რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როგორ იცავს კანონი მოქალაქეთა ინტელექტუალურ საკუთრებას
როგორ იცავს კანონი მოქალაქეთა ინტელექტუალურ საკუთრებას

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.


ინტელექტუალური საკუთრების სამართალი სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი ნაწილია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში იგი შეტანილია მეოთხე წიგნად. მოქმედი სამოქალაქო კოდექსი საქართველოს პარლამენტმა 1997 წლის 26 ივნისს მიიღო, 1999 წლის 22 ივნისს კი მიღებულ იქნა კანონი "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ", რომლის შესაბამისადაც ხორციელდება საავტორო უფლებების წარმოშობა, საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების, აგრეთვე მათი მომიჯნავე ზოგიერთი უფლების დაცვა და სხვა.

ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების მიღების შემდეგ მათში არაერთი ცვლილება და დამატება შევიდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეოთხე წიგნიდან ამოღებულია ყველა მუხლი - 1019-დან 1100-მდე (საფუძველი: საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 22 ივნისის #2114 კანონი). არაერთი ცვლილებაა შეტანილი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონშიც. ამჯერად ინფორმაციას სწორედ ამ ცვლილებების გათვალისწინებით მივაწვდით დაინტერესებულ მკითხველს და ვუპასუხებთ რედაქციაში მოსულ მათ შეკითხვებს, რომლებიც საავტორო უფლებების წარმოშობის, ნაწარმოების დეპონირების, ავტორობის პრეზუმფციის, თანაავტორობის, აუდიოვიზუალურ და სამსახურებრივ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების, კომპიუტერულ პროგრამებსა და მონაცემთა ბაზაზე ქონებრივი უფლებების განხორციელების სამართლებრივი ნორმების განმარტებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. საქართველოს კანონი "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" არეგულირებს იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების დროს (საავტორო უფლებები); სამართლებრივად აწესრიგებს შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (შემდგომში - მომიჯნავე უფლებები) და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. იმისათვის, რომ მკითხველი სრულყოფილად გაერკვეს "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონის არსში, ვფიქრობთ, აუცილებელია, უპირველესად მას ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ კანონში გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობაზე:


ავტორი - ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები;


აუდიოვიზუალური ნაწარმოები - ნაწარმოები, რომელიც შედგება თანამიმდევრული გამოსახულებებისაგან ხმის თანხლებით ან/და უამისოდ, ქმნის მოძრაობის შთაბეჭდილებას და შეიძლება აღქმულ იქნეს მხედველობით ან/და სმენით. აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს მიეკუთვნება კინემატოგრაფიული და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით (ტელე-, ვიდეო-, დიაფილმები და სხვა);


აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელი (პროდიუსერი) - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა ასეთი ნაწარმოების დამზადებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებ-ლად მიიჩნევა ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ნაწარმოებზე;


საჯარო გაცნობა - ნებისმიერი მოქმედება (გამოქვეყნების გარდა), რომლის შედეგადაც უშუალოდ ან ტექნიკური საშუალებით ნაწარმოები, შესრულება, ფონოგრამა, ვიდეოგრამა, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა ან მონაცემთა ბაზა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა;


გამოცემა - ავტორის, საავტორო ან მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელის, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის თანხმობით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება გაყიდვის ან გაქირავების ანდა ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით იმ რაოდენობით, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების გონივრულ მოთხოვნებს;


გაქირავება - ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ორიგინალის ან

You must have Flash Player installed in order to see this player.
ასლის ხელმისაწვდომობა დროის განსაზღვრულ პერიოდში სარგებლობისათვის მოგების მიღების მიზნით;


ვიდეოგრამა - გამოსახულებათა თანამიმდევრობის ჩანაწერი რაიმე ობიექტური ფორმით, ხმის თანხლებით ან უამისოდ;


ვიდეოგრამის დამამზადებელი (პროდიუსერი) - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა გამოსახულებათა თანამიმდევრობის პირველი ჩანაწერის ხმის თანხლებით ან უამისოდ განხორციელებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, ვიდეოგრამის დამამზადებლად მიიჩნევა ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან/და დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ვიდეოგრამაზე ან/და მის ფუტლარზე;


კაბელით გადაცემა - საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემა სადენით, ოპტიკური ბოჭკოს ან სხვა ანალოგიური საშუალებით;


კაბელით ხელახალი გადაცემა - სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე- და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით;


კომპიუტერული პროგრამა - ინსტრუქციათა ერთობლიობა სიტყვების, კოდების, სქემების ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით, რომელიც საშუალებას იძლევა აამოქმედოს კომპიუტერი განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. ტერმინი მოიცავს კომპიუტერული პროგრამის დიზაინის მოსამზადებელ მასალას;


ეთერში გადაცემა - საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემა უსადენო კავშირგაბმულობით, მათ შორის, თანამგზავრის მეშვეობით (თანამგზავრი - ყველა თანამგზავრი, რომელიც მუშაობს ტელესაკომუნიკაციო წესების შესაბამისად საზოგადოებისათვის მისაწოდებელი სამაუწყებლო სიგნალებისათვის განკუთვნილ სიხშირეთა დიაპაზონში; თანამგზავრის მეშვეობით გადაცემა - მაუწყებლობის ორგანიზაციის კონტროლისა და პასუხისმგებლობის პირობებში პროგრამების მატარებელი სიგნალების მიღება; საზოგადოებისათვის განკუთვნილი პროგრამები მიიღება კავშირის უწყვეტი ჯაჭვის სახით - ზევით სატელიტისა და ქვევით დედამიწის მიმართულებით); კოდირებული სიგნალების გადაცემა წარმოადგენს ეთერში გადაცემას, თუ დეკოდირების საშუალებები საზოგადოებას მიეწოდება საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ ან მისი თანხმობით;



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
4 თებერვალს სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
სიღატაკის ტრაგედია ყოველთვის შემზარავია; თუმცა, როცა სიღატაკეს მძიმე ავადმყოფობა და სიკვდილიც მოსდევს, ეს უკვე ცის ჩამოქცევაა და იმედებიც კვდება.
ახალი წლის წინა დღეებში, რედაქციის კარი ტირილით თვალებდასიებულმა ხანშიშესულმა ქალმა შემოგვიღო. რომ არ გასჭირვებოდა, ახალი წლის წინ ატირებულს რედაქციაში რა უნდოდა…
ქალი კაცობრიობის უმშვენიერესი ნაწილია, სიცოცხლის საწყისი, სიყვარულისა და ბედნიერების წყარო, რომელსაც სითბო, მზრუნველობა, სინაზე სჭირდება; ოჯახის ბურჯი, ხშირად - აქტიური და საქმიანი, წარმატებული. ქალის ფენომენთან შეუთავსებელია ისეთი ცნებები, როგორებიცაა ძალადობა, მძიმე სოციალური პირობების გამო დათრგუნვა, უსამართლო და უხეში მოპყრობა, დამცირება, თუმცა ეს ყველაფერი სამწუხარო რეალობაა.

საქართველოს ორგანულ კანონში, “საქართველოს შრომის კოდექსში”, ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ, 2013 წლის 4 ივლისიდან, დამსაქმებელსა და დასაქმებულს უფლება მიეცათ, წინასწარი ნებართვის გარეშე შექმნან გაერთიანებები ან გაწევრდნენ სხვა გაერთიანებებში. დამსაქმებელთა გაერთიანებას და დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება აქვთ, შეიმუშაონ საკუთარი წესდება და რეგლამენტი, შექმნან მართვის ორგანოები, აირჩიონ წარმომადგენლები და წარმართონ თავიანთი საქმიანობა. ორგანული კანონი მათვე ანიჭებთ უფლებას, შექმნან ფედერაციები და კონფედერაციები და გაერთიანდნენ მათთან. ყოველ ასეთ გაერთიანებას (ფედერაციას ან კონფედერაციას) შეუძლია, შეუერთდეს დამსაქმებელთა საერთაშორისო გაერთიანებას და დასაქმებულთა საერთაშორისო გაერთიანებას.

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.

(გაგრძელება. დასაწყისი იხ. “ოჯახის მკურნალი”, N2)

რა შემთხვევაშია ვალდებული დასაქმებული შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურების გარეშე და არის თუ არა ახალ კოდექსში მითითებული, დასაქმებულთა რომელი კატეგორიის მუშაობაა აკრძალული ზეგანაკვეთურ სამუშაოზე? დროის რა მონაკვეთში მუშაობა მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და როგორი წესით ანაზღაურდება იგი? თუ თქვენთვის ცნობილია, იქნებ ისიც განგვიმარტოთ, როგორ იყო მოწესრიგებული ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურების გაცემა ადრე მოქმედი კანონით?

16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.