კბილების სიჯანსაღის შენარჩუნების 5 ძირითადი წესი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კბილების სიჯანსაღის შენარჩუნების 5 ძირითადი წესი

და დადებითად განაწყობს თანამოსაუბრეს. იდეალური ღიმილის მიღწევა რთული არაა, მით უფრო, რომ კბილების მოვლის წესები, ყველამ ბავშვობიდან იცის.

წესი #1-კბილების რეგულარული წმენდა

პირის ღრუს იდეალური ჰიგიენა მნიშვნელოვანი მომენტია და მისი შესრულება მოითხოვს მრავალი წესის დაცვას.

კბილების დღეში მინიმუმ 2-ჯერ გაწმენდის შესახებ ყველამ ბავშვობიდან იცის, თუმცა ყოველთვის არ მისდევენ ამ წესს. ბევრი კბილების საღამოს ჰიგიენას უგულებელყოფს, თუმცა სწორედ ეს პროცედურა იცავს ყველაზე მეტად კარიესისგან. უფრო მეტიც სტომატოლოგებს მიაჩნიათ, რომ იდეალური იქნება, თუ კბილებს საკვების ყოველი მიღების შემდეგ გამოვიხეხავთ.

კბილის ხეხვის პროცედურა არა ნაკლებ 2-3 წუთს უნდა მოიცავდეს. მოძრაობა უნდა იყოს რბილი და ხანმოკლე, არ შეიძლება ღრძილებზე ძლიერად ზეწოლა, ამან შეიძლება მისი ტრავმირება და მომატებული მგრძნობელობა გამოიწვიოს. არ შეიძლება კბილთა რიგის გასწვრივ ჰორიზონტალური მიმართულებით გამოხეხვა, ასე კბილის ნადები არ იწმინდება, პირიქით, ხვდება კბილთაშორის სივრცეებში.

წესი #2- კბილის ჯაგრისის შერჩევა

პირის ღრუს მოსავლელი ძირითადი ინსტრუმენტის არჩევისას, პირველ რიგში გასათვალისწინებელია კბილებისა და ღრძილების მდგმარეობა. კბილის ჯაგრისს უნდა ჰქონდეს ოპტიმალური სიმაგრე. უნივერსალურად ითვლება საშუალო სიმაგრის, მაგრამ ვისაც ღრძილებთან და კბილის მინანქართან დაკავშირებული პრობლემები აქვს, უფრო რბილი ჯაგრისი უნდა გამოიყენოს.

მნიშვნელოვანია კბილის ჯაგრისის შენახვისა და მოვლის წესები. მისი შეცვლა უნდა მოხდეს 3 თვეში ერთხელ, ასევე დაავადებების გადატანის შემდეგ. იგი უნდა გავრეცხოთ ცხელი წყლით და გავაშროთ კბილების ყოველი გამოწმენდის შემდეგ. არ არის რეკომენდებული ბევშვებისა და მოზრდილების კბილის ჯაგრისების ერთ ჭიქაში მოთავსება.

წესი #3- კბილის ძაფების გამოყენება

კბილის ჯაგრისით ყოველთვის ვერ ხერხდება პირის ღრუს გასუფთავება. კბილის ნადებისა და საჭმლის ნარჩენების კბილთაშორის სივრცეებიდან და ძნელად მისადგომი მიდამოებიდან მოშორება შესაძლებელია კბილის სპეციალური ძაფების სწორად გამოყენებით. სტომატოლოგები გვირჩევენ კბილის ძაფების ყოველდღიურად გამოყენებას, რადგანაც კბილის ნადებსა და საკვების ნარჩენებს შეუძლია კარიესის და პირის ღრუს სხვა დაავადებების გამოწვევა. კბილთაშორის სივრცეების გასუფთავება უნდა მოხდეს ნელი, რბილი მოძრაობებით, რათა არ მოხდეს ღრძილების დაზიანება.

წესი# 4 - სპეციალური სავლების გამოყენება

გარდა კბილების ყოველდღიური წმენდისა, რეკომენდებულია სპეციალური სავლების გამოყენება, რომელთა არჩევანი დღევანდელ ფარმაცევტულ ბაზარზე მრავალფეროვანია, თუმცა უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ისეთს, რომელიც ნატურალურ კომპონენტებზეა დამზადებული.

სავლები სხვადასხვა ჯგუფის მიკროორგანიზმებზე ეფექტურად და კომპლექსურად მოქმედებს და ახდენს ღრძილებისა ანთებისა და კარიესის პრევენციას, გარდა ამისა სუნთქვას ხდის უფრო თავისუფალს, ისე, რომ არ არღვევს ადგილობრივ მიკროფლორას და დიდი ხნით ინარჩუნებს კომფორტის შეგძნებას.

წესი #5 -სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი

მაშინაც კი, თუ არ გაწუხებთ კბილის ტკივილი, წელიწადში 1-2-ჯერ აუცილებელია პროფილაქტიკური გასინჯვისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი. სჯობს დროულად აღმოვაჩინოთ პრობლემა და მოვახდინოთ უფრო სერიოზული დაავადებების პრევენცია.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე