ყველაზე გემრიელი წითელი პომიდვრის მწნილი
მაგალითად სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მწვანილები, ნიორი ან პილპილი გამოიყენოთ მეტი ან ნაკლები. მწნილს დაუმატოთ სტაფილო ან ბულგარული წიწაკა. რაც შეეხება მარილს და ძმარს, მის რაოდენობას ზრდით ჭურჭლის მოცულობის შესაბამისად - ორლიტრიან ქილაზე 2 ს/კ მარილი და 2 ს/კ ძმარი, სამლიტრიან ქილაზე 3 ს/კ მარილი და 3 ს/კ ძმარი და ასე შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ამ რეცეპტის მიხედვით ცალკე მარილწყალი არ მზადდება, მარილს და ძმარს მდუღარე წყლის მეორედ დასხმამდე ათავსებთ პირდაპირ ქილაში და შემდეგ ასხამთ წყალს.
მასალა
პომიდორი - 500 გრ
კამა (აყვავებული) - 3-4 ღერი
ნიახური - 5-6 ღერი
ოხრახუში -5-6 ღერი
ნიორი - 5-6 კბილი
დაფნის ფოთოლი - 1-2 ცალი
შავი პილპილის მარცვლები გემოვნებით
მარილი - 1 ს/კ (თავმოუბმელი)
ძმარი - 1 ს/კ
შაქარი - 1 ჩ/კ
მომზადება
კარგად გარეცხილი პომიდორი ჩანგლით დავჩხვლიტოთ ერთ-ორ ადგილზე (ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მდუღარეს დასხმის დროს კანი არ დაუსკდეს). სამწნილე პროდუქტი ქილაში ჩავალაგოთ შემდეგი თანმიმდევრობით: ძირზე დავაფინოთ კამა, ნიახური, ოხრახუში, რამდენიმე კბილი ნიორი, დაფნა, ზემოდან დავაწყოთ პომიდორი, თავზე ისევ დავაფინოთ მწვანილები და მოვაყაროთ შავი პილპლის მარცვლები. ქილაში ჩავასხათ ანადუღარი მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 15 წუთი, შემდეგ წყალი გადავქციოთ. ახლა უკვე ქილაში ჩავყაროთ მარილი, შაქარი, დავამატოთ ძმარიც, თავიდან დავასხათ მდუღარე და მაშინვე მოვხუფოთ ან დავახუროთ ხრახნიანი ხუფი. ქილა ამოვაბრუნოთ და შევფუთოთ თბილად გაციებამდე.
მწნილი მზად იქნება 3-4 დღეში. გემრიელად მიირთვით!