ჰემატოგენი - სასარგებლო ტკბილეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰემატოგენი - სასარგებლო ტკბილეული

მიქსტურის ანალოგიით დაიწყეს. ხარის სისხლის საფუძველზე დამზადებული ეს ტკბილეული მყარი ფილების სახით პირველად 1917 წელს გამოჩნდა.

ჰემატოგენი, როგორც საკვების ბიოლოგიური დანამატი და რკინაშემცველი პროფილაქტიკური პრეპარატი, ასტიმულირებს ერითროციტების წარმოქმნას. მას, ჩვეულებრივ, იღებენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სისხლისგან, რომელიც წინასწარ დეფიბრინირებას, გამოშრობას, სპეციალურ დამუშავებას გადის და ინფექციის გამომწვევებისგან იწმინდება. ჰემატოგენის შემადგენლობაში შედის ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი), თაფლი, შესქელებული რძე, შაქარი, შოკოლადი, ნიგოზი და სხვა დანამატები გემოს გასაუმჯობესებლად. ჰემატოგენი გარეგნულად შოკოლადის ფილას ჰგავს, თუმცა გემოთი განსხვავდება მისგან, უფრო მეტად რძიანი ირისის არომატი აქვს.

XVIII-XIX საუკუნეების ევროპაში გოგონებს შორის ფართოდ იყო გავრცელებული “მკრთალი სნეულება”, რომელიც რკინადეფიციტური ანემიის ფონზე ვითარდებოდა და არა შავი ჭირის შედეგად, როგორც თავდაპირველად ეგონათ. დაავადება ვლინდებოდა სისუსტით, თავბრუხვევით, მოდუნებითა და განმეორებადი გულის წასვლით. ეს სიმპტომები ქრონიკულ სისხლდენას პირველად გამოჩენილმა რუსმა ექიმმა ს. ბოტკინმა დაუკავშირა, თუმცა დაავადების ჭეშმარიტი მიზეზი მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში დაადგინეს. სწორედ ამ პერიოდში დაინტერესდნენ მეცნიერები შვეიცარიული ჰემატოგენით - ხარის სისხლისგან მიღებული თხევადი მიქსტურით, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით რუსეთში ტკბილი ფილების წარმოების ტექნოლოგია შეიმუშავეს.

დღეს ჰემატოგენს ზოგი მწარმოებელი ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სახით უშვებს, ზოგი კი სამკურნალო პრეპარატის სახით. შესაბამისად, ეს ტკბილეული არა მხოლოდ აფთიაქებში, არამედ ჩვეულებრივ მაღაზიებსა და საკონდიტროებშიც იყიდება. სად შეიძენთ ჰემატოგენს, თქვენი ნებაა, მთავარია, გაითვალისწინოთ მისი მიღების რეკომენდაცია: მოზრდილებისთვის ნებადართულია არა უმეტეს 50 გრამისა დღე-ღამეში, ბავშვებისთვის კი - არა უმეტეს 35 გრამისა.

შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

ჰემატოგენი ვიტამინების მსგავსი წამალია, რომლის ფარმაკოლოგიური მოქმედება დღეს ეჭვს არ იწვევს. ამ პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი რკინა დაკავშირებულია ცილებთან, ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ის ადვილად და პრაქტიკულად სრულად აითვისება. მართალია, დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე ანემიის სამკურნალოდ რკინის შემცველი უამრავი პრეპარატია, რომელთაც ჰემატოგენზე ძლიერი ეფექტი აქვთ, მაგრამ ეს ტკბილეული არ კარგავს თავის მნიშვნელობას, რადგან ნაცადი საშუალებაა, რაც მთავარია, გემრიელი, შედარებით იაფი და არც გვერდით ეფექტებს იწვევს. ეს პროდუქტი სრულფასოვანი პროტეინების წყაროა, რომელშიც დაბალანსებულია ამინმჟავების, მინერალური ნივთიერებების, ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველობა. სპეციალისტები მას რეკომენდაციას უწევენ არა მხოლოდ რკინადეფიციტური ანემიის, არამედ ქრონიკული სისხლდენით მიმდინარე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის, ბუასილისა და არასრულფასოვანი კვების დროსაც და მძიმე ინფექციური დაავადებების შემდგომ პერიოდშიც.

ჰემატოგენს უნიშნავენ ბავშვებს, რომლებიც ჩამორჩებიან ზრდაში ან აქვთ მხედველობის დარღვევა (ამ შემთხვევაში ჰემატოგენი ინიშნება A ვიტამინის შემცველობის გამო). ასაკოვნებთან ეს პროდუქტი აუმჯობესებს კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობას.

უკუჩვენებები

ჰემატოგენი არ უნდა მიირთვას მან, ვისაც მისი ამა თუ იმ კომპონენტის მიმართ აუტანლობა აქვს. ის ასევე არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნისა და ანემიის იმ ფორმების დროს, რომლებიც რკინის დეფიციტს არ უკავშირდება.