საგულე არითმეტიკა ანუ როგორ გავუფრთხილდეთ გულს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საგულე არითმეტიკა ანუ როგორ გავუფრთხილდეთ გულს

ეს მეტად საინტერესო და, ამავე დროს, მნიშვნელოვანი საგულე არითმეტიკაა:

1. ერთი ჭიქა წითელი ღვინო

დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო ადამიანს ინფარქტისგან იცავს. ღვინო ხელს უშლის კორონარების - გულის გვირგვინოვანი არტერიების - თრომბებით დაცობას და 75%-ით ამცირებს თრომბოციტების (სისხლის ფირფიტების) აქტივობას. შედარებისთვის: საყოველთაოდ ნაცნობი აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) მათ აქტივობას მხოლოდ 45%-ით თრგუნავს.

2. ორი ჭიქა რძე

55-68 წლის 3000 იაპონელ ემიგრანტზე 20-წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოხალისეებს, რომლებიც ყოველდღიურად სვამდნენ ორ ჭიქა ნაკლებცხიმიან რძეს, ორჯერ იშვიათად ემართებოდათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ვიდრე მათ, ვინც არ ცნობდა ამ გემრიელ და სასარგებლო პროდუქტს.

3. სამჯერ დღეში E ვიტამინის შემცველი პროდუქტები

ფართომასშტაბიანი გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ თუ დღეში სამჯერ მივირთმევთ E ვიტამინით მდიდარ საკვებს: ყველს, ბოსტნეულს, მცენარეულ ზეთს, პარკოსნებს, - გულის დაავადებებს თავიდან ავიცილებთ. ამ წესის მიმდევარი 67 წელს გადაცილებული 11 ათასი ამერიკელის გამოკვლევამ ცხადყო, რომ ისინი 2-ჯერ უფრო იშვიათად უჩიოდნენ გულს.

4. ოთხი ნაჭერი თევზი კვირაში

თუ კვირაში ოთხ ნაჭერ თევზს მიირთმევთ, საშუალოდ 44%-ით შეამცირებთ მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს. ეს დასკვნა სამედიცინო ექსპერიმენტის შთამბეჭდავ შედეგებს ეყრდნობა - ექიმები 30 წელი აკვირდებოდნენ ორი ათასი მოხალისის ჯანმრთელობას. აღსანიშნავია აგრეთვე “გრენლანდიური ფენომენიც” - ზღვისპირა ქვეყნების მკვიდრ მოსახლეობას ხომ პრაქტიკულად არ აწუხებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

5. ხუთი კაკალი დღეში უდრის კიდევ 7 წლის სიცოცხლეს

დღეში ხუთი კაკალი სიცოცხლეს შვიდი წლით ახანგრძლივებს. ამას ამტკიცებს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ჰარი ფრეზერი. მისი გამოკვლევების თანახმად, ნიგოზში უხვადაა ნივთიერებები, რომლებიც გულსა და სისხლძარღვებს ქოლესტერინის მავნე ზემოქმედებისგან იცავს.

6. კიბის ექვსი უჯრედი

გულის კატასტროფის ალბათობა 3-ჯერ მცირდება, თუ ადამიანი ყოველ დილა-საღამოს აივლის და ჩაივლის კიბეს. ბელორუსიელი მეცნიერი ნ. ი. არინჩინი ამტკიცებს, რომ ადამიანს მხოლოდ ერთი გული კი არ აქვს, არამედ ე.წ. პერიფერიული გულებიც, რომელთა როლსაც ჩონჩხის კუნთები, უპირველეს ყოვლისა - ფეხის კუნთები, ასრულებს. კიბეზე რეგულარული ასვლა-ჩასვლა ხელს უწყობს ვენური სისხლის გადატუმბვას, რაც მიოკარდიუმის მუშაობას აუმჯობესებს.

7. შვიდი კოვზი ჟოლოს მურაბა

ნახევარი წლის განმავლობაში ყოველდღიურად შვიდი ჩაის კოვზი ჟოლოს მურაბის მიღება 2,5-ჯერ განამტკიცებს გვირგვინოვან არტერიებს. ჟოლოს მურაბაში ბევრია C და P ვიტამინები, რომლებიც ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს. უხვადაა სალიცილის მჟავაც, რომელიც აწესრიგებს სისხლის შედედების სისტემას. ამრიგად, ეს ნუგბარი ასპირინის ღირსეული ალტერნატივაა თრომბების საპროფილაქტიკოდ ინსულტისა და ინფარქტის საფრთხის დროს.

8. რვა ბანანი პულსის ნორმალიზებისათვის

პულსი, რომ არაფერი ვთქვათ სტრესსა და ძლიერ ემოციაზე, უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი ჩქარდება. ამ დროს სასურველია ბანანით პირის ჩატკბარუნება. ბანანი ნერვულ სისტემას ენერგიით ამარაგებს, აღადგენს ორგანიზმში კალიუმის ბალანსს, ხელს უწყობს გულის კუნთში ცილოვანი ნაერთების შენარჩუნებას და მწყობრში აყენებს მაჯისცემას.

9. ცხრა სტრიქონი სტენოკარდიისგან თავდასაცავად

ნუ გაგეცინებათ - ყოველ დილა-საღამოს სიმღერა თურმე ძალიან სასარგებლოა გულისათვის. სტატისტიკის თანახმად, ოპერის მომღერლები სხვა პროფესიის წარმომადგენლებზე გაცილებით მეტხანს ცოცხლობენ. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი მღერის, აქტიურდება არა მხოლოდ მისი სახმო აპარატი, არამედ სისხლის მიმოქცევაც მცირე წრეში. ეს აძლიერებს აირთა ცვლას და უზრუნველყოფს ჟანგბადის ინტენსიურ მიწოდებას არა მხოლოდ გულის კუნთისთვის, არამედ ორგანიზმის სხვა ორგანოებისა და ქსოვილებისთვისაც.

10. ათწუთიანი ლოცვა გულისათვის

იტალიელმა მეცნიერებმა მეტად საინტერესო რამ აღმოაჩინეს: ლოცვის დროს ორგანიზმში დაბერების პროცესი ნელდება. ლოცვა და აუტოტრენინგი სუნთქვისა და გულის ბიორიტმების სინქრონიზებას განაპირობებს, მთლიანობაში კი აჯანსაღებს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს.

11. გულისთვის არასახარბიელო თერთმეტი პროფესია

საერთაშორისო კვლევების თანახმად, ზოგიერთ პროფესიასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დამაზიანებელი ათეროსკლეროზის განვითარებას შორის უშუალო კავშირია. საზოგადოდ, გულისთვის სახიფათოა პროფესიები, რომლებიც ფსიქოემოციურ დაძაბულობასთანაა დაკავშირებული. ამ კატეგორიაში ხვდებიან მაღაროელები, პოლიციელები, კოსმონავტები, ავიადისპეტჩერები, მფრინავები, მენეჯერები, ბანკებისა და საწარმოების ხელმძღვანელები, სტომატოლოგები, ჟურნალისტები, მძღოლები და კონვეიერის მუშები.

12. თორმეტი ნაფაზი გულის დატვირთვას 5%-ით ზრდის

ყოველი ნაფაზი (თამბაქოს კვამლის ღრმა და ხანგრძლივი ჩასუნთქვა) ავიწროებს კორონარებს (გულის გვირგვინოვან არტერიებს) და წუთში 8-10 დარტყმით აჩქარებს პულსს. ერთი ღერი სიგარეტი ორგანიზმს ართმევს 10 მგ C ვიტამინს, რომელიც ასე აუცილებელია სისხლძარღვთა კედლებისთვის. ნიკოტინი ხელს უშლის ქსოვილებამდე ჟანგბადის მისვლას, ზრდის სისხლის შედედებას, ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნას. თამბაქოს კვამლში შემავალი ნახშირჟანგი იწვევს გულის კუნთის ჟანგბადოვან შიმშილს და ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას.

13. ცამეტი კილოგრამი ზედმეტი ტვირთი გულისათვის

ჭარბწონიან ადამიანებს შორის 4-ჯერ უფრო ხშირია მიოკარდიუმის ინფარქტი. ახლახან ინგლისელმა მეცნიერებმა საინტერესო გამოკვლევებით დაადასტურეს, რომ 90 კგ მასის მქონე ადამიანს ორ წელიწადში რეალურად შეუძლია ჭარბი წონის (არანაკლებ 13 კილოგრამის) დაკლება ცხოვრების ჩვეული წესის პრაქტიკულად შეუცვლელად. ამისთვის საკმარისია ყოველდღიურად ჩქარი ნაბიჯით 2,5 კმ-ის გავლა.

14. თოთხმეტი ფორთოხალი კვირაში სტრესისგან თავდასაცავად

ციტრუსები რომ სასარგებლოა, ყველამ იცის. დავაზუსტებთ მხოლოდ, რომ მათში ბევრი C ვიტამინი და მის ასათვისებლად აუცილებელი ბიოფლავონოიდებია. ფორთოხლის რბილობი შეიცავს პექტინს და სხვა ბუნებრივ პოლისაქარიდებს, რომლებსაც ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე ლითონების იონები და, რაც მთავარია, იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას მავნე ეკოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებისაგან.

დასასრულ კი - პასუხი კითხვაზე, ვის აწუხებს გული ყველაზე ხშირად. ამ კითხვაზე საპასუხოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო ჯგუფმა ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: მამაკაცებს შორის გულის პათოლოგიებით ყველაზე ხშირად ავადობენ სომხეთის, ლიტვის, ფინეთის, შვედეთისა და ირლანდიის მკვიდრნი; შედარებით იშვიათად უჩივიან მათ იაპონელები, პორტუგალიელები და ჩილეელები. რაც შეეხება ქალებს, გულის დაავადებათა რისკჯგუფში უმთავრესად ლატვიაში, სერბეთში, აშშ-ში, ჩერნოგორიაში, სომხეთში, ლიტვასა და მაკედონიაში მცხოვრები ქალბატონები შედიან. საქართველოს მოსახლეობას რომ არავინ გამოიკვლევდა და, საზოგადოდ, ჩვენი ჯანმრთელობა არავის აღელვებს, ყველამ ვიცით. ასე რომ, საკუთარ თავს თავად უნდა მიხედოთ. მთავარია, მოინდომოთ და შეუდგეთ. ეს არც ისე ძნელია. სიმღერითა და კიბეზე ასვლა-ჩასვლით მაინც დაიწყეთ. თუ წითელ ღვინოსაც გაუთამამდებით და ნიგვზისა და თევზეულისთვისაც გამონახავთ თანხას, კიდევ უკეთესი - გული მართლა გაგიმაგრდებათ! ასე რომ შეუდექით! იწყებთ ხვალიდან?