როგორ მოვუაროთ ფეხსაცმელს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ ფეხსაცმელს

2) იყოს მოხერხებული, არ შეზღუდოს სისხლის მიმოქცევა, ზრდა და ტერფის ძვალ-კუნთოვანი ელემენტების ფორმირება, სიარულისას არ შეზღუდოს მოძრაობის თავისუფლება, ვარჯიში და სამუშაო პროცესი, დაიცვას ტერფი არასახარბიელო ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ზემოქმედებისაგან;

3) არ გამოყოს ფეხსაცმლის სივრცეში ქიმიური ნივთიერებები იმ კონცენტრაციით, რაც ორგანიზმისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს.

4) უპასუხოს ორგანიზმის ასაკობრივ და სხვა ფიზიოლოგიურ თავისებურებებს;

5) ადვილად იწმინდებოდეს და შრებოდეს, ხანგრძლივად შეინარჩუნოს საწყისი კონფიგურიაცია და ჰიგიენური თვისებები.

ფეხსაცმლის ჰიგიენური თვისებები დამოკიდებულია მასალაზე, ტერფის ზომასა და კონფიგურაციასთან შესაბამისობაზე, კონსტრუქციულ თავისებურებებსა და ექპლუატაციურ თვისებებზე.

კარგი ჰიგიენური თვისებებით ხასიათდება ნატურალური ტყავი. მისგან დამზადებული ფეხსაცმელი ელასტიკურია, ზომიერად ჰაერგამტარი, გააჩნია დაბალი თბოგამტარობა, ფეხსაცმლის სივრცეში არ გამოყოფს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ზომიერი ფიზიკური დატვირთვის დროს ზრდასრული ადამიანის ტერფიდან საათში 2-5 გრამი ოფლი გამოიყოფა.

ახალი ფეხსაცმელი

  • ახალი ფეხსაცმლით ქუჩაში გასვლამდე რამდენიმე საათით ის შინ ჩაიცვით;
  • ახალმა ფეხსაცმელმა რომ კანი არ გახეხოს, შეიძლება სველი საპნის ან სანთლის წასმა ან სპირტით დასველება;
  • ცუდი სუნის მოსაშორებლად (პროფილაქტიკისთვის) და სოკოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად, უპირველესად, ფეხებს უნდა მოევლოს. თუ მაინც გაჩნდა უსიამოვნო სუნი, მის მოსაშორებლად ფეხსაცმლის შიდა ზედაპირი უნდა გაიწმინდოს წყალბადის ზეჟანგით და მშრალი ჯაგრისით. შეიძლება ფეხსაცმლის დატენიანება სუნის მოსაშორებელი სპეციალური საშუალებითაც;
  • მჭიდრო ფეხსაცმლის გასაწევად ფეხსაცმლის შიგნითა ზედაპირი ოდეკოლონით უნდა დასველდეს და მაშინვე სქელ წინდებზე ჩაიცვას.

ფეხსაცმლის სასწრაფო დახმარება

  • წვიმასა და თოვლში დასველებულ ფეხსაცმელს ცივი წყალი უნდა გადავავლოთ და გავაშროთ;
  • ფეხსაცმელი ამოვავსოთ გაზეთებით ზედმეტი ტენის შესაწოვად და დავტოვოთ გასაშრობად ოთახის ტემპერატურაზე. ფეხსაცმლის სითბოს წყაროსთან დატოვება არარეკომენდებულია. ამ დროს ტყავი ძალიან სწრაფად შრება და სკდება;
  • გაშრობის შემდეგ ფეხსაცმელს წაუსვით კრემი და გააპრიალეთ.

ფეხსაცმლის რეგულარული მოვლა

  • კვირაში ერთხელ საჭიროა ფეხსაცმლის გასუფთავება შესაბამისი ფერის კრემით;
  • ფეხსაცმელმა ფორმა რომ არ დაკარგოს, მის შიდა სივრცეში მოათავსეთ დაჭმუჭნილი გაზეთები;
  • ფეხსაცმელი ჩაიცვით მაშველით;
  • ფეხსაცმელზე ლაქები შეიძლება ამოვიყვანოთ გაჭრილი ხახვით ან ბენზინში დასველებული ბამბის ტამპონით;
  • თუ საყვარელი ფეხსაცმელი გაიწია და სიარულისას გძვრებათ, ფეხსაცმლის უკან, შიგნითა მხარეს, დააწებეთ 5-6მმ პოროლონის ზოლი.

ლაკირებული ფეხსაცმელი

  • არ გაწმინდოთ ლაკირებული ფეხსაცმელი ჯაგრისით;
  • ნუ ჩაიცვამთ ლაკირებულ ფეხსაცმელს ყოველდღე, წვიმიან ამინდში განსაკუთრებით;
  • ლაკირებული ფეხსაცმელი გაწმინდეთ რბილი ქსოვილით;
  • შეიძლება გაიწმინდოს რძეში დასველებული ტამპონით, გაშრობის შემდეგ კი გადაუსვათ გაჭრილი ხახვი და მშრალი ქსოვილი;
  • შეიძლება გავწმინდოთ ოდნავ სველი ქსოვილით. გაშრობის შემდეგ კი წავუსვათ ზეთის თხელი ფენა და გავაპრიალოთ ხავერდის ქსოვილით.

ნატის ფეხსაცმელი

  • ნატის ახალი ფეხსაცმელი მტვრისა და ნესტისგან დამცავი საშუალებით უნდა დამუშავდეს. ის დაიცავს სველი ლაქებისა და დაბინძურებისაგან, გააადვილებს ჭუჭყის მოშორებას;
  • ნატის ფეხსაცმელი გაწმინდეთ ჯაგრისით, გადაქექილი ადგილები კი სპეციალური რეზინით ან ჩვეულებრივი საშლელით;
  • ძლიერად დაბინძურებული ნატის ფეხსაცმელი შეიძლება გაიწმინდოს თბილ, ნიშადურდამატებულ საპნიან წყალში დასველებული ჯაგრისით (1 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი 5 სუფრის კოვზ წყალზე), შემდეგ გასუფთავდეს ცივი შემჟავებული წყლით (1 ჩაის კოვზი ძმარი 1 ლიტრ წყალზე), ფეხსაცმელი გააპრიალეთ რბილი ნაჭრით და პირვანდელი იერის აღსადგენად გააჩერეთ ორთქლზე.
  • ცხიმიანი ლაქების მოცილება შესაძლებელია ბენზინით, ან დააყარეთ ტალკი და რამდენიმე საათის შემდეგ გაწმინდეთ ჯაგრისით.