რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
უძილობის ოთხი მიზეზი
უძილობის ოთხი მიზეზი
დაძაბული დღის შემდეგ, დაძინება განსაკუთრებით რთულდება, რასაც, ძილის ხელისშემშლელი ზოგიერთი ჩვენი ჩვევაც განაპირობებს. ამიტომ ვიდრე აბებს მიადგებით, სცადეთ, იქნებ ორგანიზმს ბუნებრივი გზით დაეხმაროთ.

ძილის პროცესს შეიძლება ხელი შეუშალოს

მოჭარბებულმა შთაბეჭდილებებმა.

საძინებლის ზღურბლის გადასვლის შემდეგ, შეეცადეთ აღარ იფიქროთ განვლილი დღის პრობლემებზე. არასოდეს მოიწყოთ საძინებელში სამუშაო კაბინეტი ან აქტიური დასვენების ოთახი.

საწოლში დაწოლის შემდეგ, ნუღარ მიუბრუნდებით კომპიუტერს სამუშაოდ ან გასართობად. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი საძინებელი მხოლოდ ძილისთვისაა. სასარგებლოა ძილის წინ სუფთაა ჰაერზე გასეირნება. მძაფრსიუჟეტიან ფილმებს, ინტელექტუალურ საუბრებს, სათამაშო სიუჟეტის გადაცემებს, საღამოს სჯობს
You must have Flash Player installed in order to see this player.
არ უყუროთ.

არასტაბილურმა რეჟიმმა

შეეცადეთ ყოველ საღამოს, ერთსა და იმავე დროს, შუაღამემდე დაწვეთ დასაძინებლად.

ცარიელმა ან გადავსებულმა კუჭმა

საღამოს მოერიდეთ, ცხიმიანი, მარილიანი, სუნელებით შეზავებული კერძების მიღებას. მათ ძნელად ინელებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, რაც აუცილებლად აისახება ძილის ხარისხზეც. სჯობს, დაძინებამდე რამოდენიმე საათით ადრე მიირთვათ მსუბუქი საკვები - ხაჭო, მოხარშული ბოსტნეული, მაწონი, კეფირი. ღამით მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, მაგარ ჩაის და ყავას.

სიცხემ და სიცივემ


საძინებელში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს 20°C. უარი თქვით ღამის პერანგებზე და სხვა სამოსზე. ასე სხეული უკეთ ისვენებს. თუ არ გიყვართ შიშველი ძილი, შეარჩიეთ ნატურალური ქსოვილის სამოსი.

ლალი ჩხიკვაძე
თარიღი : 24-04-2016
jinjo
როდემდე უნდა წეროთ ერთი და იგივე
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
*კოცნისას სახის 29 კუნთი აქტიურდება, რაც კანის დაბერების კონტროლირების საშუალებას იძლევა;

*კოცნისას პარტნიორებს შორის ხდება ნივთიერებათა ცვლა, რაც ორგანიზმის იმუნიტეტს ამაღლებს;
ძილის რეჟიმის სწორად დაგეგმვით, ღამის ცვლის პრობლემას ადვილად გაუმკლავდებით. თუ მთელი ღამის განმავლობაში ფეხზე გიწევთ ყოფნა, ისე გაუკეთეთ კორექცია რეჟიმს, რომ წინასწარ აუცილებლად შეძლოთ გამოძინება. ეს საშუალებას მოგვცემს გავუმკლავდეთ ძილის ნაკლებობით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.
მზის სხივი ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს. ის იმუნურ Т-უჯრედებს უფრო სწრაფად მოძრაობას აიძულებს, ხოლო იმუნიტეტის რეაქციის სიჩქარე ძალიან მნიშვნელოვანია. ცნობილია, რომ მზის ზემოქმედებით ორგანიზმში D ვიტამინი გამომუშავდება.
მაცივარში პროდუქტების შენახვას თავისი ვადები აქვს. მაგალითად, თევზის შენახვის ვადა 24 საათია. უმი ხორცის ან ფრინველის შენახვა მაქსიმუმ 2-3 დღეს შეიძლება. შებოლილი ორაგული თავისუფლად ძლებს 2 კვირა, სოსისი 3 დღე, ბეკონი 1 კვირა, ლორი 2 დღე.
სადღესასწაულო თუ სხვა სუფრებს, ტრადიციულად, ალკოჰოლურის გარდა გაზიანი სასმელებიც ამშვენებს. ლიმონათის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების, ისევე, როგორც მინერალური წყლების გარეშე, სუფრა წარმოუდგენელია.
თუ სალათის ფურცლები ინახება ან იყიდება პლასტიკის ჭურჭელში, სჯობს მისი საკვებად გამოყენებისგან თავი შევიკავოთ, რადგანაც ის შეიძლება ბაქტერიული დასნებოვნების წყაროდ იქცეს. ანალიზმა აჩვენა, რომ გაყინული და პლასტიკის ტარაში მოთავსებული სალათის ფურცლები ჯანმრთლობისთვის საშიშია.
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.