კისრის ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კისრის ტკივილი

2. ხომ არ გაწუხებთ ბეჭების, მკლავების, ქვედა კიდურების ტკივილი ან დაბუჟების შეგრძნება?

თუ პასუხი დადებითია, ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს კუნთების სპაზმი, თუმცა არც ზურგის ტვინის დაზიანებაა გამორიცხული, ამიტომ უნდა მიმართოთ ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას. თუ სერიოზული დაზიანება გამოირიცხა, ექიმი ტკივილის შესამცირებლად დაგინიშნავთ აცეტამინოფენს (პარაცეტამოლს) ან იბუპროფენს, ადგილობრივად - სითბოს. ზუსტად შეასრულეთ მისი რეკომენდაციები. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

3. ხომ არ აღმოცენდა ტკივილი შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ნელ-ნელა ხომ არ მოიმატა მისმა ინტენსივობამ?

თუ პასუხი დადებითია, სავარაუდო მიზეზი კუნთის ტკვილი და სპაზმია. ის, ჩვეულებრივ, რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე პერიოდის განმავლობაში აღმოცენდება. ტკივილისა და დისკომფორტის შესამცირებლად რეკომენდებულია ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების, მაგალითად, იბუპროფენის ან ასპირინის მიღება, სითბო. თუ რამდენიმე დღეში მდგომარეობა არ გამოსწორდა, უნდა მიმართოთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

4. ხომ არ უჩივით ცხელებას, კისრის კუნთების

დაჭიმულობას, ღებინებას? ამასთან ერთად თვალს ხომ არ გჭრით და ხომ არ გაღიზიანებთ სინათლე? თუ პასუხი დადებითია, მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ვირუსული ინფექცია, ასევე მენინგიტი - თავის ტვინის გარსების ანთება. აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

5. ხომ არ გაწუხებთ მფეთქავი ტკივილი და დაბუჟების შეგრძნება, რომელიც ბეჭებისა და ზედა კიდურებისაკენ ვრცელდება?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა, ტკივილის მიზეზი კისრის არეში მალათაშუა დისკის თიაქარი იყოს. არ არის გამორიცხული კუნთის სპაზმიც. აუცილებელია ექიმთან მისვლა, მანამდე კი შეგიძლიათ მიიღოთ აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) ან იბუპროფენი, მტკივანი ადგილი დაითბუნოთ. თუ ტკივილი შესამჩნევად გაძლიერდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

6. კისერი გაშეშებული ხომ არ გაქვთ ან ხომ არ გრძნობთ ტკივილს კისრის მოძრაობისას?

თუ პასუხი დადებითია, ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს კისრის კუნთების სპაზმი, თუმცა არც რევმატული დაავადება - რევმატოიდული ართრიტი ან ფიბრომიალგია - გახლავთ გამორიცხული. შეგიძლიათ მიიღოთ იბუპროფენი ან ასპირინი, ადგილობრივად გამოიყენოთ სითბო. თუ მალე უკეთ არ გახდით, მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

7. ხომ არ გქონიათ წარსულში კისრის შოლტისებრი დაზიანება, რომელიც გამოწვეულია კისრის მოხრით და შემდეგ თავის მკვეთრად უკან გადაგდებით (გვხვდება უმთავრესად ავტოავარიების დროს), ანდა ხომ არ უჩივით ყოველდღიურ ტკივილს ან დაჭიმულობას კისრის, კიდურების ან სხვა სახსრებში?

თუ პასუხი დადებითია, ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს კისრის არეში არსებული სახსრების დეგენერაციული ართრიტი. შეგიძლიათ მიიღოთ იბუპროფენი ან ასპირინი. თუ მდგომარეობა არ შეიცვალა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია და მოცემულ შეკითხვებსა და მათ პასუხებში თქვენი ჩივილის მიზეზი ვერ იპოვეთ, მიმართეთ ექიმს.