ხმის უნიკალური ძალა და თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხმის უნიკალური ძალა და თვისებები

თითოეული ჩვენგანის ხმა ისეთივე უნიკალურია, როგორიც თითის ანაბეჭდი ან თვალის ბადურას აგებულება.

ხმის მიხედვით შესაძლებელია ადამიანის ხასიათის შესახებ მსჯელობა, ცნობილია, რომ პიროვნებაზე ზოგად წარმოდგენას 55%-ით განსაზღვრავს მისი მიმიკა, 38%-ით ხმა და მხოლოდ 7%-ია დამოკიდებული იმაზე, რა თემაზე საუბრობს იგი.

ხმით მართლაც ბევრი აზრია შებურული, როცა უცხო ადამიანს ვუსმენთ, მისი ტემბრი, საუბრის მანერა, ინტონაცია საკმაოდ დიდ ინფორმაციას იძლევა მისი მფლობელის ხასიათსა და გრძნობებზე.

როგორი ხმა არსებობს?

ხმა შესაძლოა იყოს:

  • თბილი და რბილი;
  • უხეში და მოღუშული;
  • შეშინებული და მერყევი;
  • ყიჟინა და თავდაჯერებული;
  • ექიდნური და ცინიკური;
  • მყარი;
  • ცოცხალი;
  • მოზეიმე.

ხმის ათასამდე ტონია ცნობილი, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ასევე მრავალფეროვანი ადამიანური გრძნობისა და განწყობის პალიტრის, ასევე აზრების გამოხატვა.

საუბარი, საკუთარი აზრების გამოხატვისა და გამოთქმის უნარი, ადამიანს პიროვნებად აყალიბებს. სოციალური შეხედულებით, ხმა არა მხოლოდ ადამიანთა შორის აზრებისა და ინფორმაციის გაცვლის საშუალებაა, არამედ ძვირფასი და ღირებული კაპიტალი მათთვის, ვისი პროფესიული საქმიანობაც ხმას უკავშირდება:

  • მსახიობები;
  • მომღერლები;
  • პაროდისტები;
  • ტელე- და რადიოწამყვანები;
  • ჟურნალისტები.

ხმა თავისებური შემოქმედების იარაღია მასწავლებლების, უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების ლექტორების, ორატორების, გიდებისა და სხვა პროფესიათა წარმომადგენლებისთვის.

მას ერთგვარი სამედიცინო მნიშვნელობაც აქვს – ხმის მოდულაციით, მისი ცვლილებით, სხვადასხვა სიტუაციებში შესაძლებელია ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ დასკვნების გაკეთება.

ხმა შეხედულებასა და არჩევანსაც გამოხატავს - ხმის მიცემა, თანხმობა, უთანხმოება და შეთანხმება.

გერმანულ ენაზე სიტყვა ხმა - სტიმმე, წარმოდგება სიტყვა შტიმმუნდ - ხასიათიდან. ლათინურ ენაზე ზმნა - სონარე, ხმიანობა, წარმოდგება სიტყვა პერსონა-სგან, რაც ნიშნავს ნიღაბს, რომლითაც ანტიკური ხანის მსახიობები სპექტაკლისას სახეს იფარავდნენ.

ამ ნიღაბს მსახიობები ხშირად იცვლიდნენ სპექტაკლის მიმდინარეობისას, პერსონაჟის ხასიათის ცვლილების მიხედვით.

საბოლოოდ, სიტყვა პერსონამ მიიღო პერსონის - ადამიანური ინდივიდუმის მნიშვნელობა.

ხმა განსაკუთრებული სისრულით ავლენს ადამიანის განწყობას და მის სულიერ მდგომარეობას, შესაძლებელია გარეგნობის, ვარცხნილობის შეცვლა, მაგრამ ხმას ასე მარტივად ვერ შეიცვლი, მასში ყოველთვის ადვილად იგრძნობა სიყალბე და სიცრუე, ტყუილად როდი გვამცნობს ერთი ძველინდური სიბრძნე: “ძნელია შაშვებში ყვავის გარჩევა, ვიდრე იგი დუმს”.

ხმის მახასიათებლები

ხმა ხასიათდება ისეთი პარამეტრებით, როგორებიცაა:

  • სიხშირე - ტონთა დიაპაზონი;
  • ძალა;
  • ტემბრი და შეფერილობა;
  • ვიბრატო.

ტონთა დიაპაზონი

გამოცებული ბგერის სიმაღლეს განსაზღვრავს 1 წამის განმავლობაში სახმო იოგების რხევის სიხშირე, ეს სიდიდე იზომება ჰერცებში - 1 ჰერცი წამში ერთი რხევის ტოლფასია.

სახმო იოგებს შეუძლიათ რხევითი მოძრაობები შეასრულონ როგორც მთელი სხეულით, ისე მხოლოდ მათი ნაწილის რხევით, სწორედ ამით აიხსნება ხმის ტონთა მრავალფეროვნება. სახმო იოგებს ხომ თავისუფლად შეუძლიათ განსხვავებული სიხშირით ირხეოდნენ - 80-დან 10 1000 რხევამდე წამში და მეტიც.

ადამიანის ხმის ტონური დიაპაზონი წარმოდგენილია ტონთა თანმიმდევრობით, რომლებიც მოიცავს ყველაზე დაბალ და ყველაზე მაღალ ბგერებს.

ადამიანის ხმა, ჩვეულებრივ, მოიცავს 654-დან 1300 ჰერცამდე ტონებს.

ცნობილია ადამიანური ხმის ორგვარი გამოვლინება: სიმღერა და საუბარი - ხმის ხარისხი რამდენამდე განსხვავებულია, სასაუბრო ხმა ხმის სრული დიაპაზონის მხოლოდ 1/10-ს შეადგენს.

მამაკაცი მომღერლის ტონური დიაპაზონი 2,5 ოქტავას შეადგენს, ქალის ზოგჯერ 3 ოქტავას აღემატება. საზოგადოდ, ადამიანის ძლიერ ხმას შეუძლია 6 ოქტავის ტონური დიაპაზონი მოიცვას.

ხმის ვიბრაცია სამყაროს ერთ-ერთი საოცრებაა

დაფიქრებულხართ ოდესმე, რა ძალა აქვს ხმას? უმრავლესობა – არა! არადა, ხმა, გარდა იმისა, რომ ენერგეტიკული ცენტრის მამოძრავებელი ძალაა, კომუნიკაციისა და შემოქმედების მთავარი საშუალებაა, მას უშუალო კავშირი აქვს ადამიანის სექსუალობასთან და მოწინააღმდეგე სქესში ინტერესის და ლტოლვის გაღვიძების უშუალო მაპროვოცირებელი ფაქტორია.

მოსაუბრე ტრანსი

არსებობენ ადამიანები, რომელთა საუბარიც იავნანასავით ჩაგესმის და დაძინების დაუძლეველ სურვილს ბადებს. ასეთებს ტრანს-მოსაუბრენი ჰქვიათ, მათ ხმას ადამიანის ტრანსში გადაყვანა შეუძლია.

მნიშვნელობა არ აქვს, რა თემაზე საუბრობ, მთავარი ხმის დამახასიათებელი ვიბრაციაა, რომლის სიხშირეც ადამიანის თავის ტვინის აქტივობის სიხშირეს ემთხვევა, ამასთან ისეთისას, რომელიც ადუნებს ნებისყოფას, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარს, სამაგიეროდ აძლიერებს მხედველობით გამოსახულებას და მეხსიერებას.

ტრანს-მოსაუბრესთან ტვინი გაცილებით მცირე ინფორმაციას იღებს გრძნობის ორგანოებიდან და გაცილებით მეტ ყურადღებას ავტომატურად შინაგან შეგრძნებებს უთმობს.

ტრანს-ხმა იძულებითი ძალაა, რომელიც მართავს ადამიანის ტვინის აქტივობას და ცვლის ცნობიერებას.

ტრანსული საუბრის მახასიათებლებია: მონოტონურობა, რიტმულობა, პაუზები, დაბალი ხმა, შენელებული ტემპი და ბუნებრივზე დაბალი ხმის ტემბრი.

ხმა ყურადღებას საჭიროებს, თუ:

  • ხშირად გთხოვენ თქმულის გამეორებას;
  • ამჩნევთ, საუბრისას მოსაუბრეს ხშირად გადააქვს ყურადღება სხვა საგნებზე.
  • ვერ ახერხებთ საქმიანი შეხვედრების წარმატებით წარმართვას, მაშინაც კი, თუ რეალური ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს.
  • არასდროს შეუქიხართ ეფექტიანად წარმოთქმული სიტყვებისთვის.

ამგვარად, ხმა ნებისმიერი პიროვნების სავიზიტო ბარათია, სწორედ ამიტომ უკანასკნელ ხანს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ცდილობს, ხმა გარეგნობაზე არანაკლებ მიმზიდველი ჰქონდეს.