დახეთქილი ქუსები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დახეთქილი ქუსები

მათგან არავინ არის დაზღვეული. გარდა ფიზიკური დისკომფორტისა, ისინი ესთეტიკურ პრობლემებსაც იწვევენ. მაგალითად, ნახეთქები გვაიძულებს, ზაფხულობით დახურულ ფეხსაცმელებში ჩავიხუთოთ. რა საკითხავია - ასეთი "სილამაზის" პატრონებს მაშიებზე მხოლოდ ოცნება თუ შეგვიძლია. ნახეთქები მხოლოდ კი არ აუშნოებს ფეხებს, არამედ სიარულის დროს ტკივილსაც გვაყენებს. ამ დროს ტერფებზე ჩნდება მცირე ზომის ღარები, რომლებიც თანდათანობით ღრმა ნახეთქებად იქცევა.

რა აჩენს ნახეთქებს

ქუსლები მაშინ სკდება, როცა კანი მეტისმეტად შრება და ელასტიკურობას კარგავს. ნახეთქების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს კანის არათანაბარმა გადაჭიმვამ - ზაფხულში ტენის გამო კანის ზედაპირული შრე იჭიმება, ხოლო ზამთარში სკდება. ქუსლები ხშირად აქვთ დახეთქილი იმ ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ კანის დაავადებები, ენდოკრინული დარღვევები. გარდა ამისა, ნახეთქები შეიძლება იყოს ავიტამინოზის, შაქრიანი დიაბეტისა და გასტრიტის ნიშანი. ცივ სეზონზე მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს სინთეტიკური წინდებისა და მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება, ხოლო საზაფხულო ღია ფეხსაცმელში ფეხები საერთოდ დაუცველი რჩება. მათ განუწყვეტლივ "წკეპლავს" ქოშების ძირები. ამის შედეგად გაჩენილ მიკროჭრილობებში ხშირად იჭრება ინფექცია, კანი წითლდება და ანთება იწყება. სოკოვანი დაავადებით დაზიანებული კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა გამღიზიანებლის მიმართ. სოკოვანი დაავადების ქრონიკული ფორმა ზამთარში შესაძლოა მცირე ხნით ჩაცხრეს, მაგრამ ზაფხულში, მოსალოდნელია, ისევ გამწვავდეს.

რა ვიღონოთ

თუ დახეთქილი ქუსლების მკურნალობას დროულად დაიწყებთ, რამდენიმე ხნის შემდეგ ხელს არაფერი შეგიშლით, თქვენივე მოვლილი ფეხებით დატკბეთ, რადგან, მართალია, პრობლემა რთულად მოსაგვარებელია, მაგრამ მისი მოგვარება მაინც შეიძლება. ამისთვის საჭიროა სამკურნალო პროცედურების რეგულარული ჩატარება და დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება. მართალია, მკურნალობა მოთმინებასა და დროს მოითხოვს, მაგრამ შედეგი ამად ღირს. უწინარეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რამ გამოიწვია ქუსლების დახეთქვა. ამ კითხვით კი უმჯობესია დერმატოლოგს მივმართოთ. თუ მიზეზი ა ვიტამინის დეფიციტია, მისი ნაკლებობა შეიძლება ნაწილობრივ აღვიდგინოთ ა ვიტამინის ზეთოვანი ხსნარით ან პრეპარატ აევიტით (თითო კაფსულა ყოველდღიურად ერთი თვის განმავლობაში). გამოჯანსაღებას ხელს უწყობს აგრეთვე ვეტორონი, რომელიც ა, ე და ც ვიტამინებს შეიცავს. დახეთქილი ქუსლების სამკურნალო ძირითადი საშუალებაა ვაზელინზე დამზადებული პრეპარატები. სუფთა ვაზელინი არბილებს კანს და ხელს უწყობს მის დატენიანებას. ძილის წინ ფეხები დაიბანეთ ბორის მჟავას ხსნარით შეზავებული ცხელი წყლით (1 ჩ. კ. ბორის მჟავა 1 ლ წყალზე), შეიმშრალეთ, ნახეთქებზე წაისვით ვაზელინი და დაიკარით ლეიკოპლასტირი. გაიჩერეთ დილამდე. პროცედურა მეორდება ყოველ საღამოს, სანამ ნახეთქები არ გაქრება. არსებობს ნახეთქების მკურნალობის ასეთი მეთოდიც: აიღეთ თანაბარი რაოდენობის ფუტკრის ცვილი, პარაფინი და სალიცილის მჟავა, ცეცხლზე შეათბეთ და ერთმანეთში აურიეთ. მიღებული ნარევი ბამბის ტამპონით დაიდეთ ქუსლზე, გააშრეთ და ზემოდან დაადეთ მეორე შრე. 2-3 შრე საკმარისია. გამშრალი აპკი კარგად გადაიხვიეთ დოლბანდით. 24 საათის შემდეგ გაიკეთეთ საპნიანი და სოდიანი წყლის აბაზანა, მოიცილეთ ცვილის აპკი და ქუსლი პემზით დაიმუშავეთ. პროცედურა ტარდება რამდენჯერმე.


ღრმა ნახეთქები

ყველაზე უარესია, როდესაც ქუსლის ნახეთქებში ანთება იწყება. ნახეთქები შუპდება, წითლდება, გარშემო ჩირქგროვები უჩნდება. ასეთ დროს ექიმისა და საფუძვლიანი ანტიბაქტერიული მკურნალობის გარეშე ფონს ვერ გახვალთ. ღრმა ნახეთქების ინფიცირების თავიდან ასაცილებლად დახეთქილი ქუსლები ანტიბიოტიკის შემცველი მალამოთი დაიმუშავეთ - წაისვით და წრიული მოძრაობებით დაიზილეთ. საერთოდ, ქუსლების მკურნალობისას უპირატესობა მიანიჭეთ იმ კრემებს, რომლებიც დინდგელს ან ა და ფ ვიტამინებს შეიცავს. მკურნალობის გარეშე ქუსლის ნახეთქებში სოკო ჩაჯდება. ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სოკოს საწინააღმდეგო მალამო (კლოტრიმაზოლი, მიკოსეპტინი ან რომელიმე სხვა) - რეგულარულად ისვათ ნახეთქებზე. დახეთქილი ქუსლების სამკურნალოდ იყენებენ მცენარეულ საშუალებებსაც. სამკურნალო მცენარეებს აქვს დამარბილებელი და სამკურნალო მოქმედება და აჩქარებს ნახეთქის შეხორცებას.

ზედაპირული ნახეთქები

ზედაპირულ ნახეთქებს მოაშუშებს გახეხილი ვაშლისა და ხახვის საფენები - აიღეთ წვნიანი ვაშლი ან ხახვი და გახეხეთ წვრილად. მიღებული პიურე დააფინეთ უხეშ ქსოვილზე, მიიდეთ ქუსლზე და დოლბანდით გადაიხვიეთ. იმკურნალეთ რამდენიმე დღე. იმავე მეთოდით შეიძლება ღრმა ნახეთქების მკურნალობაც, ოღონდ უმი პომიდვრით. შესანიშნავი შედეგი აქვს ასეთ ნარევს: აიღეთ 25 გ მარწყვაბალახი, 25 გ ტუხტის ფესვი, დაამატეთ 500 გ ძროხის კარაქი და ეს ყველაფერი ერთი საათით ჩადგით წყლის აბაზანაში. მზა ნარევი ღამით შეიზილეთ მტკივან ქუსლებზე, დილით კი ჩამოიბანეთ.

ვიტამინოვანი რეცეპტები

  • 100 გრამი სტაფილო გახეხეთ, მინის ქილაში მოათავსეთ და დაასხით 0,5 ლიტრი მზესუმზირას ზეთი. 10 დღით დადგით სითბოში. გაწურეთ. ღამით შეიზილეთ მტკივან ადგილებზე.
  • ქუსლის ნახეთქები ძალიან მალე მოშუშდება, თუ ყოველდღიურად გამოიყენებთ კულმუხოს ფესვების საფენებს ან ცხელ კომპრესებს.
  • ნახეთქების საუკეთესო წამალია ქორფა კომბოსტოს ფოთოლი - მიიდეთ ღამით ქუსლებზე და გადაიხვიეთ, ხოლო დილით ნახეთქებზე წაისვით ნებისმიერი დამარბილებელი კრემი.

თაფლით მკურნალობა

თაფლი არაჩვეულებრივად არჩენს ღრმა ნახეთქებს - ბამბის ქსოვილზე თხლად წაუსვით და დახეთქილ ქუსლებზე მიიდეთ. თუ დოლბანდით დაიმაგრებთ, კომპრესი შეგიძლიათ დილამდე დაიტოვოთ. დილით ჩამოიბანეთ თბილი წყლით, წაისვით საბავშვო დამატენიანებელი ზეთი და მიიკარით ჩვეულებრივი ლეიკოპლასტირი, რათა კანს ტენი შეუნარჩუნოთ.

როგორ მოვუაროთ ფეხებს

დაიწყეთ თბილი წყლის პროცედურებით. სოდიანი აბაზანები კარგად არბილებს კანს. არც სკრაბი დაივიწყოთ: დაორთქლილი ფეხები კარგად გაიხეხეთ პემზით ან სპეციალური ჯაგრისით. გარქოვანებული კანის დროულად მოცილება აუცილებელია. დახეთქილი ქუსლები დარბილდება და გლუვი გახდება, თუ ყოველდღე, თბილი აბაზანის შემდეგ, ნახეთქებში შეიზელთ ზეითუნის ზეთს. არაჩვეულებრივია დროდადრო კანის ცხიმოვანი კრემით დაზელა. ასეთი მასაჟი გააძლიერებს ქუსლებსა და ტერფებში სისხლის მომოქცევას და ხელს შეუწყობს ნახეთქების შეხორცებას. ეს პროცედურები ჩაიტარეთ ძილის წინ, მერე კი ბამბის წინდები ამოიცვით.

გახსოვდეთ: ფეხების სიჯანსაღისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელს. იგი მოხერხებული და მოვლილი  უნდა იყოს. არ დაიზაროთ, კიდევ ერთხელ გამოაშროთ და გაწმინდოთ ფეხსაცმლის საფენები.