რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები

ნიტრატებით „გადავსებული“ ხილი და ბოსტნეული მთლიანად ვერ გადაამუშავებს აზოტს ცილად და მათში აზოტმჟავა მარილი სუფთა სახით იწყებს დაგროვებას. ის, თუ როგორ მოიქცევიან ადამიანის ორგანიზმში კომბოსტოს, საზამთროს ან სხვა ხილ-ბოსტნეულთან ერთად მოხვედრილი ნიტრატები, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია.

ერთ შემთხვევაში ნიტრატები შესაძლოა არ შეიწოვოს ორგანიზმმა და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გამოვიდეს იქიდან; სხვა შემთხვევაში კი შეიძლება შექმნას ძალიან სასარგებლო ანტიბაქტერიული ნაერთი, რომელიც დაგვიცავს ნაწლავის ჩხირებისა და სხვა პათოგენური მიკრობებისგან. ყველაზე უარეს შემთხვევაში ნიტრატები გარდაიქმნებიან ნიტრიტებად - აზოტის მჟავა მარილებად. სწორედ ეს მარილი არის სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ნიტრიტები რეაგირებენ სისხლში არსებულ ჰემოგლობინზე, გარდაქმნიან მას მეტაგლობინად, რომელსაც არ შეუძლია ჟანგბადის გადატანა. შედეგად, ყველა ორგანო და ქსოვილი ჟანგბადოვან შიმშილს (ჟანგბადის დეფიციტი) განიცდის და თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდება, შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნიტრატების უსაფრთხო დოზაა, ყველაზე ბევრი, 5 მგ 1 კგ წონაზე. ასე რომ, თუ თქვენ იწონით, ვთქვათ, 60 კგ-ს, დასაშვებია (ანუ უსაფრთხოა) 300 მგ ნიტრატის მიღება. ამ მაჩვენებელზე მეტის მიღება გაგიჭირდებათ, რადგან 1 კგ ბოსტნეულში მისი კონცენტრაცია 50-დან 400 მგ-მდე მერყეობს. ამასთან, შენახვისა და კულინარიული დამუშავების დროს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირდება.

სხვადასხვა სახის ბოსტნეულსა და ხილს ნიტრატების დაგროვების განსხვავებული უნარი აქვს. ლიდერობას არავის უთმობს ჭარხალი დაფოთლოვანი ბოსტნეული - ოხრახუში, კამა, სალათის ფოთოლი, მჟაუნა და ა.შ. ამ კულტურებს შეუძლიათ 2000 მგ ნიტრატის დაგროვება 1 კგ მასაზე და შესაბამისად, სახიფათოა ადამიანებისთვის.

მეორე ადგილს იკავებს კომბოსტო, ყაბაყი და ადრეული ჯიშის სტაფილო. ნიტრატების დაგროვების ყველაზე მცირე უნარით გამოირჩევა - ხახვი, პომიდორი, კიტრი, ტკბილი წიწაკა, ვაშლი, მსხალი, სუფრის ყურძენი.

კიდევ ერთი რამაა მნიშვნელოვანი - ნაყოფში ნიტრატები არათანაბრად ნაწილდება. მაგალითად, კომბოსტოსათვის „ნიტრატების საწყობია“ ღერო და გარეთა ფოთლები, სტაფილოსთვის - გული, მწვანილისთვის - ღერო და ფოთლების ე.წ. ძარღვები, ნესვისა და საზამთროსთვის - ქერქი და მისი მიმდებარე რბილობი. კიტრი, ყაბაყი და კარტოფილი ნიტრატებს აგროვებენ კანში, ამიტომ მოხმარების წინ მათი გათლაა მიზანშეწონილი. ტკბილ წიწაკასა და გოგრაში ნიტრატები მეტწილად გროვდება რბილობის ზედა ნაწილში.

თუ ბოსტნეული საეჭვო მოგეჩვენებათ და მოგინდებათ მასში ნიტრატების ოდენობის შემცირება, შეეცადეთ ამ ნივთიერების ცივი წყლით გამოდევნას. აზოტმჟავას მარილები ადვილად ხსნადია და თუ ბოსტნეულს ან ხილს 1 საათის მანძილზე გააჩერებთ ცივ წყალში, მათგან ნიტრატების 20-30% გამოიდევნება. მაგრამ უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ბოსტნეული და ხილი ნიტრატებთან ერთად დაკარგავს სასარგებლო კომპონენტების (მინერალები და წყალში ხსნადი ვიტამინები) გარკვეულ ნაწილსაც.

იგივე ხდება ხარშვის დროს. მაგალითად, ხარშვისას კარტოფილი თავისუფლდება ნიტრატების 40%-ისგან, სტაფილო და ჭარხალი კი - 70%-ისგან. და კიდევ, ნიტრატები- არასტაბილური ნივთიერებებია და თითქმის მთლიანად იშლებიან შენახვის დროს. მაგალითად, გაზაფხულამდე შემონახულ ბოსტნეულში ნიტრატები პრაქტიკულად არ არსებობს.

ერთი ნიუანსიც - არ შეიძლება უმწიფარი და უჩვეულოდ ადრე შემოსული ბოსტნეულისა და ხილის საკვებად გამოყენება - მათში ნიტრატების ჭარბი ოდენობაა სავარაუდებელი. სამაგიეროდ, კარგად დამწიფებულ ნაყოფში, როგორც წესი, ნიტრატების შემცველობა მნიშვნელოვნად დაბალია.

2. ათეროსკლეროზის პროფ ილაქტიკა და სწორი კვება

ჩვენ დროში ათეროსკლეროზი იმდენად გახშირდა, რომ მას თანამედროვე ადამიანის უბედურებაც კი უწოდეს.

რა არის ათეროსკლეროზი?

ეს არის არტერიის კედლის დაზიანება, მისი გასქელება და ელასტიკურობის დაკარგვა. გარდა ამისა, ათეროსკლეროზისათვის დამახასიათებელია არტერიის კედლის შიგნითა ზედაპირზე ქოლესტერინის, პროთრომბინისა და კალციუმის დაგროვება. პირველად აღმოცენებულ სიმპტომებს იშვიათად თუ აქცევს ვინმე ყურადღებას, არადა, ეს შეიძლება ინფარქტით ან ინსულტით დასრულდეს.

ათეროსკლეროზის პერსპექტივა საკმაოდ მძიმეა, ამიტომ კი არ უნდა დაველოდოთ სისხლძარღვებზე პრობლემების გაჩენას, არამედ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მის პროფილაქტიკას.

როგორია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა?

ათეროსკლეროზის განვითარების თავიდან ასაცილებელი მთავარი და ეფექტური ღონისძიებაა: ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაკაჟება, მავნე ჩვევების დავიწყება, ემოციის კონტროლი და შრომისა და დასვენების ნორმალური რეჟიმის დაცვა.

ერთი შეხედვით მარტივი ნაბიჯებია: სუფთა ჰაერზე სეირნობა (ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ ადამიანმა ბუნებაში უნდა გაატაროს წელიწადში 200 საათი მაინც), მარტივი ფიზიკური ვარჯიში, ძილის სწორი რეჟიმი (ტემპერატურა საძინებელში არ უნდა აღემატებოდეს 16 გრადუსს და უნდა გვეძინოს არანაკლებ 7 საათისა) და ჯანსაღი კვება, მაგრამ შეუდარებელი ეფექტი აქვს.

დიეტა ათეროსკლეროზის დროს

კვება - ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აუცილებლად უნდა გადახედოთ კვების რაციონს და გაამდიდროთ სასარგებლო ანუ ანტისკლეროზული თვისებების პროდუქტებით. ეს არის სხვადასხვა სახის ბოსტნეული, განსაკუთრებით ნიორი, ბადრიჯანი, სტაფილო, ხახვი, ლობიო, ზღვის მცენარეები და სხვა. სხვათა შორის, თუ ზღვის კომბოსტოს დავამატებთ სხვადასხვა კერძს, ეს საშუალებას მოგვცემს მარილზე ვთქვათ უარი. ეს უკანასკნელი არასასურველი პროდუქტია ათეროსკლეროზის თვალსაზრისით.

კარგი იქნება, თუ კვების რაციონიდან ამოიღებთ ცხოველურ ცხიმს და ხორცს ნელ-ნელა ჩაანაცვლებთ თევზით და ზღვის პროდუქტებით.

ათეროსკლეროზის ძალიან ადრეულ ეტაპზე კვების რაციონიდან სრულად უნდა ამოიღოთ ცხიმიანი ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი), თევზი და ფრინველი, ასევე, ტვინი, ღვიძლი, თირკმელები. უარი უნდა თქვათ ხიზილალაზე, სალაზე, ბეკონზე, ცხარე და მარილიან საჭმელზე, ხორცისა და თევზის კონსერვზე, ბისკვიტის ცომისგან მომზადებულ პროდუქტებზე, ბარდაზე, ლობიოზე, ნაყინზე, კაკაოსა და შოკოლადზე. ყავა და ჩაი საკმაოდ სუსტი უნდა იყოს, უმჯობესია დაუმატოთ რძე.

სასარგებლოა ვეგეტარიანული სუპები (ბოსტნეულის, მარცვლეულის, ხილის, რძის). უცხიმო ხორცის ბულიონის მიღება კვირაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება. ხორცი დასაშვებია მცირე რაოდენობით, მჭლე ან ძეხვი „საექიმო“. არსებობს შეზღუდვები რძის პროდუქტების მოხმარების მხრივაც: დასაშვებია უცხიმო რძე, უცხიმო ხაჭო, იოგურტი, მაწონი, კეფირი. მაგრამ არაჟანი უნდა შეიზღუდოს 1 ჩაის კოვზამდე დღეში სუპებსა და სალათებზე, კარაქი კი დღეში მხოლოდ 25 გრამამდეა შესაძლებელი.

ათეროსკლეროზის დროს ყველაზე სასარგებლოა - თევზი, თევზის ცხიმი, ზღვის პროდუქტები, წითელი პალმის ზეთი და ნიორი. იმ ქვეყნებში, სადაც კვების რაციონი მდიდარია დასახელებული პროდუქტებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი და დაბალია ათეროსკლეროზით გამოწვეული სიკვდილიანობა.

არ უნდა დაივიწყოთ თევზის ქონიც. ადრე ექიმები მშობლებს ურჩევდნენ, ბავშვებისთვის აუცილებლად მიეცათ ის. ახლაც ძალაში რჩება ეს რეკომენდაცია, რადგან თევზის ქონი უნიკალური პროდუქტია, მას სისხლძარღვების დაცვა შეუძლია.

სწორი კვებითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დიდხანს შეუნარჩუნებთ სისხლძარღვებს ჯანმრთელობას. ეს კი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული!

3. ალერგია სამკაულებზე

ბიჟუტერიის სამკაული მეტ-ნაკლებად ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ბევრისთვის სხვა მიზეზით ხდება მიუწვდომელი: ზოგიერთი ქალი კანზე გამონაყარის შიშით უბრალო ლითონისგან დამზადებულ სამკაულს ვერ იკეთებს, რა არის მიზეზი? ალერგია?

საყურემ, ბეჭდებმა, სამაჯურებმა, ქამრის ბალთებმა შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, თუ ნიკელის, ქრომის, კობალტის და მოლიბდენის შენადნობებისგან იქნება დამზადებული. განსაკუთრებით ბევრს აქვს პრეტენზია ნიკელის მიმართ.

ადამიანი ლითონების მიმართ ალერგიის შესახებ მოულოდნელად იგებს: შეიძლება თვეობით მოუხსნელად ატაროს სამკაული, მაგრამ ერთ დღეს უცბად დაეწყოს ქავილი. შეხების ადგილას კანი წითლდება, შუპდება, იწყება ქავილი, ჩნდება პატარა ბუშტუკები, შემდეგ - ქერქი და იწყება აქერცვლა.

როცა ადამიანს ეს სიმპტომები პირველად უჩნდება, შიში იპყრობს: მაგალითად, მუცელზე ქავანა ლაქის გაჩენისას მუნზე ფიქრობს, არადა, ეს ქამრის ბალთაზე კანის რეაქციაა, ანუ კონტაქტური დერმატიტი. ექიმების მონაცემებით, ნიკელის შემცველ შენადნობთან შეხებისას ასეთი კონტაქტური დერმატიტი უჩნდება ადამიანთა 30%-ს. აქედან უფრო მეტი ქალია.

ლითონზე ალერგიის პრობლემის მოგვარება, ერთი შეხედვით, ადვილია: არ გაიკეთოთ ის სამკაული, რომელიც ალერგიას იწვევს. სინამდვილეში ეს სულაც არ არის მარტივი, რადგან ნიკელი მარტო სამკაულებში კი არა, სხვა ნივთებშიც გვხვდება. მაგალითად, ამ ლითონს შეიცავს - ელვა, ღილები, გასაღებები, ჯინსებზე შესაკრავები, ჭურჭელი, მონეტები და სხვა.

ნიკელს შეიძლება ძვირფასი ლითონისგან დამზადებული სამკაულის ტარების დროსაც შეეხოთ, ამით აიხსნება საქორწინო ბეჭედზე ალერგია. სიმკვრივის მოსამატებლად ოქროს (ოქრო რბილი ლითონია) უმატებენ სხვა ლითონებს, მათ შორის, ნიკელს (თუ სამკაული 585 სინჯისაა, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში ოქრო მხოლოდ 58.5 პროცენტია).

სამწუხაროდ, ალერგიის გამომწვევთან კონტაქტის შეწყვეტით იწყება ნებისმიერი სახის ალერგიის მკურნალობა. თუ არ მოიხსნით ალერგიის გამომწვევ ბეჭედს ან საყურეს, არ ელოდოთ პრობლემის მოგვარებას.

ალერგიის პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება სტომატოლოგიური იმპლანტანტები. სტომატოლოგია-ორთოდონტიაში ნიკელი გვირგვინების და ბრეკეტების დასამზადებლად გამოიყენება. თუ ოდესმე გქონიათ ალერგია ლითონზე, ამის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს, ის კი, თავის მხრივ, გეტყვით, რა მასალისგან დაამზადებს გვირგვინს. იმპლანტის გადანერგვამდე უნდა გაიკეთოთ ალერგიული ტესტები.

ნიკელზე ალერგიის მქონე ადამიანებმა სპეციალური დიეტა უნდა დაიცვან: კვების რაციონიდან უნდა ამოიღონ თხევადი ყველი, შვრიის პროდუქტები, შოკოლადი, შებოლილი თევზი, თითქმის ყველანაირი თხილეული, ალუბალი, სიმინდი, პომიდორი, სოია, კაკაო, ჩაი, ალკოჰოლი. მჟავე საკვები (კენკრა, ციტრუსი, ხილი, კომბოსტოს მჟავე) უნდა ჭამონ იშვიათად და საკვები მოამზადონ მინის, თიხის ან ემალირებულ ჭურჭელში.