სასარგებლო პროდუქტების ტოპ-10 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასარგებლო პროდუქტების ტოპ-10

1. რძე

უკვე მრავალი წელია, ამტკიცებენ მედიცინის სპეციალისტები, რომ ძროხის რძე ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. ის გახლავთ დ ვიტამინისა და კალციუმის ყველაზე ხელმისაწვდომი წყარო - სწორედ მათი წყალობით მაგრდება ძვლები და კბილები. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ლაქტოზური უკმარისობით იტანჯებიან და ცხოველური წარმოშობის რძის მიღების შემდეგ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს უჩივიან. ასეთი ადამიანებისთვის საუკეთესო შემცვლელებია ბრინჯისა და სოიის რძე (ეს უკანასკნელი უფრო ქალებისთვისაა რეკომენდებული, რადგან ფიტოესტროგენებს - ქალური სასქესო ჰორმონების მცენარეულ ანალოგს - შეიცავს).

2. პომიდორი

პომიდორი ერთ-ერთი ხელმისაწვდომი და სასარგებლო პროდუქტია. ის მდიდარია ა და ც ვიტამინებით, უჯრედისით, კიბოს საპროფილაქტიკო და საწინააღმდეგო, დაბერების საწინააღმდეგო ნივთიერებებით, ლიკოპენით. მისი მიღება რეკომენდებულია არა მარტო ზაფხულში, არამედ წლის სხვა პერიოდებშიც.

3. ცხიმიანი თევზი

ცხიმიანი თევზი, მაგალითად, ორაგული, სასურველია, კვირაში ერთხელ მაინც მივირთვათ. ის მდიდარია ომეგა-3 ცხიმმჟავებით, რომლებიც აუცილებელია გულის, სისხლძარღვებისა და თავის ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ცხიმიანი თევზისგან ლიმონით მზადდება ძალიან გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი გრილზე.

4. ციტრუსები

ციტრუსები (ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, გრეიპფრუტი და სხვა) უპირველესად იმით არის ცნობილი, რომ უხვად შეიცავს ასკორბინის მჟავას. სინამდვილეში არსებობს უამრავი სხვა პროდუქტი, რომლებიც გაცილებით მდიდარია ც ვიტამინით. სამაგიეროდ, ციტრუსები უჯრედისის და ფოლიუმის მჟავას არაჩვეულებრივი წყაროა. მეტად სასარგებლოა მათი წვენიც.

5. ყავისფერი ბრინჯი

ყავისფერი ბრინჯი გაცილებით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე თეთრი. მასში უფრო მეტია ე და ბ6 ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, მცენარეული ბოჭკო, სპილენძი და თუთია. ყავისფერი ბრინჯი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს ინფექციურ და ონკოლოგიურ პათოლოგიებთან ბრძოლაში.

6. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი პოლიფენოლებისა და ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა. დამტკიცებულია, რომ მისი რეგულარული მიღება ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ისეთი დაავადებების რისკს, როგორებიცაა ინფარქტი და ინსულტი.

7. ხამანწკები

ხამანწკები განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის. მათში რეკორდული რაოდენობითაა თუთია, რომელიც მთავარ როლს ასრულებს რეპროდუქციული სისტემის ნორმალურ ფუნქციობაში. გარდა ამისა, ხამანწკები დ და ბ12 ვიტამინების, სპილენძის, რკინის, სელენისა და მანგანუმის შეუცვლელი წყაროა.

8. ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი

დიდი ხანია, რაც ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი ჯანსაღი კვების უცვლელ კომპონენტად მიიჩნევა. მათში უხვადაა რკინა, სპილენძი, მცენარეული ბოჭკო, ე ვიტამინი. მათი მეშვეობით შესაძლებელია გულისა და სისხლძარღვების, ავთვისებიანი სიმსივნეების თავიდან აცილება.

9. სოკოები

სოკო ადამიანის ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლოა. მას მცენარეულ ხორცსაც უწოდებენ. სოკო შეიცავს ა, ბ, ბ6, ც ვიტამინებს, კალციუმსა და უჯრედისს. გარდა ამისა, ის ანტიოქსიდანტების წყაროა, რომლებიც გამძლეობას მატებენ ორგანიზმს და ხელს უშლიან ავთვისებიანი სიმსივნის წარმოშობას.

10. მწვანილი

მწვანილი (მწვანე ხახვი, სალათის ფოთლები, ოხრახუში, კამა) - ეს ის საკვებია, რომელიც ყველა ადამიანის ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს. ძნელია დაასახელო ც ვიტამინის, უჯრედისის, კალციუმის, კაროტინოიდებისა და ფოლიუმის მჟავას უფრო იაფი და სრულფასოვანი წყარო.