ქათმის კვერცხი დიაბეტის წინააღმდეგ
მათი თქმით, ეს ორჯერ ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს.
-
შემთხვევათა უმრავლესობაში დიაბეტი ტიპი 2 გამოწვეულია არასწორი კვებით, სიმსუქნით და, საზოგადოდ, ცხოვრების არაჯანსაღი წესით.
რაც შეეხება ქათმის კვერცხს, მისი თვისებების კვლევა მეცნიერებმა ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიწყეს. ისინი 30 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ საშუალო ასაკის 2300 მოხალისეს, მათ კვებასა და ჯანმრთელობას.
დიაბეტი 430 საკვლევ პირს დაუდასტურდა. ამავე დროს, მათ, ვინც კვირაში 4 კვერცხს მიირთმევდა, დიაბეტის განვითარების რისკი მათზე 37%-ით ნაკლები აღმოაჩნდა, ვინც კვირაში მხოლოდ ერთ კვერცხს იღებდა, ხოლო მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ ჭამდა კვერცხს - ორჯერ ნაკლები.
აქამდე ჩატარებული ზოგიერთი კვლევის შედეგი, პირიქით, იმაზე მიუთითებდა, რომ კვერცხი პროვოცირებას უწევდა დიაბეტის განვითარებას.
ფინელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დიაბეტს იწვევს სხვა ფაქტორები - ხორცის სიჭარბე რაციონში, მოწევა და ჰიპოდინამია. კვერცხი კი შეიცავს უამრავ სასარგებლო მიკროელემენტს, რომლებიც ამცირებს, საზოგადოდ, ანთებას, მათ შორის - დიაბეტთან ასოცირებულსაც.
შაქრიანი დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტი მრავალთათვის კარგად ნაცნობი დიაგნოზია, მაგრამ ეს ვერაგი დაავადება მაინც მრავალ კითხვას აჩენს. დროთა განმავლობაში იცვლება დაავადების სადიაგნოზო კრიტერიუმები, გადაიხედება გლუკოზის შემცველობის ნორმები, ჩნდება ახალი ლაბორატორიული კვლევები. დღეს შევეცდებით ის კვლევები განვიხილოთ, რომელთაც ხშირად უნიშნავენ ექიმები დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს.
-
შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი
უპირველესი კვლევა, რომელიც შაქრიან დიაბეტზე ეჭვისას ტარდება, დილით, უზმოზე, სისხლში გლუკოზის შემცველობის განსაზღვრაა.
სისხლში გლუკოზის შემცველობა ნორმალურია, თუ ის 110 მგ/დლ-ზე ნაკლებია. ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ეს მაჩვენებელი 100 მგ/დლ-ზე ნაკლებია.
თუ უზმოზე სისხლში გლუკოზის შემცველობა 110-დან 125 მგ/დლ-მდეა, ითვლება, რომ პაციენტს პრედიაბეტი – უზმოზე სისხლში გლუკოზის შემცველობის დარღვევა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადების დიდი შანსი აქვს.
თუ ორ სხვადასხვა დღეს ჩატარებული კვლევისას უზმოზე სისხლში გლუკოზის შემცველობა 126 მგ/დლ ან მეტია, პაციენტს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაუდგინდება.
-
გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტი
რიგ შემთხვევებში, შაქრიან დიაბეტზე ეჭვისას, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტის ჩატარება. ის უფრო მგრძნობიარე მეთოდია პრედიაბეტის გამოსავლენად, ვიდრე სისხლში უზმოზე გლუკოზის შემცველობის განსაზღვრა, თუმცა ნაკლებად მარტივია ჩასატარებლად. გლუკოზოტოლერანტული ტესტისას იზომება სისხლში გლუკოზის შემცველობა უზმოზე, შემდეგ პაციენტს დასალევად ეძლევა გლუკოზის წყალხსნარი და განსაზღვრავენ სისხლში გლუკოზის შემცველობას მისი მიღებიდან 1 და 2 საათის შემდეგ.
თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე
https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/endokrinologia/8621-shaqriani-diabeti.html