როგორ მიგვანიშნებს ორგანიზმი დაავადებებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მიგვანიშნებს ორგანიზმი დაავადებებზე

მთავარია, ყურადღება მიაქციოთ ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო, წვრილმან სიმპტომებს და დროულად დაეხმაროთ ორგანიზმს, როცა ის შველას გთხოვთ.

დახეთქილი ტუჩები - თუ ტუჩებზე და პირის კუთხეებთან არსებულ ნახეთქებთან ერთად ადამიანს კუნთების სისუსტე, გაძლიერებული თმის ცვენა და ყურადღების შესუსტება აღენიშნება – ეს ორგანიზმში B2 ვიტამინის (რიბოფლავინის) უკმარისობის სერიოზული ნიშანია. დარღვეულ ბალანსს სწრაფად აღადგენს რძის პროდუქტები, კვერცხი, მიწის თხილი, ატამი, მსხალი, პომიდორი და ყვავილოვანი კომბოსტო.

თეთრი ნადები ენაზე - ეს სიმპტომი მათი თანამგზავრია, ვინც ქრონიკულად გაციებულია ან შიმშილობს. თუ თეთრი ფერის შემომგარსველ ნადებთან ერთად აშკარად იკვეთება ენის კიდეების სიწითლე, საეჭვოა გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება).

პირის ღრუს სიმშრალე - სტრესსა და შფოთვაზე ნორმალური საპასუხო რეაქციაა. თუმცა, თუ ეს სიმპტომი დიდხანს გრძელდება და გაღიზიანებადობაც ახლავს თან, B3 ვიტამინის (ნიკოტინის მჟავას) დეფიციტზე მიანიშნებს. აღნიშნული ვიტამინი უხვადაა ფრინველისა და საქონლის ხორცში, ნიგოზსა და ხორბლის ღივში. იმასაც შეგახსენებთ, რომ პირის სიმშრალეს ხშირად იწვევს სანერწყვე ჯირკვლების ანთება. გარდა ამისა, ის შაქრიანი დიაბეტის გამოვლინების ადრეული ნიშანია.

კანის აქერცვლა - ხშირად ვითარდება A და B2 ვიტამინების ნაკლებობისას. ასეთ შემთხვევაში სრულფასოვან საკვებ რაციონის უმალ მოჰყავს კანი ნორმაში. თუ კანის აქერცვლას ძლიერი ქავილი ახლავს თან, დაუყოვნებლივ უნდა მიმიართოთ ექიმს, რადგან კანის სოკოვანი ინფექციის არსებობაა სავარაუდო.

მოლურჯო ლაქები კანზე - თუ ასეთი ლაქები კანზე მსუბუქი ზეწოლის შემთხვევაშიც კი ჩნდება, საეჭვოა ღვიძლის ფუნქციური დარღვევა ან სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემა. კონკრეტულ პათოლოგიას ლაბორატორიული ანალიზები მოჰფენს ნათელს.

თინათინ გოცაძე