ჩვეული ქმედებით ორგანიზმის დაზიანების 10 პოტენციური მიზეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩვეული ქმედებით ორგანიზმის დაზიანების 10 პოტენციური მიზეზი

10. საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთა - დედის მუცლიდან ბავშვის ამოყვანა ქირურგიული გზით - ბუნებრივი მშობიარობის ალტერნატივაა, განსაკუთრებით - პათოლოგიების დროს, მაგრამ შესაძლოა, თავადაც შეუქმნას ქალს საფრთხე. დედას თუ დროთა განმავლობაში შეუხორცდება ნაჭრილობევი, შვილისთვის შესაძლოა ყველაფერი ასე კარგად არ დამთავრდეს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ გზით დაბადებული ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ალერგიებისკენ, რადგან ვერ იღებენ დედისგან ბაქტერიების განსაზღვრულ დოზას, როგორც ნორმალური მშობიარობის დროს. გარდა ამისა, საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვის ფილტვებში შესაძლოა დარჩეს ცოტაოდენი სითხე და ასთმას გაუწიოს პროვოცირება. ნორმალური მშობიარობის დროს კი სითხე არ რჩება, რადგან ჭინთვების დროს ფილტვები თვითგანწმენდას განიცდის.

9. ხელების ბანა

ყველამ იცის, რომ არსებობენ ჰერმოფობები, რომლებიც ხუთ წუთში ერთხელ იბანენ ხელებს და ბაქტერიოციდულ ხელსახოცებს იყენებენ. ისინი ბაქტერიებს უფრთხიან. სინამდვილეში კი საპირისპირო ეფექტი ემუქრებათ. თანაც არა მარტო მათ, არამედ მათ გარშემო მყოფებსაც. ანტიბაქტერიულ საშუალებებს ბოროტი ხუმრობაც შეუძლიათ. ვერ ანადგურებენ არა ყველა ბაქტერიას, არამედ მხოლოდ მათ სუსტ ეგზემპლარებს და ცოცხალს ტოვებენ მდგრად ფორმებს. ძლიერი ეგზემპლარები თანდათან მრავლდებიან და საბოლოოდ შესაძლოა ისეთი დაავადებები გამოიწვიონ, რომლებიც მკურნალობას არ ემორჩილება. ამასთანავე, ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება იმუნიტეტის დაქვეითებასაც იწვევს.

8. ნანონაწილაკები

ეს არის ძალიან პატარა ნაწილაკები, რომლებიც ყველგანაა: კონსტრუქციებსა და მანქანის დეტალებში, ჰაერის დამატენიანებლებსა და ავტომობილების გამონაფრქვევში. მცირე ზომის გამო მეცნიერებს მათი იდენტიფიცირება და მავნე ეფექტის განსაზღვრა ძალიან უჭირთ. არსებობს თეორია, რომ თუ ადამიანი დიდი ხნით მოხვდა ნანონაწილაკების ზემოქმედების ქვეშ, ზიანდება მისი სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემები, თავის ტვინი და კანი.

7. კვებითი დანამატების მიღება

კვებითი დანამატებისა ბევრს სჯერა. მათ მრავალი კომპანია აწარმოებს და, იმავდროულად, გვარწმუნებს, რომ ისინი ყველა პრობლემას შველის. კვებითი დანამატები წამლებად არ მიიჩნევა, ამიტომ არც ტესტირება უტარდება, ეს კი ადამიანისთვის საფრთხის შემცველია. მაგალითად, ტონუსის მომმატებელმა ზოგიერთმა დანამატმა შესაძლოა გვერდითი ეფექტებიც გამოიწვიოს - ძალ-ღონის მოზღვავება მართლაც იგრძნოთ, მაგრამ მას გულის დაზიანებაც მოჰყვეს. გასახდომი ტაბლეტებისგან სიკვდილის არაერთი შემთხვევაცაა აღრიცხული.

6. სარეცხი საშუალებები

სარეცხი საშუალებების მავნეობაში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება. მრავალი მათგანი ადამიანისთვის ტოქსიკურია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლის დალაგებას თავი დაანებოთ. უბრალოდ, ეცადეთ, თავი არიდოთ ქიმიური საშუალებების გამოყენებას, მეტი ყურადღება მიაქციოთ მათ კონცენტრაციას და გამოყენების სიხშირეს.

5. სოია

სოია და ყველი ტოფუ ხორცის ალტერნატივად მიიჩნევა, მაგრამ თუ სოია გენმოდიფიცირებულია, საფრთხესაც გვიქადის, განსაკუთრებით - ორსულებს. სოიაში ესტროგენი მაღალი კონცენტრაციითაა. სწორედ ამიტომ დაიწყეს მეცნიერებმა იმის კვლევა, რა გავლენას ახდენდა მცენარეული ესტროგენი ჯანმრთელობაზე. ზოგიერთი კვლევის თანახმად, მისმა სიჭარბემ შესაძლოა ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას შეუწყოს ხელი. მართალია, ეს ექსპერიმენტები ცხოველებზე ჩატარდა, მაგრამ გენმოდიფიცირებული სოია მაინც დიდ პრობლემად რჩება, რადგან მას ბევრ ისეთ პროდუქტს ამატებენ, რომლებიც მაღაზიებში იყიდება.

4. ცხოვრების მჯდომარე წესი

საოფისე სამუშაო კომპიუტერთან საათობით ჯდომას მოითხოვს. დღეს ყველამ იცის, რომ ცხოვრების ასეთი წესი ჯანმრთელობისთვის ძალზე საზიანოა. ტექნოლოგიები, ერთი მხრივ, კარგია, მეორე მხრივ კი ორგანიზმს ვნებს. ზოგს ჰგონია, რომ საათში ერთხელ ხუთწუთიანი შესვენება და ოც წუთში ერთხელ მონიტორისგან შორს მყოფ საგნებზე ყურადღების კონცენტრირება დაეხმარებათ. ვერ დაეხმარებათ! ზოგი კი მიიჩნევს, რომ მჯდომარე სამუშაო ჯობს იმას, რომელიც რისკს და ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება.

3. ელექტროსიგარეტი

მოწევის საწინააღმდეგო კამპანიების შედეგად ბევრი დაინტერესდა ალტერნატიული მეთოდებით. კარგა ხანს მიიჩნეოდა, რომ ელექტროსიგარეტი გაცილებით უსაფრთხო იყო, ვიდრე ჩვეულებრივი. ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაასტურა, რომ ელექტროსიგარეტის ხანგრძლივ გამოყენებას უსიამოვნო გვერდითი მოვლენები მოსდევს. კვლევები გრძელდება.

2. ფრუქტოზის მაღალი კონცენტრაციის მქონე სიმინდის სიროფი

ბოლო 40-50 წლსი განმავლობაში მეტად პოპულარული გახლდათ კონსერვირებული პროდუქტები. რამდენიმე წლის წინ კი დაიწყო ფრუქტოზის მაღალი კონცენტრაციის მქონე სიმინდის სიროფის საწინააღმდეგო კამპანია. მრავალმა კომპანიამ უარი თქვა მის გამოყენებაზე, ვინაიდან ის ჯანმრთელობაზე მავნე გავლენას ახდენს. მაგრამ ზოგჯერ მასზე უარის თქმა ძნელია. ეს სიროფი შაქრის იაფფასიანი შემცვლელია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოწამვლას და წონის მატებას იწვევს.

1. გაუფილტრავი წყალი

წყლის სმა არ გავნებთ, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ხარისხს. არსებობს მოსაზრება, რომ ყველაფერი, რაც კანალიზაციაში ხვდება: წამლები, ნარჩენები და სხვა, - 100%-ით ვერ იწმინდება და წყალსადენების გავლით ჩვენს ორგანიზმში ბრუნდება. წყალსადენების წყლით ცდები ბაყაყებზე ჩატარდა, რადგან ისინი სუფთა წყლისადმი დიდი მგრძნობელობით გამოირჩევიან. კვლევებმა აჩვენა, რომ დაბინძურებული წყალი აფერხებს ამფიბიების ზრდას და ვნებს ჯანმრთელობას, ეს კი ნიშნავს, რომ ის ჩვენთვისაც საზიანოა. წყლის უბრალო ფილტრაცია საგრძნობლად ამცირებს რისკს. არადა, სხვა გამოსავალი არც არსებობს, რადგან ბევრს ხელი არ მიუწვდება სუფთა წყალზე, რომლის ფასიც ასტრონომიულ რიცხვებს აღწევს.