საიდან მოდის სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საიდან მოდის სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია

გარეშე მისვლა არ შეიძლებოდა. შეძლებულ მოქალაქეებს ძვირფასი საჩუქრები მიჰქონდათ, ხოლო ღარიბებს - ის, რისი საშუალებაც ჰქონდათ.

მარიამ მაგდალინელმა, რომელსაც ქრისტეს რწმენის გარდა არაფერი ებადა, ტიბერიუსს ქათმის კვერცხი გაუწოდა და ახარა: "ქრისტე აღსდგა!" იმპერატორმა განაცხადა, მკვდრეთით აღდგომა ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლებაო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კვერცხმა ფერი იცვალა - სისხლისფერი გახდა.

აღდგომის დღესასწაულზე კვერცხების შეღებვის ტრადიციის შესახებ პირველ წერილობით ცნობას საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, წმინდა ანასტასიას მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცული X საუკუნის ხელნაწერი გვაწვდის. ხელნაწერში მოყვანილი საეკლესიო წესდების ბოლოს ნათქვამია, რომ სააღდგომო ლოცვის შემდეგ აუცილებელია კვერცხისა და ყველის კურთხევის ლოცვის წაკითხვა. მოგვიანებით სააღდგომო კვერცხების დამზადება იუველირებმაც დაიწყეს.

კარლ ფაბერჟეს სახელი დღემდე დეკორატიული სააღდგომო კვერცხების დამზადების ბრწყინვალე ხელოვნებასთან ასოცირდება. კვერცხები, რომლებშიც რთული დასაქოქი მექანიზმი იყო ჩამონტაჟებული, საიუველირო ხელოვნების სასწაულს წარმოადგენდა. თითოეული ნიმუში ინახებოდა სპეციალურ ფუტლიარში ან სეიფში და საჩვენებლად მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე გამოჰქონდათ. ფაბერჟე არასოდეს აკეთებდა ასლს. მისი თითოეული ნამუშევარი განუმეორებელია. დღეისთვის ცნობილი 47 კვერცხიდან 10 მოსკოვში, კრემლში ინახება, 9 - ვიქტორ ვექსელბერგის კერძო კოლექციაში, 5 - ვირჯინიის შტატის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში, 3 - ინგლისის დედოფალ ელისაბედის კოლექციაში, 3 - ახალი ორლეანის მუზეუმში, 2-2 - შვეიცარიის, ბალტიმორისა და ვაშინგტონის მუზეუმებში, თითო-თითო - კლივლენდის მუზეუმსა და მონაკოს პრინცის კოლექციაში, დანარჩენი კი კერძო კოლექციებშია დაცული. 2 ნაკეთობის ადგილსამყოფელი უცნობია, მხოლოდ მათი ფოტოები არსებობს.

  • როგორ შევღებოთ კვერცხი

არსებობს კვერცხების შეღებვის მრავალი წესი. ჩვენ რამდენიმეს, შედარებით მარტივსა და ხელმისაწვდომს გაგაცნობთ. ყველაზე იოლია, შეიძინოთ კვერცხის სპეციალური საღებავი და შეფუთვაზე მითითებული წესისამებრ გამოიყენოთ. ალბათ, ყველამ იცის, რომ კვერცხს ხახვის ფურცლის ნახარშშიც ღებავენ. აგროვებენ რაც შეიძლება მეტ ხახვის ფურცელს (ბევრი მის მოგროვებას აღდგომამდე 1 თვით ადრე იწყებს) და კვერცხს მასში ხარშავენ. ხარშვა სასურველი ფერის მიღებამდე გრძელდება.

არსებობს სხვაგვარი წესიც: ხახვის ფურცელი ადუღეთ ნახევარ საათს, შემდეგ გადაწურეთ. ნახარშში ჩააწყვეთ უკვე მოხარშული კვერცხი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე სასურველ ფერს არ მიიღებს. ამ გზით უფრო თანაბარი შეფერილობა მიიღება.

კვერცხი ხახვის მშრალი ფურცლითაც შეიძლება შეიღებოს. კვერცხი მოხარშეთ, შემდეგ ცხელ-ცხელს სათითაოდ შემოახვიეთ ხახვის მშრალი ფურცლები, გადაახვიეთ ნაჭერში და კიდევ 10 წუთს ადუღეთ. წყალს ძმარი დაამატეთ. კვერცხი მოოქროსფრო-მარმარილოსებრ ელფერს მიიღებს. თუ კვერცხს ოხრახუშის ფოთოლს დააფენთ და მაგრად შეახვევთ დოლბანდში, თქვენს სააღდგომო სუფრას მოხატული კვერცხი დაამშვენებს.

კვერცხის მოხატვა სხვაგვარადაც შეიძლება: სველი კვერცხი ამოავლეთ მშრალ ბრინჯში, მაგრად შეახვიეთ დოლბანდში, რომ მარცვლები არ მოშორდეს და ჩვეულებრივი წესით შეღებეთ. ბავშვებს ძალიან მოსწონთ კვერცხების შეღებვა აკვარელის საღებავითა და ფუნჯით. საღებავი სწრაფად რომ გაშრეს, უნდა შეიღებოს უკვე მოხარშული, ჯერ კიდევ თბილი კვერცხი.

  • პრაქტიკული რჩევები

  1. თუ კვერცხს წინასწარ სოდიანი წყლით ან ძმრით გარეცხავთ, უფრო თანაბრად შეიღებება.
  2. ხარშვისას კვერცხი რომ არ გასკდეს, შეღებვამდე 1 საათს სითბოში ან ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, ხოლო ხარშვისას წყალში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი - ნაჭუჭი რომც გასკდეს, გული არ გადმოიღვრება.
  3. შეღებილმა კვერცხმა რომ იბრწყინოს, გაამშრალეთ და ზეთი გადაუსვით.