ფაგიო® – დამცავი ფარი გაციებისაგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფაგიო® – დამცავი ფარი გაციებისაგან

. ხშირ შემთხვევებში

აღნიშნული დაავადებების პირველმიზეზი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ასუსტებს იმუნურ სისტემას. ამასთან დაკავშირებით, პაციენტის სასუნთქ გზებში აქტიურად იწყებენ დაავადების გამომწვევი მავნე ბაქტერიები გამრავლებას. გამოჯანმრთელება ფერხდება.

ქრონიკული ჰაიმორიტის, ტონზილიტის ან ბრონქიტის შემთხვევაში, ბაქტერიული გართულებების და დაავადების გახანგრძლივების ალბათობა საკმაოდ მაღალია. რისკის ჯგუფში ასევე შედიან ადამიანები დასუსტებული იმუნიტეტით, ანემიით, სხეულის მასის დეფიციტით, შაქრიანი დიაბეტით და სხვა მძიმე ქრონიკული დაავადებებით.

ჯერ კიდევ ათწლეულის წინ ბაქტერიული ბუნების გახანგრძლივებული რესპირატორული ინფექციის შეთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა იყო ცალსახა: ანტიბიოტიკების მიღება. მაგრამ ამ ძლიერ მოქმედ პრეპარატებს შეუძლია ტოქსიკური მოქმედების მოხდენა, ალერგიული რეაქციების და დისბაქტერიოზის გამოწვევა. ამას გარდა, მიკოროორგანიზმები ხდებიან უფრო მდგრადები ანტიბიოტიკების მიმართ - ვითარდება ანტიბიოტიკებისადმი პოლირეზისტენტობა. ყველაფერმა ამან გამოიწვია ინფექციებთან ბრძოლის ახალი მეთოდების შემუშავება.

ბუნებრივი მტრები

ბოლო წლებში ბაქტერიული ეტიოლოგიის ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის ეფექტურად გამოიყენება „ბაქტერიების ბუნებრივი მტერი“ - ბაქტერიების სპეციფიკური ვირუსები - ბაქტერიოფაგები (ფაგები). ფაგები აღწევენ რა სპეციფიკური მიკროორგანიზმების უჯრედებში, ანადგურებენ მათ. ფაგებს გააჩნია საინტერესო თვისება, რომელიც არ გააჩნია არც-ერთ წამალს- ფაგების გამრავლება ორგანიზმში ხდება მის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიების არსებობის შემთხვევაში, უკანასკნელი ბაქტერიული უჯრედის დაშლის-ლიზისის შემდგომ ფაგებიც „ქრებიან“ - მთლიანად გამოდიან ორგანიზმიდან.

ფაგებით მკურნალობას გააჩნია რიგი უპირატესობები ანტიბიოტიკოთერაპიასთან შედარებით:

• არ ხდება ფაგებისადმი მდგრადობის - ფაგორეზისტენტობის- განვითარება;

• გვერდითი ეფექტების და უკუჩვენებების არ არსებობა (ძალიან იშვიათად ალერგიული რეაქციები);

• არ აზიანებს თირკმელებს და ღვიძლს, არ იწვევს დისბაქტერიოზს და სხვა არასასურველ რეაქციებს.

უნივერსალური ჯარისკაცი

ზედა სასუნთქი გზების ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების (რინოსინუსიტი, ოტიტი, ტონზილიტი) მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის დღეს ფართოდ გამოიყენება პიობაქტერიოფაგი - ფაგიო®, რომელსაც აწარმოებს ბიოლოგიური, ბაქტერიოფაგის პრეპარატების მწარმოებელი კომპანია ბიოქიმფარმი. პრეპარატი არის სამკურნალო ხსნარი ადგილობრივი და გარეგანი გამოყენებისათვის, ასევე შიგნით მისაღებად. ფაგიო®- წარმოადგენს ინფექციების ძირითადი გამომწვევების: სტაფილოკოკების (Staphylococcus), სტრეპტოკოკების (Streptococcus), პათოგენური ნაწლავის ჩხირის ( Escherichia coli ), ლურჯ-მწვანე ჩირქმბადი ჩხირის (P. aeruginosa), პროტეუსის (Proteus mirabilis, Proteus vulgaris), ფაგოლიზატების სტერილური ფილტრატების ნარევს.

პრეპარატი- ფაგიო წარმოადგენს თავისებურ “ქოლგას” არა მხოლოდ სასუნთქი გზებისთვის - ის ასევე ეფექტურია უროგენიტალური და ენტერალური (ნაწლავური) ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ფაგიო® იცავს არა მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებს ინფექციისგან, არამედ ახდენს ადამიანის სხვა ორგანოებში და სისტემებში გართულებების პრევენციას.

ფაგიო®–ს თითოეულ კომპონენტს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი სხვადასხვა ბაქტერიული შტამების მიმართ. მისი საწარმოო სერიების დამზადებისას გამოიყენება ბუნებრივი ნედლეული.

პათოგენური ბაქტერიების განადგურება ხდება ბაქტერიოფაგით ბაქტერიული უჯრედის ინფიცირების შედეგად. ბაქტერიებთან ბაქტერიოფაგის ურთიერთქმედების პროცესი მიმდინარეობს ციკლურად.

ბაქტერიოფაგის თითოეული სიცოცხლის ციკლი შედგება თანმიმდევრული ეტაპებისგან:

mkurnali.ge 1. ბაქტერიოფაგის ადსორბცია ბაქტერიის ზედაპირზე და ნუკლეინის მჟავის ინექცია (გენეტიკური მასალის) ბაქტერიული უჯრედის შიგნით.

2. უჯრედ–შიდა განვითარება

3. ბაქტერიული უჯრედის ლიზისი და ბაქტერიოფაგის ახალი თაობის გამოსვლა.

სიცოცხლის ციკლები მისდევენ ერთმანეთს ბაქტერიების სრულ განადგურებამდე.

ფაგიო®–ს ხსნარის მიღება შეიძლება შიგნით (დასალევად); ადგილობრივად- გამოსავლებად (ყელში გამოვლება), საფენების, ტამპონების სახით; ცხვირში და ყურში ჩასაწვეთებლად. მაგ. ჰაიმორიტის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია 5-10 წვეთი ფაგიოს® თითო ნესტოში ჩაწვეთება. თუ პრეპარატი გამოიყენება სამკურნალოდ, მაშინ ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებულია ცხვირში სამკურნალო ხსნარით დასველებული ბამბის გაჩერება.

გარეგანი და შუა მწვავე ოტიტის კომპლექსური მკურნალობის დროს ფაგიოს იწვეთებენ ყურში 1-3 ჯერ დღეში. ტონზილიტის დროს ფაგიო გამოიყენება ყელში გამოსავლებად, 3 - ჯერ დღეში. არასასურველი გვერდითი რეაქციების არარსებობა იძლევა ფაგიოს® გამოყენების შესაძლებლობას ნებისმიერი ასაკის ბავშვებსა და ორსულ ქალებში. უკუჩვენებას წარმმოადგენს მხოლოდ ინდივიდუალური აუტანლობა, რომელიც ძალიან იშვიათად გვხვდება.

ფაგიო გამოდის 20 მლ – იან ფლაკონებში, კოლოფში 4 ცალი, გაიცემა ურეცეპტოდ. ხოლო სულ ახლახან კომპანია ბიოქიმფარმმა გამოუშვა ფაგიო®–ს ინოვაციური ფორმა – ფაგიო® სპრეირომელიც მოსახერხებელია ყელის (ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი) და სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. პრეპარატი გამოიყენება – 5 შესხურება 4–5 ჯერ დღეში. ფაგიო ხელმისაწვდომია სააფთიაქო ქსელების აფთიაქებში და გაიცემა ურეცეპტოდ.

ამგვარად, მკურნალობის მიზნით ფაგიოს გამოყენება, ერთის მხრივ, როგორც ანტიბიოტიკების ალტერნატიული საშუალების, მეორეს მხრივ, როგორც დამხმარე საშუალების ტრადიციულ ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად, თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში ითვლება პერსპექტიულ მიმართულებად.

ფაგიო®

  • შესაძლებელია გამოყენება ბავშვებისა და ორსულებისათვის
  • ანადგურებს მხოლოდ მავნე ბაქტერიებს
  • არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას და არ არის ტოქსიური
  • თავსებადია ნებისმიერ სამკურნალო საშუალებასთან
  • ხელს უწყობს იმუნიტეტის მაჩვენებლების ნორმალიზებას

ჩვენებები:

• სპეციფიკური და არასპეციფიკური ნაწლავური ინფექციები

• ყელ–ყურ–ცხვირის ინფექციური დაავადებები

• უროგენიტალური ინფექციები

• სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები

• დამწვრობით ჭრილობები

• ქირურგიული ინფექციები

• შიდა–ჰოსპიტალური ინფექციების პროფილაქტიკა

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს

mkurnali.ge