შამპანური და ახალი წელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შამპანური და ახალი წელი

ერთვის. ბუჩქად შეკრულ ფუჟერებს სწრაფად ავსებს შუშხუნა სასმლის ქაფი. სადღესასწაულო განწყობას ბროლის წკრიალი აგვირგვინებს - გილოცავთ ახალი   წლის   შემობრძანებას!!! შამპანური, ისევე როგორც ნაძვის ხე, ახალი წლის განუყოფელი ატრიბუტია. მისი შექმნის ისტორიას აღარ მოგიყვებით - შორს წაგვიყვანს. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ შამპანურის სახელწოდება საფრანგეთის პროვინცია შამპანის სახელისგან მომდინარეობს. სადღესასწაულო ატრიბუტად მის ქცევასაც თავისი ისტორია აქვს.

ცალკეულ ქვეყნებში ახალი წლის დღესასწაულზე შამპანურის სმის ტრადიცია განსხვავებულ ფაქტებსა და პერიოდებს მოიცავს. მაგალითად, ყოფილ საბჭოთა კავშირში ახალი წლის შამპანურით შეხვედრის ტრადიცია 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს: მთავრობამ გადაწყვიტა, საახალწლოდ ყოველი ოჯახი თითო ბოთლი საბჭოთა შამპანურით დაესაჩუქრებინა. რუსეთში ყველაზე მეტ შამპანურს დღესაც ახალ წელს სვამენ - ამ დღეს მთელი წლიური ბრუნვის 45% იხარჯება.

ეს საინტერესოა

  • 1728 წელს ლუი XV-მ, რომელიც შამპანურის დიდი მოყვარული გახლდათ, გასცა ბრძანება, რომლის თანახმად, მხოლოდ შამპანის ღვინოების ჩამოსხმა და გადატანა შეიძლებოდა ბოთლებით, სხვა პროვინციის ღვინოები კი უწინდებურად კასრებით გადაჰქონდათ.
  • ბროლის სასმისების “მიჭახუნება” იმპერატორმა ალექსანდრე II-მ შემოიღო და გახადა მოდური. სწორედ მის დროს გახდა პოპულარული გამაგრილებელი სასმელებით, ნაყინითა და კონიაკით დროსტარება.

რაც შეეხება საკუთრივ შამპანურს

თურმე რაც უფრო მაღალია საცობის გასროლის ხმა, მით უფრო დაბალი ხარისხისაა შამპანური. ხარისხიანი სასმელი “თავაზიანად” იქცევა. ბუშტუკების ზომასაც ჰქონია მნიშვნელობა: მსხვილი ბუშტუკები იმის მანიშნებელია, რომ შუშხუნა აირი ბუნებრივი დუღილის შედეგად კი არ არის მიღებული, არამედ ხელოვნურადა დამატებული. კარგია, თუ ყველა ბუშტუკი ერთი ზომისაა, ოღონდ მათ შამპანურის ჩამოსხმისთანავე კი არ უნდა დააკვირდეთ, არამედ რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც სასმისისა და სასმლის ტემპერატურა ერთმანეთს გაუთანაბრდება.

საყოველთაოდ ცნობილი, აღიარებული და მოწონებული “საბჭოთა შამპანური” ბევრად მოტკბოა, ვიდრე სხვა მრავალი საიმპორტო მარკის იგივე სასმელი. ლეგენდის თანახმად, ამ სიტკბოს “საბჭოთა შამპანური” დიდ ბელადს - სტალინს უნდა უმადლოდეს. ერთხელ იოსებ ბესარიონის ძეს შამპანურის ღვინის ქარხანა ორდენით უნდა დაეჯილდოებინა, მანამდე, ცხადია, პროდუქციის დაგემოვნება გადაწყვიტა. გასინჯული შამპანური მეტად მჟავე მოეჩვენა სტალინს, მაშინ სასმელს ცოტაოდენი შაქარი და ლიქიორი დაამატეს. გაუმჯობესებული ვარიანტი ბელადს უფრო მეტად მოეწონა. ნამდვილად იყო ეს ფაქტი თუ არა - არავინ იცის, ფაქტი ერთია, რომ მოტკბო გემომ “საბჭოთა შამპანურს” დიდი აღიარება მოუპოვა არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

შამპანურის მცირე ულუფა მხოლოდ განწყობას კი არ ამაღლებს, არამედ ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა. ტანინები, რომლებიც ამ საოცარი სასმლის შემადგნელობაში შედის, აძლიერებს იმუნიტეტს და აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, მაგნიუმი კი ხსნის დაღლილობას და მხნეობას მატებს ადამიანს. შუშხუნა სასმლის შემქმნელი ფრანგები შამპანურს გაციებისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ. ისინი შამპანურს “მოთამაშე, მოხალისე” სასმელს უწოდებენ.

შამპანური მართლაც საოცარი სასმელია. ის სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს არა მხოლოდ უშუალოდ სმის პროცესში ან მას მერე, არამედ გახსნის, ჩამოსხმის ან თუნდაც სასმისში შუშხუნის დროს. ადამიანებს უყვართ იმის ცქერა, როგორ ავსებს შუშხუნა შამპანურის ქაფი სასმისს, როგორ ჩნდება ჯადოსნური ბუშტუკები, როგორ ხტიან ისინი და აფრქვევენ სურნელს. სასიამოვნოა ენაზე მსუბუქი ჩხვლეტის შეგრძნება. საოცარია სასმლის არომატი... ყოველივე ეს, მეტადრე - სასიამოვნო გარემოში, გვაბრუებს, ნეტარების მორევში გვძირავს. ასე რომ, მიირთვით შამპანური, ისიამოვნეთ და ინეტარეთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს!