როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი თაფლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი თაფლი

სამწუხაროდ, ბაზარზე საკმაოდ ხშირად იყიდება ფალსიფიცირებული თაფლი, ამიტომ სასარგებლოა ვიცოდეთ ნამდვილისა და ფალსიფიცირებულის გარჩევა. გთავაზობთ რამდენიმე ხერხს:

  • გამჭვირვალობა: თაფლს სხვადასხვა ფერი შეიძლება ჰქონდეს (ყვავილოვანი თაფლი ღია ყვითელია, ცაცხვისა - ქარვისფერი, იონჯისა - თითქმის უფერო, წაბლისა - ყავისფერი), მაგრამ ნამდვილი თაფლი აუცილებლად გამჭვირვალეა, თუკი არ დაუწყია ჩაშაქრება (თაფლი ჩაშაქრებას აცივებისთანავე იწყებს, ამიტომ ზამთრის თვეებში ნატურალური თაფლიც გაუმჭვირვალე, დაბურული ხდება); თაფლი, რომელსაც მინარევები აქვს (შაქარი, სახამებელი ან სხვა), მღვრიეა და თუ კარგად დავაკვირდებით, შესაძლოა ნალექიც შევამჩნიოთ.
  • არომატი: ნამდვილი თაფლი გამოირჩევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი არომატით, რომელიც არც მეტისმეტად მძაფრი უნდა იყოს და არც მეტისმეტად სუსტი. შაქრის შემცველ თაფლს არომატი თითქმის არ აქვს, მისი გემო შაქრიანი წყლისას ჰგავს.
  • გემო: ნატურალური თაფლი არა მარტო ტკბილია, არამედ მისი სიტკბო ოდნავ წვავს ყელს.
  • სისქე: თაფლი პირში ჩადებისას სწრაფად არ დნება და ერთხანს ინარჩუნებს ფორმას; დაიწვეთეთ თაფლი ხელის ზურგზე - თუ წვეთმა შეინარჩუნა ფორმა და არ დაიშალა, თაფლი ნატურალურია.
  • კონსისტენცია: მოსრისეთ თაფლი თითებს შორის. ნატურალური თაფლის კონსისტენცია ნაზია, კანი მას შეიწოვს. ფალსიფიცირებული თაფლი უხეში კონსისტენციისაა და კოშტებად რჩება თითებს შორის. ნატურალური თაფლი ჩაშაქრებულიც კი ერთგვაროვანია, განშრევებების გარეშე, შაქრის ცალკეული კრისტალები მასში არ იგრძნობა.
  • წყლის შემცველობა: მომწიფებული ნატურალური თაფლი თითქმის არ შეიცავს წყალს, ამიტომ თუ მას ქაღალდზე დააწვეთებთ, იგი არ წარმოქმის სველ ლაქას, ფალსიფიცირებული თაფლი კი ქაღალდს ასველებს. შეგიძლიათ, ასეც გამოსცადოთ: ჩაუშვით თაფლში პურის პატარა ნაჭერი და 10-12 წუთი გააჩერეთ. მერე ამოიღეთ. თუ თაფლი ნატურალურია, პური გამაგრდება, თუ ფალსიფიცირებულია - დარბილდება.

კიდევ რამდენიმე რჩევა ნატურალური თაფლის გამოსაცნობად:

  • ამოიღეთ თაფლი კოვზით. თუ იგი ნატურალურია, წარმოქმნის გრძელ (10-12 სმ სიგრძის) "ძაფს", რომელიც დიდხანს არ გაწყდება და თუ კოვზს დაატრიალებთ, ზედ დაეხვევა. როდესაც თაფლის ძაფი გაწყდება, ზედაპირზე წარმოიქმნება პატარა ბორცვი, რომელიც ნელ-ნელა გასწორდება.
  • გახსენით ერთი სუფრის კოვზი თაფლი ერთ ჩაის ჭიქა ცხელ წყალში. ნატურალური თაფლი მთლიანად გაიხსნება და არ წარმოქმნის ნალექს. ხსნარი არ აიმღვრევა, თუ მას ცოტაოდენ სპირტს დავუმატებთ.
  • ქაღალდის ფურცელს თხელ ფენად წაუსვით თაფლი ისე, რომ კიდეები თავისუფალი დარჩეს. ფურცელს წაუკიდეთ ცეცხლი. თუ ცეცხლი ჩაქრა, თაფლი ნატურალურია, თუ მთელი ფურცელი დაიწვა - ფალსიფიცირებული.
  • თაფლის წვეთს მოაყარეთ ცოტაოდენი სახამებელი - თუ იგი თეთრ ნაფიფქად დარჩა, თაფლი ნატურალურია.
  • ჩაის სუსტ და თბილ ნაყენს დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი. თუ იგი ნატურალურია, ჩაი გამუქდება, მაგრამ ნალექი არ წარმოიქმნება.
  • გაახურეთ ნემსი და ჩაუშვით თაფლში. თუ მასზე წარმოიქმნა წებვადი მასა, თაფლი ფალსიფიცირებულია. ნატურალურ თაფლში ნემსი სუფთა დარჩება.

თუ ზამთარში ან გაზაფხულზე თხევად, გამჭვირვალე თაფლს გთავაზობენ, დაფიქრდით, სანამ იყიდით. თხევადი თაფლი ზამთარში იშვიათობაა. ძალიან ცოტა სახეობის თაფლი (აკაციისა, წაბლისა), რომლებშიც მაღალია ფრუქტოზის შემცველობა, რჩება თხევადი გაზაფხულამდე. უმეტესად თაფლი ზამთარში ჩაშაქრებას იწყებს და გამჭვირვალობას კარგავს. თუ ზამთარში თაფლს შებურული ფერიც კი არ დაჰკრავს, ის ან ხელოვნურია, ან შაქრის ვაჟინით ფუტკრების გამოკვების შედეგად მიღებული. შესაძლოა, თაფლი ნატურალურია, მაგრამ ჩაშაქრდა და გასადნობად გააცხელეს. სამკურნალო თვისებები ასეთ თაფლს აღარ ექნება.

თაფლის შენახვა და მოხმარება

  • თაფლი უნდა შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილას მინის ან მომინანქრებულ თავდახურულ ჭურჭელში, ვინაიდან იგი ადვილად იღებს უცხო სუნს. ასეთ პირობებში იგი შეიძლება წლობით შევინახოთ.
  • მზის პირდაპირი სხივები უარყოფითად მოქმედებს თაფლზე. 48 საათით მზეზე გაჩერების შემდეგ მასში იშლება ფერმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი.
  • არ შეიძლება თაფლის შენახვა ლითონის ჭურჭელში - იგი მასთან რეაქციაში შევა და მომწამლავ მარილებს წარმოქმნის.
  • პლასტმასის ჭურჭელში თაფლი შეიძლება შევინახოთ არა უმეტეს ერთი კვირის განმავლობაში.

თაფლის სასარგებლო თვისებები თერმული დამუშავების შემდეგ ისპობა, ამიტომ:

  • ნუ გააცხელებთ ან მოხარშავთ თაფლს;
  • ნუ ჩადებთ თაფლს მდუღარე წყალში ან ჩაიში. გააგრილეთ ჩაი და მხოლოდ შემდეგ უყავით თაფლი.

თუ ჩაშაქრული თაფლი არ გიყვართ, სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოს, ძალიან ფრთხილად უნდა გაადნოთ: ჩადეთ ქილა თბილ (არა უმეტეს 400ჩ) წყალში და დაელოდეთ. სამწუხაროდ, გოზინაყის მომზადებისას თაფლი სასარგებლო თვისებებს კარგავს.

 

charlvanheyningen · The Windmills of your Mind