როდისაა მავნე მზისგან დამცავი სათვალე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდისაა მავნე მზისგან დამცავი სათვალე

ყველაზე ხარისხიანი ლინზებიც კი (ულტრაიისფერი სხივებისაგან დაცვის მაღალი ხარისხით), არ შეიძლება მუდმივად გამოვიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თვალები იმდენად გადაეჩვევა მზის სხივებთან გამკლავებას, რომ სათვალის გარეშე ვეღარ გავძლებთ.

აუცილებლობის გარდა არ არის საჭირო სათვალეს ტარება, მაგალითად შენობაში, სადაც არ არის მზის მკვეთრი სხივები და მით უმეტეს სიბნელეში. შეზღუდული განათების გამო თვალი ძალიან სწრფად დაიღლება, ხოლო გადაძაბვა გამოიწვევს ძლიერ თავის ტკივილს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც შაკიკი აწუხებს.

სათვალის შერჩევას ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ და უპირატესობა მივანიჭოთ UV-ფილტრის მქონეს. თუ მოდელი ძალიან მოგვეწონა, მაგრამ ლინზებს არ აქვს დამცავი საფარი, შეძენა შესაძლებელია, მაგრამ დღის განმავლობაში მათი მხოლოდ რამდენიმე საათით ტარებაა დასაშვები. უხარისხო ლინზები არა მარტო ატარებენ ულტრაიისფერ სხივებს, არამედ აძლიერებენ მის თვალის ბადურაში შეღწევადობას, რამაც შეიძლება მომავალში მხედველობის პრობლემები გამოიწვიოს.

მკვეთრი ფერის ლინზების გამოყენებაც არაა რეკომენდებული, რადგანაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, გადაღლა და გაღიზიანებაც კი.