რისი ბრალია დილით პირში უსიამოვნო სუნი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რისი ბრალია დილით პირში უსიამოვნო სუნი

პირის ღრუში მიკროორგანიზმების დაახლოებით 600 სახეობაა აღმოჩენილი და მათი უმრავლესობა ენის უკანა ზედაპირზეა ლოკალიზებული. ენის ეს ნაწილი შედარებით მშრალია და ცუდად იწმინდება, რაც ბაქტერიების ზრდის საუკეთესო პირობაა, რომლებიც საკვების ნარჩენებზე კარგ გარემოს პოულობენ ზრდისთვის.

პირიდან ცუდი სუნის ინტენსივობა დღის განმავლობაში იცვლება და დამოკიდებულია პირის ღრუს სიმშრალის სხვადასხვა ხარისხზე, საკვების შემადგენლობაზე (ნიორი, ხახვი, ხორცი, თევზი და ყველი), თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებაზე. დილით ცუდი სუნის ინტენსივობა მატულობს ღამით პირის ღრუს სიმშრალის გამო. პირიდან ცუდი სუნი შეიძლება გარდამავალი იყოს და შემცირდეს, ან გაქრეს ჭამის, კბილის გახეხვის, ან სპეციალური სავლების პირის ღრუში გამოვლების შემდეგ.

დილით, ახალ გაღვიძებულზე ბევრი ამჩნევს რომ პირიდან არასასიამოვნო სუნი აქვს. ეს განპირობებულია იმით, რომ ძილის დროს ორგანიზმი ნერწყვს მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს და დილით პირი ,,გამომშრალია".

საგულისხმოა, რომ ადამიანებს, რომელთაც დიდი ხნის მანძილზე აწუხებთ პირის სიმშრალე, ადვილად ემართებათ ღრძილების დაავადება, რაც თავისთავად პირში სუნის ყველაზე ხშირი მიზეზია.

იხილეთ ვრცლად სტატია "უსიამოვნო სუნი პირიდან"