როგორ ავიცილოთ თავიდან მეტეოდამოკიდებულება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ თავიდან მეტეოდამოკიდებულება

ამინდის ცვლილებაზე განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებენ ანუ უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და ნერვული სისტემის პათოლოგიებით დაავადებულები, ისინი, ვისაც დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი, ვინც გადაღლილი და დასუსტებულია. საზოგადოდ, დაავადებულ ადამიანს უქვეითდება იმუნური სისტემა, შესაბამისად, მისი ორგანიზმი ვერ ახერხებს გარე სამყაროს შეცვლილი პირობებისადმი სწრაფად ადაპტირებას (ანუ გადაწყობას). ამის გამო ამინდის ცვლილებისდაკვალად ადამიანი ცუდად გრძნობს თავს, მისი ჯანმრთელობა და თვითშეგრძნება უარესდება. საყურადღებოა, რომ ჯანმრთელი და გაკაჟებული ადამიანის ორგანიზმში ყველა ფიზიოლოგიური პროცესი დროულად გადაეწყობა (გარდაიქმნება) გარემო პირობების ცვლილების შესაბამისად, ამიტომ ის უარყოფით გავლენას ვერ აღიქვამს.

მაინც რა სიმპტომები ახასიათებს მეტეოდამოკიდებულებას?

მეტეოდამოკიდებულების სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

  • სისუსტე;
  • ცუდი განწყობა;
  • თავის ტკივილი;
  • სწრაფად დაღლა;
  • ძილიანობა ან პირიქით - უჩვეულო აგზნება და აქტიურობა.

ყველა ეს სიმპტომი ორგანიზმის ჩვეულებრივი (ბუნებრივი) რეაქციაა ატმოსფეროში მიმდინარე ცვლილებებზე და დიდ პრობლემად არ მიიჩნევა, მაგრამ როდესაც ამინდის ცვლილების საპასუხოდ მწვავდება ესა თუ ის ქრონიკული დაავადება, ორგანიზმს საფრთხე ემუქრება და ეს მეტად საყურადღებოა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ამა თუ იმ პათოლოგიით დაავადებულებს ატმოსფერული წნევისა და ჰაერის ტემპერატურის ცვლილებამდე რამდენიმე საათით ადრე უუარესდებათ თვითშეგრძნება. ქარის მოძრაობის ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, უმიზეზო მოუსვენრობა და შფოთვა, სისუსტე, სახსრების ტკივილი. გულით დაავადებულთათვის ყველაზე არასასურველი ფაქტორია ჰაერის მომატებული ტენიანობა. სეტყვის მოახლოებისას კი ხშირია უეცარი სიკვდილის შემთხვევები.

როგორ დავაღწიოთ თავი მეტეოდამოკიდებულებას

ორგანიზმი მწვავედ რომ არ რეაგირებდეს მეტეოპირობებზე, საჭიროა მისი გაკაჟება ფიზიკური აქტივობით, ყოველდღიური ვარჯიშით, დღის რეჟიმის დაცვით, დასვენების ჰიგიენით, ძილის მოწესრიგებით, სწორი კვებით, სუფთა ჰაერზე სეირნობით. ყოველივე ეს კომპლექსურად კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, რადგან უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, სისხლის მიმოქცევა, კუნთების ფუნქციობა, კაჟდება ნერვული სისტემა. დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნური სისტემის განმტკიცებას და ამინდის ცვლილებისადმი ორგანიზმის გამძლეობის გამომუშავებას. ამისათვის მრავალი მეთოდია მოწოდებული. ერთ-ერთი გამაჯანსაღებელ-გამაკაჟებელი მეთოდია შხაპისა თუ აბაზანის შემდეგ კისერსა და მხრებზე გრილი (არა გაყინული) წყლის გადავლება. ეს პროცედურა კვირაში ორჯერ უნდა გაიმეოროთ წყლის ტემპერატურის ერთი გრადუსით შემცირებით. დიდი მნიშვნელობა აქვს პროცედურის რეგულარულობას; წინააღმდეგ შემთხვევაში გაკაჟება ეფექტური არ იქნება. მეტიც - არარეგულარულმა პროცედურამ სარგებლობის ნაცვლად შესაძლოა ზიანიც კი მოუტანოს ადამიანს, რადგან ეს ორგანიზმისათვის სერიოზული სტრესია. შეგახსენებთ, რომ გაკაჟება თანდათანობით უნდა მოხდეს და არ უნდა დაიწყოს იმ პერიოდში, როდესაც ადამიანი თავს ცუდად გრძნობს. მეტეოდამოკიდებული ადამიანებისთვის არახელსაყრელ დღეებში რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, დღეში რამდენჯერმე. ვარჯიში პირველი: დადექით სწორად, ხელები დაიწყვეთ ბარძაყებზე. ნელა ჩაისუნთქეთ, ისე, რომ მუცელი მაქსიმალურად შეიწიოს შიგნით, შემდეგ უცბად ამოისუნთქეთ. ვარჯიში მეორე: საწყისი პოზიცია იგივეა. ძლიერად ამოისუნთქეთ, მერე, მუცლის მაქსიმალურად შეწევისდაკვალად, რამდენიმე წამით შეიკავეთ სუნთქვა. ამის შემდეგ მოდუნდით. ვარჯიში მესამე: დაჯექით და ფეხები შეატყუპეთ, წელში  გაიმართეთ, ხელები მუხლებზე დაიწყვეთ, თავი დახარეთ და თვალები დახუჭეთ. მოადუნეთ ფეხების, ხელების, მხრების, კისრისა და სახის კუნთები. ნელ-ნელა ჩაისუნთქეთ და 2 წამით შეიკავეთ სუნთქვა.

რა უნდა გახსოვდეთ:

  • დაბალანსებული და რაციონალური კვება იმუნიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანესი პირობაა. კვების რაციონი მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და უჯერი ცხიმოვანი მჟავებით.
  • მეტეოროლოგიურად არასასურველ დღეებში ნაკლებად მიირთვით ხორცეული, ცხიმიანი და შემწვარი საკვები, ერიდეთ ალკოჰოლსა და სანელებლებს. მიეძალეთ მცენარეულ პროდუქტებსა და რძის ნაწარმს.