რას იწვევს ღამით "მესიჯობა" - ეს ყველა მოზარდმა უნდა წაიკითხოს! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას იწვევს ღამით "მესიჯობა" - ეს ყველა მოზარდმა უნდა წაიკითხოს!

კვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე მოზარდები 8-დან 18 წლამდე, ყოველდღიურად, გაჯეტებს თითქმის 7,5 საათს უთმობენ. გაჯეტის ეკრანიდან წამოსული ცისფერი შუქი სიბნელეში ძლიერდება და ანელებს ჰორმონ მელატონინის (ეპიფიზის მთავარი ჰორმონი, ცირკადული რითმის მარეგულირებელი. უძილობის დროს, „ბიოლოგიური საათის“ კორექტირებისთვის მას აბების სახით მიიღებენ) გამოყოფას, რის გამოც ადამიანი დიდხანს ვერ იძინებს. თვალების დახუჭვაც ვერ იცავს ამგვარი შუქის ნეგატიური მოქმედებისაგან. შუქის ჩაქრობის შემდეგ, ძილი თანდათანობით გვერევა. თუ ადამიანები განაგრძობენ ტექსტური შეტყობინებების მიღებას, მათი ცირკადული რითმი ირღვევა.

სწრაფი დაძინების ფაზა მოზარდების მეხსიერების, სწავლისა და სოციალიზაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გაჯეტების გამო აღნიშნული ფაზა მცირდება, რაც ნეგატიურად აისახება მოსწრებაზე. ამიტომ, მეცნიერები მასწავლებლებს მოუწოდებენ, მოსწავლეებს მეტი ელაპარაკონ ძილის მნიშვნელობაზე.

მანამდე კი ამერიკელმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მელატონინის შემცირებას, გარდა ძილის დარღვევისა, შესაძლოა წონის მატება და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი მოჰყვეს, ხოლო სინათლის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ და ძილის ქრონიკულმა დარღვევამ, გამორიცხული არ არის, სარძევე ჯირკვლის კიბოც კი გამოიწვიოს. მართალია, მეცნიერები ნეგატიურ ეფექტებს მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტურ კომპიუტერებზე ამოწმებდნენ, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ძილის დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა სხვა გაჯეტმაც, რომელსაც ეკრანის უკანამხრივი განათება აქვს.

ლალი ჩხიკვაძე