როგორ შევამციროთ პლასტმასის ჭურჭლის მავნე ზემოქმედება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევამციროთ პლასტმასის ჭურჭლის მავნე ზემოქმედება

პლასტმასის ჭურჭლით, მინერალურ წყალს ვსვამთ პლასტმასის ბოთლიდან, ფანჯრის ჩარჩოები და რაფებიც კი ამ მასალისაა.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამერიკელმა მეცნიერებმა უნიკალური კვლევების შედეგები წარმოადგინეს. ისინი ამტკიცებენ, რომ პლასტმასი არა მარტო მავნეა, არამედ რთულად გამოდის ორგანიზმიდან. ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს მავნე პროდუქციის ჩამონათვალი, სადაც აღნიშნულია პლასტმასის ფანჯრები, ავეჯი და ჭურჭელი. ამ უკანასკნელიდან პლასტმასის მავნე ნაწილაკები საკვებთან კონტაქტით დაუბრკოლებლად ხვდება ორგანიზმში.

როგორ შევამციროთ პლასტმასის ჭურჭლიდან მიღებული ზიანი?

თავად პოლიმერები ინერტულია და არატოქსიური. ორგანიზმისთვის მავნეა შუალედური ნივთიერებები და ტექნოლოგიური დანამატები, რომელთაც მიეკუთვნება მაგალითად, გამხსნელები. ამ უკანასკნელის გარეშე კი პლასტმასის დამზადება შეუძლებელია. გარდა ამისა, ქიმიური დაშლის ზოგიერთი ნივთიერება ასევე შეიძლება მოხვდეს საკვებსა და ორგანიზმში.

სასრგებლო რჩევები:

  • პლასტმასის ბოთლი მავნე მასალისგანაა თუ არა დამზადებული, შეიძლება შევამოწმოთ პატარა ექსპერიმენტით: გადაღუნეთ ბოთლი, თუ მოხრის ადგილზე დარჩა თეთრი ხაზი, თქვენს წინაშე პოტენციურად საშიში პროდუქტია. შედარებით უსაფრთხო ბოთლზე გადახრის ადგილი გამჭვირვალე რჩება.
  • ერთჯერადი ჭიქები შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ წყლისთვის. მჟავე წვენები, გაზიანი, ცხელი და ალკოჰოლური სასმელები სჯობს პლასტმასის ჭიქებით არ დავლიოთ. ყველა ეს პროდუქტი რეაქციაში შედის პლასტმასის შემადგენლობაში არსებულ ქიმიურ ნაერთებთან და წარმოქმნის შხამიან ნივთიერებებს.
  • არარეკომენდებულია ერთჯერად თეფშებსა და კონტეინერებში მოვათავსოთ ცხელი პროდუქტები.
  • არ მოიმარაგოთ პლასტმასის ჭურჭელი. რაც უფრო დიდი ხნისაა იგი, მით ტოქსიურია.
  • სხვადასხვა მარკის საკვებ პლასტიკს განსხვავებული თვისებები გააჩნია. ერთი მარკა განკუთვნილია წყლის ბოთლების წარმოებისთვის, მეორე გაზიანი სასმელებისთვის. იოგურტის ჭიქები მზადდება ისეთი მარკის პლასტმასისგან, რომელიც რძის ცხიმისა და მჟავისადმი ნეიტრალურია. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოვიყენოთ პლასტმასის შეფუთვა როგორც საკვების შესანახი კონტეინერი, ხოლო ერთჯერადი ჭურჭელი მრავალჯერადად.
  • წყლის ბოთლში განმეორებით მხოლოდ წყლის ჩასხმა შეიძლება.
  • ერთჯერადი ჭურჭელი გარეცხვას არ ექვემდებარება.
  • საკვები კონტეინერში მოთავსებამდე გააცივეთ.
  • მიკროტალღური ღუმელისთვის გამოიყენეთ სპეციალური ჭურჭელი.
  • სწრაფი კვების დამამზადებლები ხშირად იყენებენ პოლისტიროლის ჭიქებს, პაკეტებს, თეფშებს. ცხელ წყალთან შეხებისას, ეს მასალა იწყებს მავნე სტიროლების გამოყოფას. ამიტომ ყველაფერი შეეცადეთ გადაიტანოთ კერამიკულ ან ემალირებულ ჭურჭელში და შემდეგ დაასხათ მდუღარე წყალი.
  • პროდუქტების გასაყინად არსებობს სპეციალური ჭურჭელი, რომელიც ფიფქის ნიშნითაა მარკირებული. თუ გაყინულ პროდუქტს ყიდულობთ შეფუთვაში, გაითვალისწინეთ, რომ გალღობის შემდეგ შეფუთვა დაკარგავს ყინვამდგრადობას.
  • სიფრთხილით მოეკიდეთ ნახატებიან ჭურჭელს: პლასტმასის საღებავები შეიცავს მძიმე მეტალებს.
  • პლასტმასის ჭურჭელით ნუ ისარგებლებთ ორსულობის, ლაქტაციის დროს და ბავშვთა კვებაში.
  • პლასტმასის სათამაშოების შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ მას, რომელსაც გააჩნია მარკირება"არ შეიცავს ბისფენოლ А-ს".

ლალი ჩხიკვაძე