რატომ ატარებენ ადამიანები სპილენძის სამაჯურს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ატარებენ ადამიანები სპილენძის სამაჯურს

ჩვენი დროის მედიცინა ასევე ადასტურებს სამკურნალო პრაქტიკაში მეტალთა გამოყენების ეფექტურობას. დადგენილია, რომ სპილენძის, ოქროს, თუთიისა და ტყვიის ადამიანის კანთან კონტაქტისას, დენი მეტალიდან კანისაკენ მიემართება, ხოლო ვერცხლისა და კალას კონტაქტისას კი საპირისპირო მიმართულებით, ანუ კანიდან მეტალისაკენ.

მეტალები მიკროელემენტების სახით მონაწილეობას იღებენ ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესებში. მაგალითად, სპილენძი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, რაზეც მეტყველებს მისი მაღალი კონცენტრაცია ღვიძლსა და ტვინში. ის აქტიურად არის ჩართული სისხლის წარმოქმნის პროცესში, P და C ვიტამინების ცვლაში. სპილენძის ნაკლებობა ან არარსებობა ორგანიზმში დასაბამს აძლევს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა და ვილსონის დაავადება.

სპილენძის აპლიკაციები აქვეითებს ტემპერატურას, ტკივილს, მოქმედებს როგორც სისხლის აღმდგენი საშუალება, აქვს გამოხატული ბაქტერიციდული ეფექტი. გარდა ამისა, ხელს უწყობს კეთილთვისებიანი სიმსივნეების გაწოვას, ააქტიურებს წყლისა და მარილთა ცვლას, აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

ძველ დროში ოტო-ლარინგოლოგიურ პაციენტებში (ანუ ვისაც ყელ-ყურის პრობლემები აწუხებდა) სპილენძის აპლიკაციებს იყენებდნენ. აღნიშნულ კატეგორიას, გარდა იმისა, რომ ეხსნებოდა ხმაური და შუილი ყურებში, სმენის გაუმჯობესებაც აღენიშნებოდა.

დონეცკის სამედიცინო ინსტიტუტში საგანგებოდ გამოიკვლიეს სპილენძის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. აღმოჩნდა, რომ სპილენძი კანის საშუალებით აღწევს ორგანიზმის ღრმა ქსოვილებში და მადენზიფიცირებელ ზემოქმედებას ახდენს მათზე. გარდა ამისა, ბოჭავს ტოქსინებს და ერთმანეთთან აწებებს ბაქტერიებს, რის შედეგადაც წყალში ძნელად ხსნადი და ორგანიზმისათვის მავნე წარმონაქმნები მიიღება.

თრომბოფლებიტის დროს პაციენტებს ხშირად კანზე სპილენძის მონეტები აქვთ მიმაგრებული. ვარიკოზული კვანძები ამ დროს მნიშვნელოვნად მცირდება. თუ რბილი ქსოვილების დაზიანების დროს გამკვრივება გაჩნდა, მასზე სასურველია სპილენძის მონეტის დადება და დროებით მიმაგრება. გამკვრივება-დაზიანება ამ მეთოდით ბევრად სწრაფად გაივლის.

თინათინ გოცაძე

სპილენძის ფარი, ვერცხლის მახვილი