ფუტკრის რძე 54 დაავადებას კურნავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფუტკრის რძე 54 დაავადებას კურნავს

ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, აგრეთვე ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, ჰორმონებს და ფერმენტებს. მასში აღმოჩენილია 22 ამინომჟავა (არგინინი, გლიცინი, ცისტეინი, ჰისტიდინი, ლიზინი, ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, თრეონინი, სერინი, მეთიონინი, გლუტამინის მჟავა, ტრიფტოფანი და სხვ.).

ფუტკრის რძის ცილები მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებით და ამიტომაც სრულფასოვანი არიან. მასში ბევრია С, B1, B2, B5, B6, B8 ვიტამინები, ბიოთინი, ფოლის მჟავა, ინოზიტი და ნაკლები- A, D, E ვიტამინები. ფუტკრის რძე შეიცავს 5,46% ცხიმებსა და 12,7% ნახშირწყლებს. მიკროელემენტებიდან საინტერესოა რკინა, მანგანუმი, თუთია და კობალტი, როგორც ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის. ფუტკრის რძის შემადგენლობაში შედის აცეტილქოლინი, ქოლინესტერაზა, საჭმლისმომნელებელი ფერმენტები, ჰორმონები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები - საერთო რაოდენობით 3,9%.

ფუტკრის რძე ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას უმაღლეს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას და მხედველობას, ამცირებს შაქრის შემცველობას სისხლში დიაბეტით დაავადებულებში. იგი წარმატებით გამოიყენება 54 დაავადების მკურნალობისას. მათ შორისაა ბრონქიალური ასთმა, ქრონიკული ყაბზობა, ნევროზები, ღვიძლის დაავადებები, კლიმაქსური დარღვევები, უმადობა და სხვ.

ფუტკრის რძის მიღების წინა პირობაა ფუტკრის ოჯახის მიერ დედის გამოყვანა. ოჯახის დაობლების შემდეგ სამუშე ლავრა (ჭუპრი) უნდა გარდაიქმნას სადედე ლავრად. ამ შემთხვევაში სამუშე ლავრიან უჯრას ფუტკრები რძით გაავსებენ და ეს საკვები ხდება მიზეზი იმისა, რომ მუშა ფიტკრის მაგივრად (ცოცხლობს 3-5 თვე) მიიღება დედა ფუტკარი. (ცოცხლობს 5-7 წელი). სწორედ ამ უჯრედებიდან, დედა ფუტკრის გამოჩეკვამდე, ხდება ფუტკრის რძის შეგროვება მეფუტკრის მიერ.

ფუტკრის რძის პრეპარატია აპილაკი. ნატურალური ფუტკრის რძის შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ მეფუტკრეთა ასოციაციას.

მიღების დოზა: ფუტკრის სადედე რძის პროფილაქტიკური დღიური დოზა ზრდასრულთათვის დღეში 0,2 გრამია.16 წლამდე მოზარდთათვის 0,1 გრამი. სამკურნალო დოზა დგინდება ექიმთან(აპითერაპევტი) შეთანხმებით.

მიღების წესი:ფუტკრის რძე მიიღება უზმოზე, ჭამამდე 30წთ-ით ადრე,ვითავსებთ ენის ქვეშ გაწოვამდე ,დღის პირველ ნახევარში.

უკუჩვენება: იშვიათად,მაგრამ ზოგიერთი ინდივიდისთვის ფუტკრის სადედე რძემ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია,რაც გამოიხატება ნერვული აღზნებადობით,თავის ტკივილით და უძილობით.ამ შემთხვევაში უნდა შევამციროთ დოზა ან შევწყვიტოდ მიღება.

ფუტკრის სადედე რძე არ არის რეკომენდირებული ადისონის(თირკმელზედა ჯირკვალის დაავადება) დროს.

ფუტკრის სადედე რძე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება მიიღონ იმ ინდივიდებმა, რომელთაც აქვთ სისხლის გადაჭარბებული შედედების უნარი ან აქვს ჰიპერკუაგულაციისადმი მიდრეკილება.

შენახვის პირობები: ფუტკრის სადედე რძე ადვილად ფუჭებადი პოდუქტია.იგი უნდა ინახებოდეს ჰერმეტულ და სტელირულ ჭურჭელში, ჰაერთან კონტაქტის გარეშე.

ფუტკრის სადედე რძე ინახება მაცივარში ან თერმოსში +2C-დან +6C-მდე.

ტრანპორტირებისას ან დროებით შენახვისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ბოთლი გაყინული წყლით.