ფეხსაცმლის შენახვისა და მოვლის წესები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფეხსაცმლის შენახვისა და მოვლის წესები

არ გააშროთ ფეხსაცმელი გამათბობელზე ან თბოვენტილატორზე, რადგანაც ასე ის დეფორმირდება და გაფუჭდება. ზამთრის ფეხსაცმლის გაშრობისას ლანჩები ამოიღეთ და ცალკე გააშრეთ. ყურადღება მიაქციეთ ქუსლსაკრავის მდგომარეობას, აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალეთ ფეხსაცმლის სახელოსნოში. თუ ტყავის ზედაპირი დაკაწრულია ან დაზიანებულია, ამ დეფექტების აღმოფხვრა მანამდეა საჭირო, ვიდრე ფეხსაცმელს შეინახავდეთ. თუ ყველაფერი წესრიგშია, წაუსვით ემულსია. თხევადი კრემები ზედაპირზე ქმნის თხელ დამცავ აპკს და ინარჩუნებს ჰაერის ცირკულაციის შესაძლებლობას. განსხვავებით სქელი, ორგანული კრემებისა, ემულსიას არ აქვს მკვეთრი სუნი. ნატის, ლაკირებული ფეხსაცმლის დამუშავებისას გამოიყენეთ იმხოლოდ ის საშუალებები, რომელიც სპეციალურიად ამ მასალებისთვის არის შემუშავებული.

ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი მანამდე უნდა მოვაშოროთ, ვიდრე შევინახავდეთ. ამ პრობლემას მოგვიგვარებს ფეხსაცმლის სპეციალური დეზოდორანტები და ანტისეპტიური საშუალებები. ისინი არა მარტო ოფლის სუნს აქრობენ, არამედ ებრძვიან ბაქტერიებისა და სოკოების გამრავლებას. ფეხსაცმელი შეინახეთ მუყაოს კოლოფებსა და ყუთებში მშრალ, ბნელ ადგილას. ფეხსაცმლის თითოეული წყვილისთვის საჭიროა ცალკე ყუთი ან კოლოფი. არ გირჩევთ ფეხსაცმლის მოთავსებას მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერებსა და პლასტიკის პაკეტებში, რადგანაც ამ შემთხვევაში ჰაერის ცირკულაცია შეზღუდულია, რაც ქმნის სოკოს განვითარების იდეალურ პირობებს. ლაქირებული და ძვირფასი მოდელის ფეხსაცმელი სჯობს შეინახოთ სპეციალური ფეხსაცმლის კალაპოტის გამოყენებით. თუ ამის საშუალება არ არის, ფეხსაცმელი ამოავსეთ გაზეთით ან თხელი ქაღალდით, რათა არ მოხდეს მისი დეფორმაცია და დიდხანს შეინარჩუნოს პირვანდელი სახე.

როგორ მოვუაროთ ფეხსაცმელს ზაფხულში

უნდა ვებრძოლოთ სუნს, რომელიც გამოწვეულია კანის მკვდარი უჯრედების დაგროვებით. ამისათვის პირველ რიგში, უნდა მივხედოთ ფეხების ჰიგიენას. თუ ფეხსაცმელში შეამჩნიეთ მუქი ლაქები, უნდა გაასუფთაოთ შიგნითა ზედაპირი ჰიგიენური სველი ხელსახოცით.

თუ ზაფხულის ნაჭრის ფეხსაცმელზე გაჩნდა ლაქები ან დამტვერიანდა, თხევადი საპნითა და სველი ნაჭრით გაწმინდეთ ფეხსაცმლის ზედაპირი. თუ წვიმაში მოყევით და ფეხსაცმელი დასველდა, გაზეთის რამოდენიმე ფურცელი დაჭმუჭნეთ და ამოავსეთ ფეხსაცმელი. ქაღალდი შეიწოვს სისველესა და სუნსაც კი.

თუ ფეხსაცმელი გაჭუჭყიანდა

ყოველდღიურად გაწმინდეთ ფეხსაცმელი რბილი ღრუბლით. გარეცხვა რეკომენდებული არ არის.

არ გამოიყენოთ ცვილის შემცველი კრემები;

ჭუჭყი მოაშორეთ მხოლოდ საპნიანი ხსნარით;

ნატის ფეხსაცმელი გაწმინდეთ მხოლოდ სპეციალური ჯაგრისის გამოყენებით.

ლალი ჩხიკვაძე