საახალწლო რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საახალწლო რჩევები

ახალი წლის დღეებში პაციენტთა უმრავლესობა კლინიკაში წყლულოვანი პათოლოგიის გამწვავების, მწვავე ნაწლავური გაუვალობის, მწვავე ქოლეცისტიტისა და პანკრეატიტის შეტევის, ინტოქსიკაციის (მოწამვლის) გამო ხვდება.

კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები

მათ, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები აწუხებს, ახალი წლის დღეებში ზედმიწევნით უნდა დაიცვან კვების რეჟიმი, ყურადღება მიაქციონ საკვების შემადგენლობას, კალორიულობასა და რაოდენობას.

ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების დროს უნდა ვერიდოთ მაღალკალორიულ, ცხიმიან, ქოლესტერინით მდიდარ საკვებს - მსუქან ხორცსა და თევზს, გამოყვანილ ქონს, ლორს, მაიონეზიან, არაჟნიან, ბულიონზე მომზადებულ კერძებს (ლაბას, საცივს), სოკოს, მწნილებს, კონსერვებს, კრემიან ნამცხვრებს. უმჯობესია მივირთვათ მჭლე ხორცი და თევზი, ხილი, ბოსტნეული, ორთქლზე მომზადებული კერძები.

ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს მენიუდან უნდა გამოირიცხოს ახალი (გაფუებული) პური. თონის პურს მონატრებული პაციენტები სადღესასწაულო სუფრასთან ხშირად არღვევენ წესს და ახალგამომცხვარ პურს ინტენსიურად ეტანებიან, რაც დაავადების გამწვავებისა და შეტევათა პროვოცირების მიზეზი ხდება. ერიდეთ ცომეულს. გახსოვდეთ, თუ თონის პურს მარილიან ყველს, მწნილს, ძეხვეულს მიაყოლებთ და ბოლოს ყავითაც ჩაიკოკლოზინებთ ყელს, შესაძლოა, საახალწლო ზეიმი ცხვირში ძმრად ამოგედინოთ. ასე რომ, ნუ დაარღვევთ კვების ჩვეულ რეჟიმს. მიირთვით ნებადართული კერძები, ისიც - ზომიერად.

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი იმას ნიშნავს, რომ მკაცრად იკრძალება ტკბილეული - ნამცხვრები, კანფეტები, მურაბები და ტკბილი ხილი: მსხალი, ყურძენი, ბანანი. გარდა ამისა, უნდა ვერიდოთ ცხარე და ცხიმიან, შებოლილ და დამარილებულ საკვებს, კონსერვებს, წიწაკასა და მდოგვს.

სასმელთან დაკავშირებული რეკომენდაციები

მნიშვნელობა არ აქვს, ჭიქა ღვინის დალევას აპირებთ თუ დილამდე ქეიფს - სასმლის შეძენისას ნუ გააკეთებთ ეკონომიას ხარისხის ხარჯზე. შეიძინეთ მხოლოდ ხარისხიანი სასმელი, ღვინო იქნება ეს, არაყი თუ კონიაკი.

მითია, თითქოს ცხიმიანი კერძი თრობის პროცესს აფერხებს. ღვინო მაინც მოგეკიდებათ და, ამასთან ერთად, საჭმლის მონელებაც დაგერღვევათ.

მართალია, ცხიმის წყალობით ალკოჰოლი მყისვე არ შეიწოვება, მაგრამ გროვდება და მერე ერთბაშად აკეთებს თავის საქმეს, ეს კი უარესია. შესაძლოა, 3-4 საათი სრულიად ფხიზელი იჯდეთ სუფრასთან, მერე კი ერთბაშად ისე გაითიშოთ, რომ თავი ბაჟეში ჩაგივარდეთ და მეორე დღეს ვერც კი გაიხსენოთ ეს.

არ არის რეკომენდებული სპირტიანი სასმელების ერთმანეთში არევა. შუშხუნა სასმელს ნუ მიაყოლებთ შაშხს და ლორს - ამით უძლიერეს დარტყმას მიაყენებთ პანკრეასს (კუჭუკანა ჯირკვალს) და ღვიძლს.

მაგარ სასმელს უმჯობესია გამანეიტრალებელი საკვები დააყოლოთ. კარგია ხორციანი კერძები (გარდა ცხვრის ხორცისა). აი, ძეხვზე, ლორზე, პომიდორსა და ოხრახუშზე კი უარი უნდა თქვათ. ალკოჰოლის მოქმედებას ძმრიანი კერძებიც აძლიერებს.

სმის დროს ორჯერ მიირთვით 100-200 გრამი თაფლი - ფრუქტოზა ალკოჰოლის მოქმედებას ანეიტრალებს. სუფრიდან ადგომის შემდეგ დალიეთ ლიმონიანი მაგარი შავი ჩაი ან პიტნის ნაყენი. თუ ბევრის დალევა მოგიწიათ, უმოძრაოდ ნუ გაჩერდებით: წამოდექით, გაიარ-გამოიარეთ, იცეკვეთ, - სასმელი უფრო ნელა მოგეკიდებათ.

როგორ მოვიქცეთ ნაბახუსევს

ნაბახუსევზე სვით ბევრი წყალი. შეიძლება ტუტე მინერალურიც, ოღონდ უგაზო. კარგია პომიდვრის წვენი, კომბოსტოს, კიტრის მწნილის მარილწყალი. ეფექტურია კონტრასტული შხაპიც. ზოგს შვებას ჰგვრის ნახშირი, რომელიც ტოქსინებს ბოჭავს და ორგანიზმს მავნე ნაერთებისგან ათავისუფლებს. შუშხუნა აბები, წითელი ღვინო, მაგარი ჩაი და ყავა კი ნაბახუსევზე უფრო მეტად აძლიერებს თავის ტკივილს. რაც მთავარია, გირჩევთ, კარგად გამოიძინოთ.

* * *

თუ რომელიმე პრეპარატს იღებთ, ახალი წლის დადგომამდე მკურნალ ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია. ალკოჰოლისა და მედიკამენტების ერთმანეთში არევა არ შეიძლება. მათ შორის რამდენიმესაათიანი ინტერვალი უნდა დაიცვათ. ზოგი მედიკამენტით მკურნალობისას კი ალკოჰოლის მიღება მკაცრად იკრძალება. ასე რომ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში და წყალში ნუ გადაყრით ჩატარებული მკურნალობის კურსს!

რა უნდა გახსოვდეთ

მოწამვლის საფრთხე ყოველთვის ყველა დღესასწაულსა და სუფრაზე არსებობს. მორთმეული კერძი შესაძლოა ვადაგასული ან უხარისხო პროდუქტებისგან მომზადებული იყოს. ახალი წლის მომდევნო დღეებში ხომ ნარჩენების ბოლომდე ათვისებას ცდილობენ.

გირჩევთ, კერძები თავად მოამზადოთ. მზა კერძების შეძენისას საფრთხე მეტია. ზეთით, არაჟნითა და მაიონეზით კერძს წინასწარ ნუ შეაზავებთ - ჯობს, სუფრასთან მიტანის წინ მოასხათ. არაჟანი, მაიონეზი და ზეთი კერძის ინგრედიენტებთან რეაქციაში შედის და წარმოქმნის ნაერთებს, რომელთაგან ზოგიერთი გამაღიზიანებლად მოქმედებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსზე.

უმჯობესია, საკვები მცირე ულუფებად მიირთვათ. ერთბაშად ბევრის ჭამა, მით უფრო - ცარიელ კუჭზე და ემოციებით დატვირთულ დღეს, უფრო სწორად, ღამეს, დიდ დარტყმას აყენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ეს განსაკუთრებით ეხებათ დიასახლისებს, რომლებიც საახალწლო სამზადისის გამო მთელი დღე ლუკმის პირში ჩასადებად ვერ იცლიან და მამაკაცებს, რომლებიც სადღესასწაულო სუფრისთვის საგანგებოდ “ინახავენ მუცელს”. ეცადეთ, დღის განმავლობაში არ დაარღვიოთ კვების ჩვეული რეჟიმი - სადღესასწაულო სუფრაც უფრო შეგერგებათ და ჯანმრთელობასაც ნაკლებ პრობლემას შეუქმნით.

ერთბაშად ბევრი ცხიმიანი ან ტკბილი საკვების მიღება არ არის სასურველი. ურთიერთშეუთავსებელი პროდუქტებიც დიდ ზიანს აყენებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. შებერილობა, შეკრულობა, გულძმარვა, ბოყინი, ნაწლავების ყურყური, სიმძიმის შეგრძნება, სხვადასხვაგვარი დისკომფორტი - ყველა ეს სიმპტომი კარგადაა ნაცნობი მათთვის, ვისაც სადღესასწაულო სუფრასთან ზომიერება ღალატობს.

ხილი და სხვა სახის ჩაროზი, მით უფრო - ტკბილი, ცალკე მიირთვით. ნიგვზიან ბადრიჯანს ან საცივს ერთბაშად ნუ მიაყოლებთ ბანანს თუ მანდარინს. არც მარწყვის ან კაკლის მურაბაა სასარგებლო შემწვარ-მოხრაკულის შემდეგ. მოკლედ, ყურადღება მიაქციეთ კერძების თავსებადობას, კალორიულობას და მიღების ტემპს. ცხიმიანი საკვებისთვის ცივი, მეტადრე გაზიანი სასმლის მიყოლება მავნებელია - ცხიმი მხოლოდ თბილ და ცხელ წყალში იხსნება. თავად განსაჯეთ, რა მოხდება ასეთ დროს კუჭსა და ნაწლავებში.

რაც მთავარია, დაიცავით ზომიერება. ასე საჭმელ-სასმელიც შეგერგებათ და დროსაც უკეთესად გაატარებთ. ახალი წლის ღამეც ტკბილ მოგონებად დაგრჩებათ და მომდევნო სადღესასწაულო დღეებსაც ბედნიერად იზეიმებთ!