როგორ ვისწავლოთ დილით ადრე გაღვიძება
ამას ნამდვილად სჯობს ადრე ადგომა და ტონუსში მოსვლა. ეს სასარგებლოა არა მარტო ფიზიკური მდგომარეობისთვის, არამედ განწყობის ასამაღლებლად. დილით ადრე ადგომის ჩვევის გამოსამუშავლებლად საჭიროა:
საჭმელი დაძინებამდე 3 საათით ადრე მაინც მიირთვით. საკვების გადასამუშავებლად ორგანიზმს მუშაობა მოუწევს, რაც დაძინებაში შეგიშლით ხელს და შინაგანი ორგანოებიც ვერ შეძლებს დასვენებას.
ძილის წინ არ უყუროთ ისეთ ფილმს ან გადაცემას, რომელიც ძლიერი ემოციის პროვოცირებას გამოიწვევს.
საღამოს დაგეგმეთ მომავალი დღის წესრიგი. ეს დილით ადრე ადგომის მოტივაციას შეგიქმნით.
ძალიან სასარგებლოა დღის განმავლობაში სუფთა ჰაერზე სეირნობა, რაც არა მარტო ძილის რეჟიმს მოგიწესრიგებთ, არამედ შესანიშნავ ფიზიკურ და ფსიქიურ მდგომარეობას შეგინარჩუნებთ.
ლალი ჩხიკვაძე