ტკიპა, შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზიც კი გახდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკიპა, შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზიც კი გახდეს

ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა მიაშურეს ტყეებს, მდინარის ნაპირებს, ბევრი მათგანი კი მოულოდნელად უსიამოვნო სიურპრიზით ბრუნდება შინ - სხეულის სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ზომისა და ფერის უცნაური არსება შეიძლება აღმოაჩინოს საკუთარი კანის სიღრმეში თავით "ჩარჭობილი".

ამიტომ, წინასწარ ვიყოთ მზად იმისათვის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა სხეულზე ტკიპას აღმოვაჩენთ:

1. გაამზადეთ ნაჯერი მარილიანი ხსნარი - 1 სუფრის კოვზ წყალში გახსენით 1 ჩ.კ. მარილი. ამ ხსნარში დაასველეთ ბამბა ან ბინტის ნაჭერი და დაიფინეთ იმ ადგილას, სადაც ტკიპაა, ანუ მასზე ზევიდან დაადეთ 15 წუთის განმავლობაში.

2. ამის შემდეგ ახალი ბამბა ან ბინტი დაასველეთ ზეთით და ახლა ის დაადეთ ტკიპის ადგილას კანზე დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში.

3. ახლა უკვე თქვენი ტკიპა ბრძოლისუუნაროა და დასუსტებული, მოკიდეთ პინცეტი, მაგრამ არა უეცარი მოძრაობით, არამედ ნელ-ნელა, მშვიდად, თანდათანობითი გაწევით ეცადეთ მოაშოროთ ტკიპა კანიდან - მისი საცეცები უკვე დასუსტებულია და ის აუცილებლად დაგყვებათ - მთლიანად ამოვა კანიდან.

ამ ყველაფრის მერე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კიდევ ერთი რამ! ტკიპები ზოგჯერ საკმაოდ საშიში დაავადებების გადამტანები არიან, ამიტომ თუ ტკიპის ნაკბენის ადგილას მომდევნო 2-14 დღის განმავლობაში შეამჩნევთ უცნაურ შეწითლებას, რგოლისებრ წარმონაქმნს, თუ შეგაწუხებთ თავის ან კუნთების ტკივილი, დაღლილობა, თუ გექნებათ ტემპერატურა - იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ტკიპით გადატანილ დაავადებას უკავშირდებოდეს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

გახსოვდეთ ზოგჯერ ასეთი დაავადებები დაგვიანებულ შემთხვევებში პაციენტის გარდაცვალებითაც კი მთავრდება. ამიტომ ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს და რაც შეიძლება დროულად მიმართეთ მას.