საახალწლო გაყიდვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საახალწლო გაყიდვები

მწვანე, სურნელოვანი, ლამაზი ნაძვი უხსოვარი დროიდან განსაკუთრებულ ხედ მიიჩნევა. ძველ გერმანელებს სწამდათ, რომ მასში ცხოვრობდა ტყის სული, რომელიც მცენარეებსა და ნადირ-ფრინველს იცავდა, ამიტომ ნაძვთან მხოლოდ ტომის ბელადები თუ გაბედავდნენ მისვლას, თაყვანს სცემდნენ ძლიერ სულს, რომ მისი კეთილგანწყობა დაემსახურებინათ. მეომრები მას გამარჯვებას შესთხოვდნენ და ამისთვის ნაძვის დათოვლილ ტოტებზე ნადავლს, ირმის ტყავებს, სხვადასხვანაირ მოსართავებს კიდებდნენ. ნაძვის თაყვანისცემის ჩვეულება პირველებმა ჰოლანდიელებმა შემოიღეს, მოგვიანებით კი  ინგლისელებმაც. დღეს ნაძვს არა სულის ადგილსამყოფელად, არამედ უჭკნობი სიცოცხლის, მარადიული ახალგაზრდობისა და ძალის სიმბოლოდ მიიჩნევენ. ამიტომაც არის, რომ ყველაზე ლამაზ დღესასწაულზე სახლებს ნაძვის ხით რთავენ. ნაძვის ხის მორთვის ტრადიციის შესახებ ასეთი ლეგენდაც არსებობს: ერთხელ, შობის წინა დღეს, მარტინ ლუთერი შინ მიდიოდა და თან ზამთრის ღამის მშვენიერებით ტკბებოდა. იგი მონუსხულივით შესცქეროდა თოვლით დაფარულ ნაძვებს და უცებ ძალიან მოუნდა, ეს სილამაზე სახლშიც ჰქონოდა. მოაჭრა ნაძვს პატარა ტოტი, შინ მიიტანა, ლარნაკში ჩადო და ქაღალდისგან გამოჭრილი ნაირფერი ვარსკვლავებით მორთო. ეს იმდენად უჩვეულო და მშვენიერი სანახაობა იყო, რომ ლუთერს სხვებმაც მიბაძეს და მალე ნაძვის ხე შობის აუცილებელ ატრიბუტად იქცა. ტროპიკულ ქვეყნებში, სადაც ნაძვი არ ხარობს,  მას სამხრეთის მცენარეები ცვლის. მაგალითად, ვიეტნამში ატმის ტოტებს იყენებენ, იაპონიაში - ბამბუკის,  ფიჭვისა და ქლიავის ტოტების კონას, რაც ძლიერების, დღეგრძელობისა და სწრაფი გამრავლების სიმბოლოა.

საახალწლო სასმელი

ახალ წელს სასმელებიდან ყველაზე მეტი შამპანური იყიდება. ეს ყველაზე პომპეზური, ხმაურიანი ზეიმი შამპანურის გარეშე ვერაფრით ჩაივლის - ეს სასმელი ხომ თავად დღესასწაულია! შამპანურის სმას თავისი წესები აქვს: ის სუფრასთან დასხდომამდე უნდა მიიტანოთ, 7-9 გრადუსამდე გაცივებული ანდა ყინულის ნატეხებით სავსე საგანგებო პატარა სათლით, რომელიც სუფრის ახლოს იდგმება. ბევრს შამპანურის ხმაურით გახსნა მოსწონს. გაითვალისწინეთ: ამგვარად გახსნისას გაზის სწრაფი ამოტყორცნა სასმლის ხარისხს ვნებს. კარგი შამპანური დასხმის შემდეგ ჭიქაში რამდენიმე საათი განაგრძობს შუშხუნს.

ტკბილეული

საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია ტკბილეული. ამ დღეებში ის თითქმის იმდენივე იყიდება, რამდენიც მთელი წლის განმავლობაში. ტკბილეული განსაკუთრებით პატარებს უყვართ, ამიტომ ურიგო არ იქნება, მშობლებმა ამ პერიოდში უფრო მეტად აკონტროლონ ბავშვების მიერ მირთმეული კანფეტების რაოდენობა.

საჩუქრები, საჩუქრები...

საახალწლოდ საჩუქრების ნამდვილი ბუმია, რასაც დიდ ბიძგს აძლევს საყოველთაო ფასდაკლებაც. სტატისტიკა მოწმობს, რომ, მიუხედავად დიდი არჩევანისა და ფართო ასორტიმენტისა, მამაკაცები ამ დღეებში მეორე ნახევრებისა და ძვირფასი ქალბატონებისთვის უმეტესად სუნამოებს, ძვირფას სამკაულებს ირჩევენ, ხოლო ქალები უპირატესობას ანიჭებენ მამაკაცის პარფიუმერიას, ჰალსტუხებსა და პერანგებს. დიასახლისების საყვარელი საჩუქარი ამ დღეებში სარეცხი მანქანა, მაცივარი და ტელევიზორია. პატარები ელექტრონული ტიპის სათამაშოებს, კომპიუტერებს, მობილურ ტელეფონებს ამჯობინებენ.

დღესასწაულზე ექიმებიც გვჭირდება

ახალი წლის სამიზნე ჩვენი ორგანიზმია, რომელსაც მრავალფეროვანი სუფრა და ხანგრძლივი  ჭამა-სმა სერიოზულად ტვირთავს. ეს დღესასწაული ნამდვილი გამოცდაა ქრონიკულად მოავადე ნებისმიერი ადამიანისთვის. ნაახალწლევს განსაკუთრებით იმატებს გასტროენტეროლოგების პაციენტთა რიცხვი - მათ გასტრიტით, პანკრეატიტით, ქოლეცისტიტითა და ენტეროკოლიტით შეწუხებული ადამიანები აკითხავენ. კვების ნირის დარღვევის გამო შაქრიანი დიაბეტით მოავადეებისთვის საჭირო ხდება ენდოკრინოლოგთან დამატებითი ვიზიტი. ასევე აქტუალურია კარდიოლოგიც. საკვები არა, მაგრამ ალკოჰოლიანი სასმელების ფართო ასორტიმენტი დაავადებულ გულსა და სისხლძარღვებზე ცუდად აისახება, მეტადრე მაშინ, თუ ახალი წლის დღეებში უარს იტყვით ჩვეული სამკურნალო საშუალებების მიღებაზე.

აფთიაქებში

აფთიაქებში ინტენსიურად იყიდება ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები. ამ პერიოდში მწვავდება როგორც ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო ტიპის ალერგია, გამოწვეული საახალწლო ატრიბუტიკის შემადგენლობაში შემავალი ალერგენებით, ისე კვებითი ალერგიები და ინტოქსიკაციები. არანაკლებ მნიშვნელოვანია ალერგია სიცივეზე. იმატებს ასპირინის შემცველი პრეპარატების გაყიდვა, რომლებსაც როგორც გაციების საწინააღმდეგოდ, ისე ნაბახუსევთან საბრძოლველად იყენებენ. აღარაფერს ვამბობთ საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველ საშუალებებზე, რომლებიც კუჭ-ნაწლავით ქრონიკულად მოავადეთათვისაა საჭირო. ახალი წელი პრობლემებმა რომ არ დაჩრდილოს, ერთადერთი წესი დაიხსომეთ: დაიცავით ზომიერება ყველგან და ყოველთვის! ახალი წელი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე დღესასწაულია და ყველას ვუსურვებთ, იგი სწორედ ისე ეზეიმოს, როგორც თავად სურს - უკეთესი მომავლის იმედით აღსავსე გულით, სასურველ გარემოში, სასურველ ადამიანებთან ერთად, სანუკვარი საჩუქრით ხელში!