რა ნიშნებით ვლინდება აკლიმატიზაცია და როგორ ავირიდოთ ის თავიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ნიშნებით ვლინდება აკლიმატიზაცია და როგორ ავირიდოთ ის თავიდან

უპირველესად, უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანმა აკლიმატიზაცია შეიძლება განიცადოს როგორც შორეული მოგზაურობისას, ისე საკუთარ ქვეყანაში. რაც უფრო შორს ცხოვრობს ადამიანი იმ ადგილიდან, რომლის მონახულებასაც აპირებს, მით მეტია ორგანიზმის რეაქციის ალბათობა მოსალოდნელი ცვლილებებისადმი.

აკლიმატიზაციის სიმპტომებს ხშირად მივაწერთ ცუდ გუნება-განწყობას, გაციებას, მოწამვლას ან მზის დაკვრას. აკლიმატიზაციის სიმპტომებია:

ახალი კლიმატის მიმართ ორგანიზმის ადაპტაციის გამოვლინება ზოგჯერ მართლაც გაციების მსგავსია: იწევს ტემპერატურა, აღინიშნება სურდო, ყელის ტკივილი, შემცივნება, სისუსტე;

  • მომატებული ძილიანობა ან, პირიქით, უძილობა. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ძილის ნებისმიერი სახის დარღვევას;

  • თავბრუსხვევა და ადვილად დაღლა;

  • აკლიმატიზაციას შეიძლება ახლდეს იმუნიტეტის დაქვეითება და ამის შედეგად ქრონიკული დაავადების გამწვავება;

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევა. შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, ყაბზობა ან დიარეა;

  • ახალ გარემოს შესაბამისად ორგანიზმის გადაწყობის დროს იზრდება გადახურებისა და სითბური დარტყმის ალბათობა;

  • შეიძლება აღინიშნოს გაღიზიანება, მოძრაობის შენელება და მადის დაქვეითება.

როგორ შევამციროთ აკლიმატიზაციის შედეგები

აკლიმატიაციის შემთხვევაში, პირველ დღეებში თავი აარიდეთ ალკოჰოლურ სასმელებსა და ადგილობრივი სამზარეულოს კერძებს.

ნუ დატვირთავთ კუჭს ცხიმიანი, მარილიანი და შემწვარი საკვებით.

შვებულების პირველ სამ დღეს სჯობს შეზღუდოთ საკვების რაოდენობაც. ორგანიზმს სჭირდება ძალები ახალ გარემოსთან შესაგუებლად და არა საკვების გადასამუშავებლად. სიფრთხილით შეიძინეთ სიცხესა თუ ქუჩაში გამოტანილი პროდუქტები. მათზე შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ორგანიზმისთვის უჩვეულო მიკრობები.

მოერიდეთ ტკბილ სასმელებს, განსაკუთრებით - ყინულიანს. თუმცა “მოგზაურის დიარეა” შეიძლება კლიმატის ცვლილებამაც გამოიწვიოს, სწორი მიდგომით კი ყველაფერი 2-3 დღეში გაივლის.

სიცხე წარმატებით ახანგრძლივებს აკლიმატიზაციას, ამიტომ შეეცადეთ იყოთ ჩრდილში და ბევრი ისეირნოთ სუფთა ჰაერზე.