ადამიანის 10 ხელოვნური ორგანო, რომლებიც შეიძლება უახლოეს მომავალში გამოიყენონ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადამიანის 10 ხელოვნური ორგანო, რომლებიც შეიძლება უახლოეს მომავალში გამოიყენონ

1. ზემგრძნობიარე ელექტრონული კანი

კანი, რომელიც ადამიანის სხეულს ფარავს და იცავს, ყველაზე იოლად დასაზიანებელი ორგანოა. სტენფორდელმა მეცნიერებმა შექმნეს სუპერმოქნილი, სუპერგამძლე და სუპერმგრძნობიარე ქსოვილი, რომელიც შესაძლოა მომავლის სინთეტიკური კანის საფუძველი გახდეს. მეცნიერებს ადრეც უცდიათ სინთეტიკური კანის შექმნა, მაგრამ ახალი ქსოვილი უფრო მეტი სენსორული მგრძნობელობით გამოირჩევა. ის შეიცავს ორგანულ ტრანზისტორებს და ელასტიკური ქსოვილის ფენას, რომელიც მისი დაუზიანებლად გაწელვის საშუალებას იძლევა. ამასთან, ახალშექმნილ “კანს” ავტონომიური კვება აქვს - მასში მოქნილი მზის ელემენტებიც არის მოთავსებული.

2. პეტრის ფინჯანში შექმნილი მომუშავე გული

მეცნიერები უკვე დიდი ხანია შეისწავლიან ღეროვანი უჯრედების პოტენციალს გულის ხელოვნურად გამოზრდისათვის. შარშან მათ ლაბორატორიულ პეტრის ფინჯანში გამოზარდეს გული, რომელსაც დამოუკიდებლად მუშაობა შეეძლო. ახალი ორგანო 20 დღის განმავლობაში წუთში 40-50 დარტყმის სიჩქარით მუშაობდა. მართალია, ასეთი გული სისხლის გადაქაჩვისთვის საკმაოდ სუსტია, მაგრამ ტექნოლოგიას დიდი პოტენციალი აქვს.

3. ხელის პროთეზი, რომელიც შეხებას გრძნობს

თანამედროვე ხელის პროთეზებს, რა თქმა უნდა, შეუძლია ნივთების აღება, მაგრამ არ გააჩნია ნამდვილი ხელის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია - შეხების გრძნობა. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ეს პრობლემა გადაჭრა - შექმნა ხელის პროთეზი, რომელიც თავის ტვინში ელექტრულ სიგნალებს გზავნის. მეცნიერები უკვე ექსპერიმენტებს ატარებენ მაიმუნებზე იმის გასარკვევად, როგორ რეაგირებს შეხებაზე მათი ტვინი.

4. ტვინით მართული ბიონიკური ფეხები

მიუხედავად იმისა, რომ ბიონიკური ქვედა კიდურები დიდი შვებაა მათთვის, ვინც ფეხის ამპუტაცია გადაიტანა, მათ ნაკლიც აქვთ - სხეულთან ნერვების რეალური დაკავშირების უუნარობა. შარშან სიეტლში მცხოვრებმა ზაკ ვოტერმა მიიღო მსოფლიოში პირველი კიდურები, რომლებიც ფიქრის ძალით იმართება - აღიქვამს ტვინიდან გამომავალ ელექტრულ სიგნალებს. მწარმოებელი კომპანია ამ ხელოვნური კიდურების ოპტიმიზაციას გეგმავს - სურს, ისინი უფრო თხელი და მსუბუქი გახადოს.

5. მინიატურული თავის ტვინი

ტვინის სიკვდილი ფაქტობრივად ადამიანის სიკვდილს ნიშნავს. ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა მეცნიერებმა თავის ქალაში ახალი ტვინის გადანერგვა შეძლონ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტვინი ჩვეულებრივი ორგანო არ არის, ის აზრებსა და მოგონებებს შეიცავს, ამიტომ ხელოვნური ტვინის შექმნის იდეა შესაძლოა აბსურდული მოგეჩვენოთ. მაგრამ ამან მეცნიერები ვერ შეაჩერა - ღეროვანი უჯრედების დახმარებით მათ უკვე შექმნეს ლაბორატორიაში ადამიანის ნამდვილი თავის ტვინი. მართალია, ის მუხუდოსოდენაა და ფიქრი ჯერ არ შეუძლია, მაგრამ ეს მოვლენა თანამედროვე მედიცინისთვის მომავლისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

6. 3D-პრინტერზე დაბეჭდილი ყური

სმენის ხელოვნურად აღდგენა უკვე შესაძლებელია, მაგრამ საამისოდ გამოყენებული შიდა იმპლანტანტები ყურის ნიჟარას ვერ ცვლის. აქამდე ხელოვნური ყურები პლასტმასის სათამაშოებს ჰგავდა, მაგრამ ახლახან მეცნიერებმა მიაგნეს ახალ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ცოცხალი უჯრედებისგან მოქნილი რეალური ფორმის ყურის ნიჟარების შექმნა. ამ უჯრედებს ძროხებისა და ვირთაგვებისგან იღებენ. მათგან ამზადებენ გელს, ამ უკანასკნელისგან კი 3D-პრინტერის დახმარებით ერთ საათზე ნაკლებ ხანში ქმნიან ხელოვნურ ყურს.

7. ცხვირი, რომელიც სუნით გრძნობს დაავადებას

ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გადაწყვიტა, შეექმნა მოწყობილობა, რომელიც სუნის მეშვეობით მოახდენდა ქიმიური ნივთიერებების იდენტიფიცირებას. ადამიანის ცხვირის მგრძნობელობა ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მის ნაცვლად მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური ცხვირი, რომელიც ამოიცნობს ბაქტერიის სუნს და ამგვარად ავლენს ზოგიერთ სპეციფიკურ დაავადებას.

8. ხელოვნური კუჭქვეშა ჯირკვალი

კუჭქვეშა ჯირკვალი ჰორმონ ინსულინს გამოიმუშავებს. უკმარისობისას ეს ჰორმონი გარედან შეჰყავთ ორგანიზმში. დიაბეტით დაავადებულები მუდმივად იზომავენ სისხლში შაქრის დონეს და საჭიროების შემთხვევაში ინსულინის ინექციას იკეთებენ. ხელოვნურ კუჭქვეშა ჯირკვალს ორგანიზმში ინსულინის შეყვანა ავტომატურად შეუძლია. ის განუწყვეტლივ აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს და არეგულირებს მას.

9. ხელოვნური თვალები

მეცნიერებს უკვე დიდი ხანია შეუძლიათ სმენადაქვეითებულებისთვის სმენის აღდგენა, მაგრამ უსინათლოთათვის მხედველობის აღდგენა ჯერჯერობით ოცნების სფეროა. როდესაც ადამიანი მხედველობას კარგავს, უმეტესად ბადურა ფოტორეცეპტორებიდან თავის ტვინს სიგნალს აღარ უგზავნის. ხელოვნური თვალის შესაქმნელად უნდა გაირკვეს, როგორ ამუშავებს ბადურა ამ სიგნალებს. ორიოდე თვის წინ Weill Cornell Medical College მეცნიერებმა თაგვებისა და მაიმუნებისთვის შექმნეს ხელოვნური ბადურა, რომლის ჩიპებიც გამოსახულებას ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნის და ამ სახით აწვდის თავის ტვინს.

10. თითები და გიგაბაიტობით ინფორმაცია

ფინელი პროგრამისტი ჯერი ჯალავა 2008 წელს მოტოციკლით ავარიაში მოჰყვა და თითი დაკარგა. ბაიკერმა ამ სიტუაციიდან უჩვეულო გამოსავალი იპოვა - მან შექმნა თითის პროთეზი, რომელშიც 2 გიგაბაიტი მოცულობის ციფრული ინფორმაციის ჩაწერა შეიძლება. ახლა მას შეუძლია, უჩვეულო პროთეზი უბრალოდ მოათავსოს USB ჭრილში და ინფორმაცია მიიღოს. მომავალში ჯალავა საკუთარი გამოგონების მოდერნიზაციას გეგმავს - უსადენო კავშირის დამატება და მეხსიერების გაზრდა სურს.