რატომ არ უნდა მიაყოლოთ ალკოჰოლს ტკბილი გაზიანი სასმელები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არ უნდა მიაყოლოთ ალკოჰოლს ტკბილი გაზიანი სასმელები

მთავარი არის ის, რომ ღვინისა თუ არყის მოყვარულები ხშირად ალკოჰოლურ სასმელს გაზიანსაც აყოლებენ. ეს კი ძალიან მავნებელია. საქმე ისაა, რომ ტკბილ და, საზოგადოდ, გაზიან სასმელებში შემავალი ნახშირორჟანგი ძლიერ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, შედეგად, ალკოჰოლი უფრო სწრაფად შეიწოვება და თრობაც ბევრად უფრო ადრე ვითარდება, ვიდრე მხოლოდ ალკოჰოლური სასმელის დალევისას.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი კი ის არის, რომ გაზიან სასმელებში შემავალი დანამატები, ე.წ. დამოკიდებულების აღმძვრელი სპეციალური კომპონენტები ეთილის სპირტთან კომბინაციაში უფრო სწრაფად და ეფექტურად რთავენ მექანიზმს - "რაც უფრო მეტს სვამ, მით მეტი გინდა!". გაზიანი სასმელის პარალელურად ალკოჰოლის სმის დროს ამ უკანასკნელზეც იზრდება მოთხოვნილება. ანუ ადამიანი სულ უფრო მეტ ალკოჰოლს მიირთმევს და მეტ გაზიან სასმელსაც აყოლებს. თუ იმ დღით სიმთვრალის გართულებებს გადაურჩა, მეორე დღეს მძიმე სიმპტომებით დატვირთული ბახუსი გარანტირებული აქვს. ბახუსის თანმხლები აუტანელი სიმპტომები ხშირად სწორედ სასმელების აღრევის შედეგია. მხოლოდ ალკოჰოლური სასმელის დალევის შემდეგ ასეთი მძაფრად გამოხატული სიმპტომები არ ვითარდება.

კიდევ უფრო მძიმედ აისახება ადამიანის ორგანიზმზე ალკოჰოლურ სასმელებზე კოფეინისა და სხვა მატონიზებელი ნივთიერებების შემცველი ენერგეტიკული სასმელების მიყოლება. ეს კომბინაცია იწვევს არტერიული წნევის მომატებას, თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმს, თირკმელების ფუნქციის დარღვევას, არითმიისა და ზოგჯერ კრუნჩხვების განვითარებას.

ალკოჰოლისა და ენერგეტიკული სასმელების აღრევა განსაკუთრებით საშიშია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების მქონე პირთათვის -იზრდება მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკი.

ასე რომ, თუ გადაწყვეტილი გაქვთ ღვინის ან არყის სმით სიამოვნების მიღება, ნუ მიაყოლებთ მათ გაზიან სასმელებს, ალკოჰოლი დამოუკიდებლად მიირთვით!

თინათინ გოცაძე