იცით თუ არა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცით თუ არა?

ზამთარი ბოსტნეულსაც ცვლის

ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის - კარტოფილიც, შეიცავს ქიმიურ ნაერთ სოლანინს, რომელიც აქვეითებს სისხლში ფერმენტ ქოლინესთერაზის აქტივობას და ამით ნერვულ უჯრედებში იმპულსის გატარებას აფერხებს. შედეგად ადამიანს ეუფლება მოთენთილობა, გულისრევის შეგრძნება, სტკივდება თავი და სხვა. სოლანინს ამგვარი რეაქციის გამოწვევა შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ მისმა დღიურმა ულუფამ 100 მილიგრამს გადააჭარბა. თუ ზამთარში კარტოფილი სინათლეზე შევინახეთ, სოლანინის შემცველობა მასში მოიმატებს. მაგალითად, ბოლქვებში - 3-ჯერ. განსაკუთრებით იზრდება მისი კონცენტრაცია გამწვანებულ ადგილებში და ქერქქვეშ. ამიტომაც გვირჩევენ სპეციალისტები ზამთარში კარტოფილის ჩვეულებრივზე სქლად გაფცქვნას.

ალკოჰოლური სკალა

ალკოჰოლი სხვადასხვა ორგანოში სხვადასხვა კონცენტრაციით გროვდება - მათ ამ შხამისადმი სხვადასხვანაირი მიმღებლობა აქვთ. არსებობს ორგანიზმის ალკოჰოლური სკალა, რომლის მიხედვითაც ყველაზე მეტი ალკოჰოლი - 40% - თავის ტვინში აკუმულირდება, ღვიძლსა და თავ-ზურგტვინის სითხეში - 27-27%, დანარჩენი კი სხვა ორგანოებში.

ვიაროთ თუ არა ბიუსტჰალტერის გარეშე?

უკანასკნელ ხანს ახალგაზრდა გოგონებში მოდად იქცა ბიუსტჰალტერის გარეშე სიარული. ზოგს ეს არაესთეტიკურად მიაჩნია, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამაა: თავისუფლად მოძრავი სარძევე ჯირკვლები არათანაბარი მოძრაობისას ზედმეტად იტვირთება, მათში ნორმალური სისხლის მიმოქცევა ირღვევა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შეგუბებითი მოვლენები და ბიძგი მისცეს ისეთი სერიოზული პათოლოგიის განვითარებას, როგორიცაა მასტოპათია. მასტოპათიის მიზეზად შეიძლება იქცეს დაუფიქსირებელი ჯირკვლის ხშირი ტრავმაც. თავის მხრივ, მასტოპათია როგორც კეთილთვისებიანი კისტის, ფიბროადენომის, ისე ავთვისებიანი ქსოვილოვანი წარმონაქმნების მაპროვოცირებელი ფაქტორია. თუ ბიუსტჰალტერის ტარება დისკომფორტს გიქმნით, გირჩევთ, შეიძინოთ ნატურალური ქსოვილის თეთრეული - სინთეზური კანს აღიზიანებს და კიდევ უფრო უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. დაბოლოს, ნუ ივარჯიშებთ ბიუსტჰალტერის გარეშე და აუცილებლად გაიხადეთ ღამით, რადგან წოლისას ის იწვევს სუნთქვის გაძნელებას, სისხლის მიმოქცევის შეზღუდვას და ხელს უშლის სრულფასოვან ძილს.