფილმებს ქმნიდა, რომლებშიც მუდმივად იყო განგაშის, დაძაბული ლოდინის ატმოსფერო და, რა თქმა უნდა, "შავი იუმორი". ჰიჩკოკი ოსტატურად მართავდა მაყურებლების ფსიქიკას და სავსებით იმორჩილებდა მათ. მან სულ 55 სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. მათი უმრავლესობა მსოფლიო კინოხელოვნების კლასიკად იქცა. ალფრედ ჰიჩკოკი მრავალჯერ დაჯილდოვდა ამერიკული კინოაკადემიის პრემიით - "ოსკარით".

სერგეი კოროლიოვი

ეს გახლდათ გამოჩენილი ინჟინერ-კონსტრუქტორი, რომელიც კოსმოსის დაპყრობაზე ოცნებობდა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის რაკეტულ-კოსმოსური ტექნიკისა და სარაკეტო იარაღის წარმოების ორგანიზაციაში. მისი ხელმძღვანელობით დედამიწის ორბიტაზე მსოფლიოში პირველად გაუშვეს თანამგზავრები, სამეცნიერო სადგურები და კოსმოსური ხომალდები. ამ ღონისძიებების შესახებ ცნობებმა მთელი სამყარო შეაზანზარა. სერგეი კოროლიოვი ოცნებობდა, ავტომატური აპარატების საშუალებით აეთვისებინა გალაქტიკის სივრცეები და მარსზე გაფრენის ორგანიზება დაიწყო, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება ვეღარ მოასწრო.

რობერტ ოპენჰაიმერი

"სამყაროთა დამანგრეველი" - ასე უწოდა საკუთარ თავს რობერტ ოპენჰაიმერმა - ამერიკელმა ფიზიკოსმა, ატომური ბომბის შემქმნელმა, როცა 1945 წლის 6 აგვისტოს აშშ-ის მიერ ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა და დანგრეული ნაგებობების რაოდენობის შესახებ შეიტყო. სინდისის ქენჯნის გამო მან მოუწოდა მეცნიერებს, აღარ შეექმნათ უზარმაზარი დამანგრეველი ძალის მქონე იარაღი. მეცნიერების ისტორიაში ის "ატომური ბომბის მამად" და გალაქტიკაში შავი ხვრელების აღმომჩენად შევიდა.

ჩარლზ სპენსერ (ჩარლი) ჩაპლინი

ჩარლი ჩაპლინმა სახელი გაითქვა მუნჯი კინოს ეპოქაში, როცა შექმნა ინტელიგენტი მოხეტიალე, მორცხვი, მოხულიგნო ჩარლის სახე, რომელიც მამაცურად იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ. მას შემდეგაც კი, რაც ხმოვანი კინო გაჩნდა, ჩარლი ჩაპლინი ათწლეულების განმავლობაში დარჩა თავის მიერ შექმნილი მუნჯი გმირის ერთგულ მეგობრად. თავის სიცოცხლეში ჩაპლინმა 80 როლი შეასრულა. მსოფლიოში მას კომედიური ჟანრის საუკეთესო მსახიობად მიიჩნევდნენ, არადა, ის საკუთარი ფილმების სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი და კომპოზიტორიც კი იყო. ჩაპლინს უამრავი საერთაშორისო პრემია აქვს მიღებული, მაგრამ მთავარი ჯილდო მისთვის მაყურებლის სიყვარული გახლდათ.

შარლ ედუარდ ჟანერე-გრი (ლე კორბუზიე)

რუსეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, აშშ, არგენტინა, იაპონია - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც დღემდე დგას გენიალური არქიტექტორის მიერ დაპროექტებული შენობები. ის არქიტექტურაში თავისუფალი ფორმების ავტორი გახლდათ და ყველას სთავაზობდა, შენობები სადა, უსარგებლო დანამატების გარეშე და აუცილებლად უხვსინათლიანი აეგოთ. ლე კორბუზიეს ნამუშევრების უმრავლესობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

პაბლო რუის პიკასო

წარმოშობით ესპანელი პაბლო პიკასო - მხატვარი, გრაფიკოსი, მოქანდაკე და დიზაინერი - თავისი უჩვეულო ნამუშევრებით თავიდანვე აღაფრთოვანებდა პუბლიკას, მერე კი მეოცე საუკუნის მხატვრობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ის კუბიზმის ფუძემდებლად იქცა. პიკასო ამბობდა, რომ ის სამყაროს ისეთს კი არ ხატავდა, როგორსაც ხედავდა, არამედ - ისეთს, როგორსაც გრძნობდა. მისი ნამუშევრები ყველაზე მოთხოვნადია და, შესაბამისად, ყველაზე ძვირად ღირებულადაც მიიჩნევა.

ელიგზანდერ ფლემინგი

ელიგზანდერ (ალექსანდერ) ფლემინგი, ინგლისელი (წარმოშობით შოტლანდიელი) ბაქტერიოლოგი, მთელი სიცოცხლე ეძებდა სამედიცინო პრეპარატებს, რომლებიც ადამიანს ინფექციებთან ბრძოლისას დაეხმარებოდა. სწორედ მან გამოყო ობის სოკოსგან ნივთიერება, რომელიც ბაქტერიებს ხოცავდა. ასე დაიბადა პირველი ანტიბიოტიკი პენიცილინი, რომელმაც მედიცინაში რევოლუცია მოახდინა. ამ დამსახურებისთვის ფლემინგს 1945 წელს ნობელის პრემია გადაეცა.

(გაგრძელება იქნება)