ღვინო – როგორც თერაპია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღვინო – როგორც თერაპია

ღვინის სამკურნალო თვისებები აღიარებულია არა მხოლოდ ხალხური, არამედ ტრადიციული მედიცინის მიერაც. ღვინო – როგორც მკურნალი, ღვინო – როგორც გამაჯანსაღებელი, ღვინო – როგორც სარეაბილიტაციო, ღვინო – როგორც საპროფლაქტიკო საშუალება, ამ საკითხებზე არაერთი პუბლიკაციაა გამოქვეყნებული, რაც მთავარია, არაერთი მეცნიერული კვლევა და ანალიზი არსებობს.

როდის არის ნაჩვენები ღვინით მკურნალობა, რომელი პათოლოგიების დროს არის ეფექტური მისი გამოყენება, რისი პრევენცია შეიძლება მოახდინოს ღვინომ, ამ და სხვა საინტერესო საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა „ესკულაპის“ ექიმი ნუტრიციოლოგი, ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგის ასოციაციის პრეზიდენტი – ელისაბედ (ლიზი) კუჭავა:

– საქართველოში ვაზი ოდითგანვე ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული, მისგან დამზადებული ღვინო კი არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის მონაპოვარია, თავისი განსაკუთრებულობის გამო. ღვინოსა და მის სამკურნალო თვისებებთან დაკავშირებული მოსაზრებები, სადღეისოდ, უკვე მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტებზეა დაფუძნებული. ზოგიერთ ქვეყანაში ამ მიმართულებით აქტიურად ვითარდება ტურისტული და ველნეს ბიზნესიც.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ღვინით მკურნალობის სპეციალური დაწესებულებებია გახსნილი, რომელთაც ენოთერაპიის ცენტრებს უწოდებენ.

ენოთერაპიის (ღვინით მკურნალობის) და ამპელოთერაპიის (ყურძნით მკურნალობის) შესახებ მრავალი კვლევა არსებობს. საინტერესო ფაქტია, რომ მკურნალობის ამ მეთოდებს საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვთ. როგორც ჩანს, ველური ვაზის კვებითი ღირებულებების გაცნობიერების შემდეგ მოხდა მისი კულტურაში გადმოტანა და ღვინის დაწურვა-დაყენების ადგილობრივი მეთოდიკის შემუშავება, სრულყოფა და ხელოვნების რანგში აყვანა.

საუკუნეების განმავლობაში ყურძნისა და ღვინის გასაოცარი საგემოვნო თვისებების გაცნობამ ამ საკვები პროდუქტების სამკურნალო თვისებები წარმოაჩინა, რაც, თავის მხრივ, უძველეს სამედიცინო პრაქტიკაში მათი გამოყენების საფუძველი გახდა. წლების განმავლობაში ყალიბდებოდა საინტერესო თერაპიული მიდგომები, მეთოდიკები, რომელთა სიცოცხლისუნარიანობა შემდგომში ბრწყინვალედ დაადასტურა თანამედროვე მეცნიერებამ. მაგრამ ჟამთა სვლამ და ურიცხვმა მტერმა არაერთი სერიოზული არტეფაქტი გაანადგურა, ამიტომ ღვინის თერაპიული გამოყენების წარსული გამოცდილების უამრავი მონაცემი ჯერ კიდევ ელის თავის აღმომჩენებს.

მოგეხსენებათ, არსებობს უძველესი ეპოქის მკურნალთა ტრაქტატები, რომელშიც ღვინო მოიხსენიება როგორც სამკურნალო საშუალება. მაგალითად, ცნობილი ექიმისა და ეგვიპტოლოგის, ნუნის, ძველეგვიპტურ მედიცინაში არის აბზაცი, რომელშიც ღვინო შედის წამლების სამ სიაში, რომელთა მოქმედება არის, შესაბამისად: გამწმენდი, სპაზმოლიზური (სპაზმოლიზური, საზოგადოდ, სპაზმის მომხსნელს ნიშნავს, თუმცა იქ ნაგულისხმევია საშვილოსნოს კუნთების დამამშვიდებელი შეკუმშვა) ან რეკომენდებულია როგორც სიმპტომური საშუალება ხველის სამკურნალოდ.

ფრანცი 1783 წელს ჰიპოკრატეზე დაწერილი წიგნის მეოთხე თავში „ჭრილობებისა და წყლულების შესახებ“ განიხილავს ღვინის სასარგებლო გავლენას სხვადასხვა ტიპის ჭრილობებზე, ხოლო გალენის „ჰიგიენაში“ არის სამგვერდიანი „ღვინის თავი“, რომელშიც აღწერილია იმ დროს ცნობილი ღვინოების სამკურნალო თვისებები. ამასთან, საინტერესოა, რომ ზოგიერთი აფორიზმი, რომლებიც ჰიპოკრატეს „მედიცინაშია“ შემორჩენილი, ასევე ეძღვნება ღვინოს.

ყოვლისმომცველი პუბლიკაციები ღვინის როგორც სამედიცინო ფენომენის თემაზე მხოლოდ გასულ საუკუნეში გამოჩნდა მეცნიერების: ბევენის, პიტერ ბურკის, ერიკ სკოვენბორგის – ნაშრომებში. უფრო ღრმა კვლევა ამ თემაზე გაკეთდა სალვატორ ლუჩიას მიერ, როგორც მედიცინაში ღვინის ისტორიის ცნობილმა მკვლევარმა და ჩინებულმა კლინიცისტმა, მან ღვინოს რამდენიმე მონოგრაფია მიუძღვნა.

– ქალბატონო ლიზი, რა განაპირობებს ღვინის სამკურნალო-გამაჯანსაღებელ თვისებებს?

– ღვინო საკმაოდ რთული შემადგენლობის პროდუქტია, რომელიც სამკურნალო თვისებების მქონე კომპონენტებს შეიცავს. მაკრო- და მიკროელემენტების, ვიტამინებისა და ამინმჟავების გარდა, ღვინო მდიდარია რამდენიმე ასეული მთრიმლავი, საღებავი, პექტინოვანი, ფენოლური და სხვა ნივთიერებებით. შემადგენლობის უნიკალურობის გამო არაერთი კვლევა ადასტურებს მის კარდიოპროტექტორულ, ბაქტერიციდულ, ანტივირუსულ, ანტიოქსიდანტურ, ანტისტრესულ, ანტისიმსივნურ მოქმედებებს. ღვინო დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, მონაწილეობს საკვების მონელების პროცესში, დეტოქსიკაციაში და სხვა.

ზრდასრული ორგანიზმის მიერ ღვინის რეგულარულად და მცირე დოზით მიღება აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, დადებით გავლენას ახდენს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების ფიზიოლოგიურ ბალანსზე.

– რას გვეტყვით ღვინის ანტიმიკრობული მოქმედების შესახებ? მოგეხსენებათ, მისი მოყვარულნი, გარკვეულწილად, სწორედ ამ მოსაზრებით ამართლებენ საერთო ჭურჭლიდან ღვინის ტრადიციულ დალევას. არსებობს თუ არა ამ მოსაზრების რაიმე მეცნიერული საფუძველი?

– ღვინო ერთგვარი ბაქტერიციდული სითხეა, რომლის მოქმედება ვრცელდება როგორც გრამდადებით, ისე გრამუარყოფით ბაქტერიებზე. მის ანტიბაქტერიულ მოქმედებას პოლიფენოლები განაპირობებენ, რომელთა წყალობით ღვინო აჩერებს და თრგუნავს ისეთი მძიმე ინფექციების გამომწვევების გამრავლებას, როგორებიცაა: შავი ჭირი, ტიფი და დიზენტერია. ანტივირუსული მოქმედება კი განპირობებულია ტანინების არსებობით, რომლებიც უჯრედის პროტეინული მემბრანის ბლოკირებას ახდენს, რაც ხელს უშლის ვირუსებს შიგნით შეღწევაში. შედეგად: წითელი ღვინის ზომიერად და რეგულარულად მომხმარებელი ადამიანები იშვიათად ავადობენ: ჰერპეს-ვირუსით, გრიპით... თუმცა არსებული რეალობის – პანდემიის ფონზე კიდევ ერთხელ თვალნათელი გახდა, რომ საზიარო ჭურჭლით, სხვა ადამიანის პირადი ჰიგიენის ნივთების მოხმარების შედეგად, ინფექციის გავრცელების საფრთხე მნიშვნელოვნად იზრდება!

– ერთია ღვინის ანტიმიკრობული ეფექტი და მეორეა მისი ანტიკანცეროგენული (სიმსივნის საწინააღმდეგო) მოქმედება. რამდენად რეალურია ღვინის ონკოლოგიურ დაავადებათა საპროფილაქტიკო საშუალებად განხილვა?

– ღვინოს ნამდვილად აქვს ანტიკანცეროგენული მოქმედება. მის შემადგენლობაში შემავალი პოლიფენოლები მოქმედებენ თავისუფალ რადიკალებზე, რომლებიც მონაწილეობენ სიმსივნური უჯრედების წარმოქმნა-განვითარების პროცესში. ამასთან, ღვინოში უხვადაა ისეთი პოლისაქარიდები, რომლებიც აძლიერებენ სისხლში პოლიფენოლთა მოქმედებას, რაც დადასტურებულია მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს შემთხვევებში. წითელი ყურძნის კანსა და ღვინოში აღმოჩენილია ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ფენოლური ნაერთი – რესვერატროლი, რომელიც აქტიურობას ამჟღავნებს კიბოს სამივე ფაზაში – მოქმედებს როგორც ანტიდამჟანგავი ეფექტის მქონე და ბლოკავს დნმ-ს მუტაციას; ასევე აძლიერებს იმუნურ რეაქციას, აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას და ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების გავრცელებას.

– რესვერატროლი, როგორც ღვინის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, დღეს განსაკუთრებულად ყურადღების ცენტრშია, არაერთი მეცნიერული კვლევითაა დადასტურებული მისი უნიკალური მოქმედება...

– რესვერატროლი ფიტოესტროგენია, რომელიც ორგანიზმზე ჰორმონ ესტროგენის მსგავს ზემოქმედებას ახდენს, აფერხებს თრომბოციტების შეწებებას და თრომბების წარმოქმნას. სწორედ ამ მექანიზმის წყალობით ამცირებს ინფარქტებისა და ინსულტების განვითარების რისკს, დადებითად მოქმედებს პაციენტებზე, რომელთაც ესტროგენების ნაკლებობით გამოწვეული დაავადებები აღენიშნებათ.

თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში რესვერატროლი გამოიყენება თავის მოვლის საშუალებებში, განსაკუთრებით ანტიეიჯ-ხაზებში. მისი გამოყენებით დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები აფერხებს კანის დაბერებას და მოიაზრება გამონაყარის, სიწითლის, შეშუპებისა თუ მოგზაურობისგან გადაღლილი კანის უებარ სამკურნალო საშუალებად. რესვერატროლი აღადგენს ულტრაიისფერი სხივებისა და სტრესისგან დაზიანებულ ეპიდერმისს. ეს უნივერსალური ნივთიერება იდეალურად ერგება ყველა ტიპის კანს და შეიძლება ითქვას, რომ ყველა პრობლემას თავისებურად ებრძვის, ამავდროულად ხელი ეწყობა ორგანიზმიდან მავნე პროდუქტებისა და ტოქსინების გამოდევნას.

gvino-ai-1711060221.jpg

– როგორც ნუტრიციოლოგი, როგორ შეაფასებდით ღვინის ზემოქმედებას საჭმლის მომნელებელ სისტემაზე?

– ღვინის ზომიერად დალევა დადებითად მოქმედებს საჭმლის შეთვისება-გადამუშავებაზე, ხელს უშლის ორგანიზმში ჰისტამინის გამომუშავებას, რაც ამცირებს კუჭის წვენის მჟავიანობას და იცავს კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს წყლულოვანი პათოლოგიის განვითარებისგან. თეთრი ღვინის 100-150 მლ-ის მიღებით საგრძნობლად უმჯობესდება საკვები პროდუქტებიდან რკინის შეთვისება. პეტერსონის (1986წ.) კვლევებით, ჭამამდე მიღებული ღვინის 100 მლ ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას, ცხიმების მონელებასა და პროტეინების გადამუშავებას, რასაც თიამინის, დიმეთილამინის, ეთანოლამინის და სხვა ამინების ხარჯზე ახდენს. ცნობილია, რომ ღვინის, ვაშლის და სალიცილის მჟავები აადვილებენ საკვებიდან პროტეინების ათვისებას. ამასთან, ღვინის ზოგიერთი კომპონენტი, მაგალითად, დარიჩინმჟავა ასტიმულირებს ნაღვლის სეკრეციას, რითაც მნიშვნელოვნად ეხმარება ორგანიზმს საკვების მონელებაში.

დადგენილია, რომ ყოველი ჭამის დროს 150-200 მლ ღვინის მიღება ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას. ს. ლუცის გამოკვლევებით, სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დოზირებული გამოყენება კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს დიაბეტით დაავადებულებზე. ასტიმულირებს კარბოჰიდრატთა ფართო ასიმილაციას, რითაც ამცირებს გლუკოზიდების გამოყოფას, ანუ აქვეითებს შარდში შაქრის კონცენტრაციას. კლინიკური დაკვირვებებით გამოვლინდა, რომ ღვინის ზომიერად და რეგულარულად მოხმარება აუმჯობესებს და ასტაბილურებს დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობას არამსმელებთან შედარებით. თუმცა ამ მიმართულებით არსებობს სხვა მეცნიერული მოსაზრებებიც, რაც, უდავოდ, გასათვალისწინებელია, მით უმეტეს მაშინ, როცა პაციენტის რაციონიდან ალკოჰოლის მიღების აკრძალვის მოხსნამ შესაძლოა მისი უკონტოლო გამოყენება და მდგომარეობის საგანგაშო გართულებაც გამოიწვიოს.

ღვინის გამოყენება კარდიოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს შორის ძალიან საფრთხილოა და ექიმის მეთვალყურეობის გარდა, პაციენტის სწორ ინფორმირებასაც გულისხმობს.

დღიურად ერთი ჭიქა წითელი ღვინის მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს გულის მდგომარეობა და დაეხმაროს ქოლესტერინის მართვას ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებს შორის, ნათქვამია 2-წლიანი კვლევის შედეგებში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Annals ofInternal Medicine. ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა და მთლიანი სიკვდილიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესებასთან, ხოლო დღეში 100 მლ წითელი ღვინო, როგორც ჯანსაღი დიეტის ნაწილი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება სასარგებლოდაც ჩაითვალოს.