რა უნდა ვიცოდეთ პაპილომავირუსის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ პაპილომავირუსის შესახებ

სქესობრივად აქტიური ადამიანების დაახლოებით 50% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ინფიცირდება ადამიანის პაპილომავირუსით. 50 წლის ასაკის ქალთა 80% ამ ვირუსით არის ინფიცირებული. მისი მნიშვნელობა უმთავრესად იმით არის განპირობებული, რომ პაპილომავირუსს შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილიანობის მეორე მიზეზია მკერდის კიბოს შემდეგ.

არსებობს პაპილომავირუსის 100-ზე მეტი ტიპი. ზოგიერთი მათგანი მაღალი რისკისაა (ონკოგენური ანუ სიმსივნესთან ასოცირებული), ზოგიერთი კი დაბალი რისკისა (არაონკოგენური). პაპილომავირუსით ინფიცირებულთა 5-30%-ს ერთდროულად აქვს ამ ვირუსის რამდენიმე ტიპი.

  • რისკფაქტორები

პაპილომავირუსით ინფიცირების რისკფაქტორებია:

  1. 25 წელზე ნაკლები ასაკი;
  2. სქესობრივი პარტნიორების სიმრავლე (ან პარტნიორის მრავლობითი სქესობრივი კონტაქტი);
  3. 16 წელზე ნაკლები ასაკი პირველი სქესობრივი კონტაქტისას.
  • როგორ გადაეცემა პაპილომავირუსი

ადამიანის პაპილომავირუსის გადაცემა მხოლოდ სქესობრივი გზით ხდება. ვირუსი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა საგანზეც, მათ შორის - ტანსაცმელზე, მაგრამ ამ გზით ადამიანის ინფიცირების შემთხვევა აღწერილი არ არის.

  • როგორ მიმდინარეობს პაპილომავირუსული ინფექცია

შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება, ისე, რომ პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება, ინფიცირებულთა ნაწილს კი შეიძლება განუვითარდეს საშვილოსნოს ყელის კიბო. ათიდან ცხრა შემთხვევაში ორგანიზმიდან ვირუსის გამოდევნა ერთ-ორ წელიწადში ხდება, 10%-ს კი პერსისტენტული (მუდმივი) პაპილომავირუსული ინფექცია უვითარდება. ასეთ დროს, თუ ადამიანი მაღალი რისკის ვირუსით არის ინფიცირებული, ლორწოვან გარსში ვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედი ცვლილებები, რასაც კიბოს ჩამოყალიბება მოსდევს.

მამაკაცებში მაღალი რისკის პაპილომავირუსით ინფიცირებას შეიძლება მოჰყვეს ასოსა და ანუსის კიბოს განვითარება, თუმცა ეს ბევრად უფრო იშვიათია, ვიდრე საშვილოსნოს ყელის კიბო. იშვიათად სასქესო ორგანოების პაპილომავირუსული ინფექცია შეიძლება დედისგან შვილს გადაეცეს. ასეთ შემთხვევაში ბავშვს უვითარდება სასუნთქი გზების პაპილომატოზი - მეჭეჭები სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებზე.

  • რას წარმოადგენს გენიტალიური მეჭეჭები

დაბალი რისკის პაპილომავირუსები იწვევს გენიტალიური მეჭეჭების (იგულისხმება ლორწოვანი გარსის ყველა ტიპის კეთილთვისებიანი წანაზარდი, მათ შორის - კონდილომები) განვითარებას. ისინი სხვადასხვა ფორმის, ზომის და რაოდენობისაა - ბრტყელი ან ზედაპირიდან წამოწეული, ერთეული ან მრავლობითი, მცირე ან დიდი. ხშირია ყვავილოვანი კომბოსტოს ფორმის წარმონაქმნიც. ეს წანაზარდები უმთავრესად საშოს, ანუსის, საშვილოსნოს ყელის, ასოს, საზარდულის არეებში ჩნდება პაპილომავირუ-სის მქონე ადამიანთან სქესობრივი კონტაქტიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. თუმცა ისიც შეიძლება, საერთოდ არ გამოვლინდეს. გენიტალიური მეჭეჭების დიაგნოზის დასმა მხოლოდ დათვალიერებით გახლავთ შესაძლებელი.

  • დიაგნოსტიკა

mkurnali.geდიაგნოსტიკა ორ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს:

  1. უშუალოდ ვირუსის გამოვლენას;
  2. ე.წ. პაპ-ტესტს, რომლის მიზანია ლორწოვანი გარსის ისეთი ცვლილებების გამოვლენა, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედად მიიჩნევა და რომელთა მკურნალობა სიმსივნის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია. ამერიკის კიბოს საზოგადოების რეკომენდაციით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უნდა დაიწყოს სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან დაახლოებით სამ წელიწადში. ამის შემდეგ პაპ-ტესტი უნდა გამეორდეს ყოველი 2-3 წლის შემდეგ. პაპილომავირუსზე გამოკვლევა უნდა გამეორდეს 3 წელიწადში ერთხელ. გამოკვლევები უნდა შეწყდეს 70 წლის ასაკში, თუ ბოლო სამმა გამოკვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა და უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში არც ერთ პაპ-ტესტს პათოლოგიური ცვლილებები არ გამოუვლენია.
  • არსებობს თუ არა ვაქცინა

პაპილომავირუსის ინფექციის ტავიდან ასაცილებლად ვაქცინა უკვე არსებობს. ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცავს, თუმცა ქალმა მაინც უნდა ჩაიტაროს პერიოდული გამოკვლევა საშვილოსნოს ყელის სიმსივნის გამოსავლენად. ვაქცინაცია რეკომენდებულია 11-12 წლის ასაკში.

ტარდება სამჯერადად. მეორე დოზა პირველიდან 2 თვის შემდეგ კეთდება, ხოლო მესამე - პირველიდან 6 თვის შემდეგ.

თუ ქალი უკვე ინფიცირებულია, მას ვაქცინა, რა თქმა უნდა, ვეღარ დაიცავს.

  • დასკვნის სახით

პაპილმავირუსით გამოწვეული ის ცვლილებები, რომლებიც ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას, საწყის ეტაპზე სრულიად შეუმჩნეველია, ამიტომ ზემოხსენებული გამოკვლევების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შეუძლიათ, ქალი საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან იხსნან.