რატომ არ გვირჩევენ ექიმები ასპირინის ბოროტად გამოყენებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არ გვირჩევენ ექიმები ასპირინის ბოროტად გამოყენებას

ისინი ასპირინის სმას მხოლოდ მათ ურჩევენ, ვისაც გულის შეტევა ან ინსულტი ემუქრება, ჯანმრთელები და მოხუცები კი ასპირინის რეგულარული სმით ორგანიზმს სარგებლობაზე მეტად ზიანს მიაყენებენ - შესაძლოა, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული განუვითარდეთ. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორის, აშშ-ის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საწინააღმდეგო რეკომენდაციების შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარის, სიდნეი სმიტის თქმით, ასპირინის მიღება ყველას რომ არ სჭირდება, ექიმებს უკვე გაცნობიერებული აქვთ და ამ პრეპარატს მხოლოდ მათ უნიშნავენ, ვისთვისაც სარგებლობის მოტანა შეუძლია.

წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ასპირინის მცირე დოზის რეგულარული მიღება ამცირებდა გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკს. სოციალური გამოკვლევის შედეგების თანახმად, 2009 წელს ამერიკელებმა 44 მილიონი შეკვრა ასპირინი შეიძინეს, რაც 5 წლის წინანდელ მონაცემებს 12%-ით აღემატება. ექიმებს შორის გაბატონებულია აზრი, რომ გულის შეტევისა და იშემიური ინსულტის გადატანის შემდეგ ადამიანმა ასპირინის მცირე დოზა რეგულარულად უნდა მიიღოს. აშშ-ის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციით, ასპირინი უნდა მიიღონ 45-დან 79 წლამდე ასაკის იმ მამაკაცებმა, რომელთაც მოწევისა და ქოლესტერინის მაღალი დონის გამო გულის დაავადებათა განვითარების მომეტებული ალბათობა აქვთ, 55-დან 79 წლამდე ასაკის ქალებს კი ასპირინის რეგულარულ მიღებას იმ შემთხვევაში ურჩევენ, თუ მაღალი არტერიული წნევის ან შაქრიანი დიაბეტის გამო იშემიური ინსულტი ემუქრებათ. ასპირინის რეგულარულ მიღებას სისხლდენა რომ არ მოჰყვეს, ამ პრეპარატის დღიური დოზა 75 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ჯგუფი ასპირინის მიღებას არ ურჩევს 45 წლამდე ასაკის მამაკაცებს, 55 წლამდე ასაკის ქალებს და 80 წელს გადაცილებულ ორივე სქესის წარმომადგენლებს.