პენსიონრების სიღარიბიდან ამოყვანა საბაზისო პენსიის ზრდის საფუძველზე შეუძლებელი იქნება - კვლევის შედეგები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
პენსიონრების სიღარიბიდან ამოყვანა საბაზისო პენსიის ზრდის საფუძველზე შეუძლებელი იქნება - კვლევის შედეგები
პენსიონრების სიღარიბიდან ამოყვანა საბაზისო პენსიის ზრდის საფუძველზე შეუძლებელი იქნება - კვლევის შედეგები
დღეს არსებული პენსიონრების სიღარიბიდან ამოყვანა საბაზისო პენსიის ზრდის საფუძველზე შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ "ღია საზოგადოება საქართველოს" კვლევაშია საუბარი, რომელიც საქართველოს საპენსიო რეფორმის შეფასებას ეხება.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, რეფორმის კონცეფციის ფუნდამენტური რისკების გათვალისწინებით, პენსიონრების მსგავსად, სიღარიბიდან ამოყვანასთან დაკავშირებით, იგივე შეიძლება ითქვას მომავალ თაობებზეც, რომლებსაც, სისტემაში ჩართვის შემთხვევაშიც კი, წინა თაობისგან განსხვავებული, "გაცილებით მცირე სამუშაო სტაჟის ისტორია და დაბალი შენატანები ექნებათ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ გააღრმავებს სიღარიბისა და უთანასწორობის ზოგად დონეებს".

კვლევაში ნათქვამია, რომ შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად, საპენსიო სისტემის იმგვარად რეფორმირება
რჩება, რომელიც, პირველ რიგში, დაეფუძნება საჯარო, გადამანაწილებელი ეფექტის მქონე თაობათაშორისი სოლიდარობის სქემას, რომელიც საბაზისო პენსიის გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა.

"სხვა შემთხვევაში, ინდივიდუალური დანაზოგების კულტურაზე აგებული კერძო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის კონცეფცია იმუშავებს მხოლოდ სახელმწიფოს საზიანოდ, რადგან ის ვერ შეამცირებს არსებულ ფისკალურ ხარჯებს. მეტიც, მნიშვნელოვნად გაზრდის მას და
თანაც, არა თუ გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას, არამედ უარყოფითადაც კი იმოქმედებს მასზე. ინდივიდუალური დანაზოგების კულტურა ვერ დამკვირდება ქვეყანაში, სადაც არ არსებობს შესაბამისი ობიექტური წინაპირობები, სადაც სამომხმარებლო სესხებით მოსარგებლეთა რაოდენობა რეკორდულ რიცხვს აღწევს და საარსებო მინიმუმს გატოლებულ პენსიასაც კი უზარმაზარი გავლენა აქვს მთლიანი შინამეურნეობების სიღარიბის დონეზე",-ნათქვამია "ღია საზოგადოება საქართველოს" კვლევაში.
ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 10-08-2018
nino
არც ერთმა ხელისუფლებამ არ იზრუნა იმაზე რომ ადამიანი რასაც სახელმწიფოს უხდის უკან დაუბრუნდეს, რაღაც ნაწილი მაინც. ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება მუშაობდა, სახელმწიფოს არსებობას ხელს უწყობდა, სიბერეში ისევ ისეთივე მათხოვარია როგორც ის ვისაც ხელი არ გაინძრევია და ბიუჯეტში არაფერი შეუტანია. ეს უსამართლობა უნდა დამთავრდეს. გასაგებია ახლა სამუშაოს შოვნა ჭირს, მაგრამ კომუნისტები დროს მაინც ხომ იყო სამუშაო, უსამართლო ზუსტად მაშინ დაიწყო ყველას ერთნაირი პენსია რომ დაუნიშნეს და ქვეყანამ ვეღარ გაუძლო ამდენი ხალხის რჩენას. ის ვინც იპარავდა ბიუჯეტში არ შექონდა და მუშაობაც არ უნდოდა იმათთვის არ უნდა დაენიშნათ, ეს უფრო სამართლიანი იქნებოდა. მაგრამ რა გინდა მოთხოვო ისეთ ელიტას რომელიც თვითონ გამდდირდა ხალხის უბედურებაზე, სწორედ სათავეში ისინი გვევლინებოდნენ. ახლა არ ვიცი რა საპენსიო ფონდი უნდა შექმნას სულს ძლივს ითქვავს ადამიანი იმ ხელფასით რასაც უხდიან,
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
2019-2020 წლებში სახელმწიფო პენსიების 20-20 ლარის ოდენობით ზრდა არის დაგეგმილი, - ამის შესახებ
20-06-2018
რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები - რამდენი უნდა იყოს პენსია საქართველოში, რომ საარსებოდ ეყოს ადამიანს?
16-12-2017
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის განცხადებით, ამ ეტაპზე პენსია 500-600 ლარი რომ იყოს, ამას დღევანდელი ბიუჯეტის ნახევარი დასჭირდება.
14-12-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ტექნოლოგიისა და მედიცინის განვითარების წყალობით მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა.
"ნიკოლის გარდა კიდევ ორი შვილი მყავს უფროსები, მათაც აკლიათ ჩემი ხელი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2018/2019 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტებისათვის პრიორიტეტულ
ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ უმთავრესი პრობლემაა,
განთლების სამინისტრო სტუდენტების დაფინანსების მექანიზმს ცვლის განთლების სამინისტრო სტუდენტების დაფინანსების
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
ვარ 35 წლის. ყოველ დილით მტკივა თავი. ვსვამ ციტრამონს, რომელიც მშველის. იქნებ ამიხსნათ, რისი