სუნთქვის გაძნელების მიზეზი - გულის შეგუბებითი უკმარისობა თუ ფქოდ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სუნთქვის გაძნელების მიზეზი - გულის შეგუბებითი უკმარისობა თუ ფქოდ?

ეს კი გულის შეგუბებითი უკმარისობის(CFH) განვითარებას უწყობს ხელს.

თუმცა აღნიშნული დაავადებები ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება არის სასუნთქი გზების სანათურის პერსისტული ანუ მუდმივად არსებული ობსტრუქცია

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ფქოდ-მ ?

ფქოდ-ს შედეგად შესაძლებელია ფილტვისმიერი გული განვითარდეს. დაავადება, რომლის დროსაც მარჯვენა წინაგული და პარკუჭი დიდდება. ფილტვებში ქრონიკულმა პროცესებმა შესაძლებელია ქრონიკული ბრონქიტის განვითარებსაც შეუწყოს ხელი. ფქოდ-ს დროს გრიპისa და პნევმონიის რისკებიც მატულობს.

ამასთან, იმ ადამიანებs, რომლებსაც ფქოდ აქვთ, უფრო ხშირად უვითარდებათ პეპტიკური წყლულოვანი და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებები(GERD), ვიდრე მათ, ვისაც ჯანმრთელი ფილტვები აქვთ. ამასთანავე, მჟავა რეფლუქსის და ფქოდ-ს დროს შესაძლებელია მწვავე რესპირატორული უკმარისობა განვითარდეს.

გაიგეთ უფრო მეტი ფქოდ-ს შესახებ

გულის შეგუბებითი უკმარისობა

გულის უკმარისობა არის დაავადება, რომლის დროსაც, კუმშვადობის დაქვეითების გამო, გული ვერ ახერხებს სისხლის ადეკვატური მოცულობის გადატუმბვას, მცირდება სისხლის დინება (ცირკულაცია), ვითარდება სისხლის შეგუბება ვენებსა და ფილტვებში.

გულის უკმარისობის დროს გულის შეკუმშვები, გულის კუნთის დაზიანებისა და დასუსტების გამო, არასრულფასოვანია. ამის გამო ის ვეღარ ტუმბავს სისხლს საკმარისი რაოდენობით, დარღვეულია სისხლის გულისკენ უკუდინებაც და ქსოვილებში შეგუბება ვითარდება. სწორედ ამიტომ ხშირად გამოიყენება ტერმინი გულის შეგუბებითი უკმარისობა.

გართულებები

გულის შეგუბებითი უკმარისობისას შესაძლებელია ფილტვებში სითხე დაგროვდეს, რაც სუნთქვის გაძნელებას და პნევმონიის განვითარებას მოასწავებს. დაავადებისას გულის მარცხენა მხარეს თრომბის განვითარების რისკიც მატულობს, რაც შეიძლება თავის ტვინზეც გავრცელდეს და ინსულტი გამოიწვიოს. გულის უკმარისობის დროს სითხის დისბალანსი თირკმელებს და ღვიძლსაც აზიანებს.

გაიგეთ უფრო მეტი გულის უკმარისობის შესახებ