შეიძლება თუ არა თამაშზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეიძლება თუ არა თამაშზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლება?

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას გემბლინგს (გამბლინგ) ან ლუდომანიას (ლუდო - ვთამაშობ) უწოდებენ. თამაშის ნებისმიერი ფორმა, რომელიც დიდი მოგების შესაძლებლობას იძლევა, იქნება ეს რულეტკა, ტოტალიზატორი, სათამაშო ავტომატები ან ლატარეა, შეიძლება იქცეს დამოკიდებულების ფორმირების საწყისად. ზოგჯერ მყარი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად რამდენიმესაათიანი თამაშიც კი საკმარისია. აშშ-ის აზარტული თამაშების პრობლემების ნაციონალური ასოციაციის მონაცემების თანახმად, პლანეტის ნებისმიერი მცხოვრები 48%-იანი ალბათობით შეიძლება გახდეს მოთამაშე. შედარებისთვის - ალკოჰოლზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების ალბათობა 34%-ით ფასდება, ხოლო დამნაშვედ - 6%-ით.

თამაშზე დამოკიდებულება მამაკაცებში უფრო ხშირად ვითარდება, ვიდრე ქალებში. განსაკუთრებით დიდია საშიშროება მოზარდებში.

გემბლინგის საფრთხეს ადამიანები ხშირად ჯეროვნად ვერ აფასებენ, რადგან გაბრდღვიალებული კაზინოები და მათი მდიდრული ინტერიერი, ერთი შეხედვით, მიმზიდველი და უსაფრთხო ჩანს.

გემბლინგს პათოლოგიური დამოკიდებულების ყველა ნიშანი აქვს და ისევე დამანგრეველად მოქმედებს პიროვნებაზე, როგორც ნებისმიერი ქიმიური ადიქცია. უფრო მეტიც, ფორმირების სიჩქარითა და გემბლინგის შედეგების სიმძიმით, შეიძლება, ნარკომანიას შევადაროთ. დანგრეული ოჯახები, დაკარგული სამსახური, ჩვეული ინტერესების, ნაცნობების, სოციალური სტატუსისა და მიღწევებისადმი გულგრილობა, ასოციალური ქცევა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია.

როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება?

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მკურნალობის შესახებ სპეციალისტები ცალსახა პასუხს ვერ იძლევიან. ეფექტური მეთოდების შემუშავება სამეცნიერო ფსიქოთერაპიული საზოგადოების წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. სამწუხაროდ, გემბლინგის სამკურნალო „ჯადოსნური“ აბი არ არსებობს. გამოიყენება თერაპიის კომპლექსური სახეები. თერაპიის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, მოთამაშე და მისი ახლობლები რამდენად არიან მზად დამოკიდებულებასთან საბრძოლველად. ურთიერთობების ჰარმონიზაცია და მოთამაშის გარემოცვაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება გამოჯანმრთელების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.

ზოგიერთი ექიმი ანტიდეპრესანტების ჯგუფის პრეპარატებით მკურნალობის პერსპექტივას განიხილავს. თუმცა ერთ საკითხში ყველა სპეციალისტი ერთსულოვანია: ლუდომანიის სასწაულებრივი განკურნება შეუძლებელია.

საკითხის აქტუალობის გამო საჭიროდ და საინტერესოდ ჩავთვალეთ იმ ადამიანებთან გასაუბრება, რომელთათვის აზარტული თამაშები და მათი სავალალო შედეგები უცხო არ არის:

რა კატეგორიის ადამიანები სტუმრობენ თქვენს დაწესებულებას?

ნინა, სათამაშო ავტომატების დარბაზის თანამშრომელი:

განსხვავებული შესაძლებლობების ადამიანები შემოდიან. ზოგი ბევრს აგებს, ზოგი - ცოტას. ზოგჯერ ვეკითხები, წაგების შემდეგ რატომღა მოდიან უკან, მპასუხობენ, რომ წაგებულის დასაბრუნებლად. მაგრამ კიდევ უფრო მეტს აგებენ. ვერც ერთ სათამაშო დარბაზში საათს ვერ ნახავთ. ფარდაც ჩამოფარებულია. კლიენტმა არ უნდა შეამჩნიოს, როგორ გადის დრო.

შეიძლება თუ არა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა?

ნოდო, სათამაშო ავტომატების მოთამაშე:

სათამაშო ავტომატის მუსიკაც კი მიზიდავდა. ისე ძლიერად მითრევდა თამაში, რომ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, ნარკოტიკით გაბრუებულივით ვეღარ ვაზროვნებდი. გარე სამყარო არ მაინტერესებდა, მთავარი იყო თამაში, აზარტი ყველას და ყველაფერს მავიწყებდა.

ახლა სრულიად თავისუფალი ვარ ამ გატაცებისგან და ერთი რამის თქმა შემიძლია: ეს 100%-ით შესაძლებელია და ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.

როგორ დაანებეთ თავი სათამაშო ავტომატებს?

მივმართავ მათ, ვისაც კაზინოსა და სათამაშო ავტომატების გატაცებისგან სურს გათავისუფლება და ამ დაწყევლილი წრიდან გამოსვლა. თავად 3,5 წელი ვიყავი იმ მდგომარეობაში, როგორშიც შეიძლება, ახლა თქვენ ხართ. მრავალი მეთოდი არსებობს: ექიმები, ფსიქოლოგები გეხმარებიან ამ ვნებასთან გამკლავებაში, მაგრამ ყველა მათ ხომ არ მიმართავს სირცხვილის გამო, ჩემსავით. მინდოდა ინკოგნიტოდ მემკურნალა, ეს საშინელი ცხოვრება ღრმად დამემარხა, რომ არავის არასდროს გაეგო რაიმე. განსაკუთრებით ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს: უფროსობას, ოჯახს, მეგობრებს. ვშიშობდი, რომ შეიტყობდნენ, ჩემი ცხოვრება კაზინო იყო, ზურგს შემაქცევდნენ.

თამაშისას და მისი დასრულების შემდეგ, შესვენებების დროს, ყველა ემოცია ერთდროულად მიპყრობდა - სიბრაზე, სასოწარკვეთა, იმედგაცრუება, ამ დაწესებულებათა მეპატრონეებზე რისხვა. ხელფასს მოგების იმედით მოუთმენლად ველოდი, ვფიქრობდი, რომ საბოლოოდ მაინც დავამტკიცებდი ჩემს იღბლიანობას და მჯეროდა, ცდა ბედის მონახევრეა. თავს ვიწყნარებდი, რომ რისკის გარეშე არაფერი გამოდის, ახლა თუ არა, სხვა დროს გამიმართლებდა და ამ იმედით ვაგრძელებდი, მაგრამ ფული თვალსა და ხელს შუა ქრებოდა.

უარყოფითი ემოციები მინადგურებდა სულს, სხეულს, გონებას, სიყვარულს, ოცნებებს და შინაგანად მანგრევდა. ეს მაშინაც გაგრძელდა, როცა ნებისყოფა მოვიკრიბე და თამაში შევწყვიტე.

თამაშის პერიოდში თავს უსარგებლო, გამოუსადეგარ ადამიანად მივიჩნევდი და ვხვდებოდი, ცხოვრების უძვირფასეს დროს ვფლანგავდი. მხოლოდ ერთი აზრი მამოძრავებდა, ხელფასის აღებისთანავე სათამაშო დარბაზში წავსულიყავი. სახლსაც დაეტყო ჩემი საქციელი, მოეშვა, მოირყა ყველაფერი. შინ, სადაც საყვარელი მეუღლე მელოდებოდა, ხელცარიელი ვბრუნდებოდი. არ მაინტერესებდა საკუთარი გრძნობები, ემოციები, ახლობლები. არც კი ვფიქრობდი, როგორ ტკივილს ვაყენებდი მათ. თამაშის გარდა ფული ყველაფრისთვის მენანებოდა. ცხოვრება აღარ მიხაროდა, ჩემი საფიქრალი მხოლოდ ფულის შოვნა იყო, რომელიც საკმარისად მქონდა იმისათვის, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი.

ასეთი უიღბლო და უხალისო ცხოვრება მომაბეზრებელი გახდა. თამაშის მიტოვება გადავწყვიტე და დავიწყე გამოსავლის ძიება, მაგრამ საკუთარი ძალების იმედი არ მქონდა, ისე ვიყავი დაუძლურებული.

როგორ დაიწყეთ ამ პრობლემასთან გამკლავება?

დავიწყე ფსიქოლოგიური ლიტერატურის მოძიება და კითხვა. მივმართე სპეციალისტებსაც. ნელ-ნელა გავთავისუფლდი საკუთარი სირცხვილის გრძნობისაგან და უკვე ვამაყობდი, რომ მოთამაშე ვიყავი.

შევწყვიტე საკუთარ თავთან ბრძოლა. რაიმეს დაფარვას აზრი აღარ ჰქონდა.

როგორ?

გულწრფელად ვაღიარე, რომ ეს საქმე მიყვარდა, არ მინდოდა წაგება, არც იქ სიარული მსურდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი უნებისყოფობის გამო, თავს უიღბლოდ ვთვლიდი და ეს მაუბედურებდა. მშვენივრად ვიცოდი, რა არ მინდოდა. ამიტომ დავიწყე იმაზე ფიქრი, რა მინდოდა. ძალიან ძნელი იყო ჩემთვის აზრების კონტროლი. ვფიქრობდი, თუ არ ვითამაშებდი, ფული ციდან ხომ არ ჩამოცვივდებოდა?! ყველაფერი ერთბაშად მინდოდა.

ყველაზე მთავარი საკუთარ სურვილებში გარკვევაა, ამიტომ უარყოფითი აზრების დადებითისკენ შეცვლა დავიწყე. მივხვდი, უიღბლობაზე ფიქრი სისულელე იყო. არც სხვისი წესებით თამაში იქნებოდა მომგებიანი. მოგება მხოლოდ საკუთარ კაზინოს შეეძლო მოეტანა. მივხვდი, უიღბლობა ბევრი ფულის წაგება კი არა, საკუთარ თავთან უთანხმოებაა.

როგორ შეიძლება მისი შეცვლა?

დავიწყე დადებით საკითხებზე ფიქრი, წარმატებულ, ბედნიერ ადამიანებთან ურთიერთობა, ვკითხულობ სასიამოვნო წიგნებს, მივმართე ავტოტრენინგს მშვიდი მუსიკის თანხლებით.

ნელ-ნელა მადლიერების გრძნობა გამიჩნდა უმცირესის გამოც კი. ცხოვრება ყველაფერს გვაძლევს და ამის მადლიერი უნდა ვიყოთ. თავი უკეთ ვიგრძენი, დავიმუხტე დადებითი ენერგიით, თავის უკეთესისკენ შეცვლის სურვილი გამიჩნდა, ვცდილობ, ცხოვრება იდეალური გახდეს.

აქამდე უბედურებას ვირჩევდი, არ ვიცოდი, რა მინდოდა, არ შემეძლო ოცნება, არ მქონდა მიზანი. სწორედ უმიზნობა იწვევს სათამაშო აპარატებით, ალკოჰოლით, ნარკომანიით გატაცებას.

მთავარი ჯანსაღი და მიზნობრივი ცხოვრებაა, თუკი მოინდომებ, ირგვლივ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.

როგორ ავირიდოთ პრობლემის განმეორება?

კაზინომდე საკუთარი თავისადმი უკმაყოფილებამ მიმიყვანა. არც ცხოვრების არსსა და მომავალზე ვფიქრობდი. ცხოვრების შეცვლა რომ გადავწყვიტე, მივხვდი, საკუთარი თავის სიყვარული უნდა მესწავლა, თვითშეფასება ამემაღლებინა, დავიწყე ჩემი ძლიერი მხარეების განვითარება. რა თქმა უნდა, ძალზე შემეწია და ყველას დაეხმარება ოჯახის სიყვარული, ის არის ბედნიერების საწინდარი, უპირველესად მას უნდა ვუფრთხილდებოდეთ.