რჩევები შენახვის ვადებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები შენახვის ვადებზე

, ერთი შეხედვით განუსაზღვრელი ხანგრძლივობის ვადა აქვს, მაგრამ ხშირად ეს ასე არ არის: პროდუქტმა შეიძლება დაკარგოს სასარგებლო თვისებები და ჯანმრთელობისთვის საშიშიც კი გახდეს.

1. კარტოფილი

კარტოფილი შეიცავს საშიშ ტოქსინს, სოლანინს. კარგი ხარისხის კარტოფილში მისი რაოდენობა მინიმალურია და უვნებელია, მაგრამ თუ კარტოფილი დიდი ხანი იდო, განსაკუთრებით მზეზე, მავნე ქიმიური ნივთიერების რაოდენობა იმ დონემდე იზრდება, რომ შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში გახდეს.

2. სუნელები

სუნელების შენახვის ვადა 2-3 წელია, ამის შემდეგ სუნელები კარგავს თავის გემოვნებით თვისებებს. არასწორი შენახვის პირობებში კი (ნესტიანი სათავსო) ეს უფრო სწრაფად მოხდება.

3. ლიქიორი

თავდახურულ ჭურჭელში ლიქიორი შეიძლება დიდ ხანს შეივინახოთ. თუმცა ღვინისგან განსხვავებით, დროთა განმავლობაში სასმელი უკეთესობისკენ არ შეიცვლება. გახსნის შემდეგ, ლიქიორის შენახვა რეკომენდებულია ერთი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ პროდუქტი კარგავს თავის გემოვნებით თვისებებს და შეიძლება საშიშიც კი გახდეს.

4. ქლორის შემცველი საწმენდი საშუალებები.

დაბინძურებული ზედაპირის გაწმენდას ვადაგასული საშუალება შეძლებს, მაგრამ მადეზინფიცირებელ თვისებებს თანდათანობით კარგავს. დეზინფექციისთვის რეკომენდებულია ახალი საშუალების შეძენა 3 თვეში ერთხელ.

5.მზისგან დამცავი და მწერების საწინააღმდეგო საშუალებები.

მზისგან დამცავი კრემები და სპრეი ეფექტურობას დამზადებიდან სამ წელიწადში კარგავს.

რაც შეეხება მწერების საწინააღმდეგო საშუალებებს, ის არაეფექტური ხდება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც ჩვეულებრივ 2 წელიწადს შეადგენს. ამიტომ შეამოწმეთ წარწერა შეფუთვაზე.

6.დამაგრძელებლები

ელექტრულ დამაგრძელებლებზე ნაკლებად ნახავთ შენახვის ვადას, მაგრამ სპეციალისტები გვირჩევენ მის გამოცვლას, 1-2 წელიწადში. თუ შეამჩნევთ, რომ გამტარი ცხელდება ან ფერი შეიცვალა, დაუყოვნებლივ გამოცვალეთ, ხანძრის თავიდან ასაცილებლად.

7. წამწამების ტუში

დროთა განმავლობაში, წამწამების ყოველი შეღებვისას, ტუშში სულ უფრო და უფრო მეტი ბაქტერია ხვდება, რაც შეიძლება გახდეს კონიუნქტივიტის განვითარების მიზეზი. რეკომენდებულია ტუშის გამოცვლა 3 თვეში ერთხელ.

8. ლოსიონები და ტონიკები

ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალების შენახვის ვადა უნდა დავიცვათ, განსაკუთრებით ყურადღება უნდა მივაქციოთ დამატენიანებელ საშუალებებს, რომლებიც 2-3 წლის შემდეგ პრაქტიკულად უვარგისი ხდება.

არ არის რეკომენდებული ქილებში მოთავსებული კრემებისა და ლოსიონების გამოყენება, რადგანაც ყოველი შეხებისას თქვენ შეგაქვთ ბაქტერიები. ამიტომ მათი შენახვის ვადა შეფუთვაზე მითითებულზე კიდევ უფრო ნაკლებია.

9. ტუჩსაცხი

ტუჩსაცხის შენახვის ვადა 1-2 წელია და საჭიროა დავიცვათ ეს რეკომენდაცია. არ გამოიყენოთ ტუჩსაცხი, რომლის ტექსტურა, ფერი ან სუნი შეცვლილია.

10. საყოფაცხოვრებო ღრუბლები

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი რამოდენიმე კვირაში ბაქტერიების სამყოფელი ხდება. ამიტომ სამზარეულოს ამ წვრილმანის ხშირად გამოცვლაა საჭირო.

ლალი ჩხიკვაძე