სასარგებლო ჩვევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასარგებლო ჩვევები

2. ზომიერი ჭამა

მოარული აზრის თანახმად, ჯანმრთელი ბავშვები ფუმფულები არიან, ამიტომ დედები და ბებიები ზედმიწევნით აკონტროლებენ მათ კვებას, ძალ-ღონეს არ იშურებენ და უამრავ ხერხს იგონებენ, რომ ბოლომდე აჭამონ საჭმელი. მაშინაც კი, როცა ბავშვი ამბობს, რომ მეტი აღარ შეუძლია, უფროსები ხან დედიკოს, ხან მამიკოს და ხანაც ცუგას ხათრით მაინც ბოლომდე აჭმევენ კერძს. ეს არ არის სწორი: ადამიანის ორგანიზმმა, თუნდაც პატარა ბავშვისამ, უკეთ იცის, რამდენი საკვები სჭირდება. როდესაც ბავშვს ვაიძულებთ, ბოლო ლუკმაც შეჭამოს, ამით არასწორი კვების ჩვევას გამოვუმუშავებთ. გარდა ამისა, ვუწელავთ კუჭს და სამომავლოდ გაძლიერებული მადის განვითარებას ვუყრით საფუძველს.

გახსოვდეთ, თუ პატარას აღარ სურს ჭამა, ე.ი. აღარ არის მშიერი.

თუ ბავშვი იმდენად უჭმელია, რომ ეს მის ჯანმრთელობას ვნებს, ასე უნდა მოიქცეთ:

  • უნდა მიაჩვიოთ ბავშვი აუჩქარებელ ჭამას და ლუკმის გულდასმით ღეჭვას;
  • არ აჭამოთ ტელევიზორის ყურებისა და კომპიუტერთან თამაშის დროს;
  • ყურადღება მიაქციოთ, რომ დღის განმავლობაში სვას წყალი.

არც წაახალისოთ და არც დასაჯოთ ბავშვი ტკბილეულით. კარგი ქცევისთვის აჯობებს სათამაშოთი დაასაჩუქროთ და არა შოკოლადით, ხოლო თუ ცუდად მოიქცა, ტორტის ნაჭერი კი არ ააცალოთ საზეიმო სუფრიდან, არამედ აუხსენით, რატომ არ უნდა მოიქცეს ასე.

3. სეირნობა

ჩვილი ყოველდღიურად ნახევარი საათით მაინც მიჰყავთ გარეთ სასეირნოდ, აი, უფრო მოზრდილი კი, თუ მშობელი დაკავებულია, შესაძლოა საერთოდ არ გაიყვანონ გარეთ. ასე ბავშვი ნელ-ნელა ეჩვევა უფრო და უფრო მეტი ხნის გატარებას ტელევიზორსა და კომპიუტერთან, ეს კი მის ჯანმრთელობას ვნებს. ასე რომ, ყოველდღიურად 1 საათით მაინც გაიყვანეთ ბავშვი შინიდან.

4. კბილების ხეხვა

სტომატოლოგები გვირჩევენ, ბავშვები წლინახევრის ასაკიდანვე მივაჩვიოთ კბილების ხეხვას. სწორი მოძრაობების ფორმირებისთვის გამოგადგებათ ჩვეულებრივი რბილი ჯაგრისი. თავდაპირველად კბილის პასტა საჭირო არ არის, მისი გამოყენება უნდა დაიწყოთ მაშინ, როცა პატარა მიეჩვევა ჯაგრისის თავისუფლად მოხმარებას და პირის კარგად გამორეცხვას. კბილის ჯაგრისი და პასტა აუცილებლად საბავშვო უნდა იყოს.