გლობალური პრობლემების გადაჭრის 10 უჩვეულო ხერხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გლობალური პრობლემების გადაჭრის 10 უჩვეულო ხერხი

თუმცა ჰოლანდიელმა მეცნიერებმა სხვა გზით წასვლა ამჯობინეს და სცადეს, საპირისპიროდ მოქცეულიყვნენ, კერძოდ, უფრო მეტად გაეძლიერებინათ დაავადება. მათ წამოაყენეს გრიპის იმ ვირუსის უფრო მეტად გადამდები და მომაკვდინებელი ვარიანტის შექმნის იდეა, რომელმაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებში მასობრივი მსხვერპლი გამოიწვია. მეცნიერებს სურთ, გაძლიერებული შტამი იმის შესასწავლად გამოიყენონ, როგორ მოქმედებს ეს ვირუსი და მიაჩნიათ, რომ ეს მათ ეფექტური ვაქცინის შექმნაში დაეხმარება.

2. ვამპირი-რობოტები

თრომბი ადამიანისთვის ძალიან საშიშია, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავის ტვინის სისხლძარღვებში წარმოიქმნება, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქირურგებს მათთან მუშაობის გაადვილება სურთ. ვანდერბილტის უნივერსიტეტის ექიმებმა და ინჟინრებმა შექმნეს რობოტი, რომელიც თრომბიდან სისხლს იწოვს. ტომოგრაფის საშუალებით რობოტს საჭირო ადგილისკენ მიმართავენ, რის შემდეგაც მას თავის ტვინის სისხლძარღვში მილი შეჰყავს. მილში გაივლის წვრილი ნემსი, რომელიც ტუმბოს საშუალებით თრომბიდან სისხლს ამოიღებს.

3. ჭკვიანი ქაღალდი

სმარტფონები, “ჭკვიანი” სახლები, სმარტ-საათები - კიდევ რა შეიძლება, ჭკვიანი გავხადოთ? მკვლევარმა დევიდ მურმა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს “ჭკვიანი” ქაღალდი, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს, ავადაა თუ არა ადამიანი. პორტატიული “ექიმი”, რომელიც სათამაშო ბანქოსხელაა, ერთი საათის განმავლობაში უბრალო ნაზალური ნაცხის დახმარებით ადგენს, არის თუ არა ადამიანის ორგანიზმში პათოგენური მიკროორგანიზმები.

4. დრონები კოღოების წინააღმდეგ

უპილოტო საფრენი აპარატები არა მარტო ადამიანების, არამედ კოღოების აღმოსაჩენადაც შეიძლება გამოვიყენოთ. არა, დრონი ფრენის დროს კოღოებს არ ხოცავს, ის უბრალოდ პოულობს გუბეებს, რომლებიც კოღოებს ძალიან უყვართ. მერე კი იმ ადგილს სპეციალისტ-დეზინფექტორები ესტუმრებიან.

5. კუნჩხვის მუსიკად ქცევა

კრუნჩხვა მეტად მტკივნეული პროცესია, რომელიც ადამიანის კუნთებში მიმდინარეობს. მუსიკისა და ნევროლოგიის ექსპერტებმა გადაწყვიტეს მოესმინათ, როგორ “ჟღერს” ეს უსიამოვნო სიტუაცია. მათ შექმნეს ადამიანის თავის ტვინის აუდიოელექტროენცეფალოგრამა ნორმალურ მდგომარეობაში და კრუნჩხვის შეტევის დროს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ნეირონების ელვისებურ მოძრაობათა მუსიკად თარგმნის შემთხვევაში გაიგებენ, რა მოსდის ადამიანის თავის ტვინს შეტევის დროს.

6. ამინდის მართვა ლაზერით

ქარიშხალი, ბუნების მრისხანების ეს ულამაზესი და იმავდროულად საშიში გამოვლენა, წარმოაჩენს ადამიანის უძლურებას არაკონტროლირებადი ენერგიის წინაშე. შტორმის “მოთვინიერების” მსურველებმა აღმოაჩინეს, რომ ლაზერი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჰაერში წყლის კონდენსაციისთვის, რამაც შესაძლოა ნალექების კონტროლირების შესაძლებლობამდეც მიგვიყვანოს.

7. კოსმოსური ტყვიები

მეცნიერებს, რომლებიც სიცოცხლის არამიწიერ ფორმებს ეძებენ, უკვე დიდი ხანია აინტერესებთ იუპიტერის თანამგზავრი ევროპა. დამტკიცებულია, რომ მასზე წყლისა და ყინულის უდიდესი მარაგია მზის სისტემის ციურ სხეულებს შორის. ვინაიდან წყალი მჭიდროდაა დაკავშირებული სიცოცხლესთან, ბუნებრივია, მეცნიერებს დაებადათ კითხვა, ხომ არ არის ევროპაზე სიცოცხლე. სადღეისოდ მეცნიერების განვითარების დონე ამის გარკვევის საშუალებას არ იძლევა. ამ პრობლემის გადასაჭრელად მკვლევრებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ “კოსმოსური ტყვიები”, რომლებიც ევროპაზე ყინულს დაამსხვრევს.

8. აზრების კითხვა

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თავის ტვინის შესწავლაში ისე წაიწიეს წინ, უკვე აზრების კითხვაც კი შეუძლიათ. ამის დასამტკიცებლად მოხდა იმ ადამიანების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დემონსტრირება, რომლებიც ასოებს უყურებდნენ. მეცნიერებმა შეძლეს იმის ამოცნობა, რომელ ასოს უყურებდა ადამიანი. ვარაუდობენ, რომ ეს აღმოჩენა ყრუ-მუნჯებთან ურთიერთობას გააადვილებს.

9. წვიმის შექმნა

ინდონეზიაში ტყის ხანძრებთან საბრძოლველად გამოიყენეს თვითმფრინავები, რომლებიც ღრუბლებს ზემოდან ვერცხლის იოდიდს, მშრალ ყინულსა და თხევად პროპანს აფრქვევს. ამან წვიმის ღრუბლების წარმოქმნა, შედეგად კი ტყის ხანძრების ჩაქრობა გამოიწვია.

10. საკვების მიწოდება დრონით

შანხაის საცხობმა “Incake”-მა უჩვეულო რეაგირება მოახდინა იმ კლიენტების სურვილზე, რომლებსაც სურდათ, სწრაფად მიეღოთ ახალგამომცხვარი ნუგბარი. კომპანიამ საკუთარ თავს ორი მიზანი დაუსახა: მიეწოდებინა ნამცხვრები რაც შეიძლება სწრაფად და, იმავდროულად, ეკოლოგიურად უსაფრთხო ხერხით. დრონების წყალობით ეს პრობლემა საუცხოოდ მოგვარდა - ექვსროტორიან დრონს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე შეეძლო ტორტის ყუთის გადატანა, მაგრამ პოლიციის უკმაყოფილების გამო პროგრამა შეაჩერეს. დრონებმა მხოლოდ ხუთი ტორტის გადატანა მოასწრეს.